რამდენიმე საათის წინ კახელი დები 13 და 14 წლის ლიკა და მარიამ დემინაშვილები გაუჩინარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ყვარლის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსიდან თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავიდნენ და გაქრნენ. საბედნიეროდ სამართალდამცავებმა გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონებს გომბორის უღელტეხილზე თბილისისკენ ფეხით მიმავლები იპოვეს და პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. გოგონები მანამდე ყვარლის რაიონში სოფელ შაქრიანში ბებიასთან იმყოფებოდნენ, საიდანაც თელავში მამის დედასთან ჩავიდნენ […]
კატეგორია: შემთხვევა
თელავიდან გაუჩინარებული 13 და 14 წლის დები პოლიციამ იპოვა
თელავში, დღეს დილით გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 13 და 14 წლის გოგონები სოფელ შაქრიანიდან თელავში წავიდნენ, რის შემდეგაც მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. უწყების ცნობით, ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. მომხდარ ფაქტზე გრძელდება გამოძიება.
გორში 2 გოგონას გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა
გორში ავარიის დროს ორი მოზარდი გოგონა დაშავდა. “რუსთავი 2-ის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ, როდესაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინიკურ და სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში დგინდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. […]
ზაზა ნოზაძემ დილამდე არ იცოდა, რომ შვილი დაღუპული ჰყავდა
უბედური შემთხვევა გორში, რომელსაც 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა. 12 წლის მოზარდი, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა. გარდაცვლილი ბიჭის მამა 49 წლის ზაზა ნოზაძეა. ავტოავარიის შემდეგ, მან დღეს დილამდე არ იცოდა, რომ შვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. […]
მთვრალ მამას გორთან მანქანის მართვისას კალთაში 12 წლის შვილი ეჯდა და ხეს შეასკდა
გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები […]
“ნავში იჯდა და წყალში გადავარდა” – სიონის ტბაში მამაკაცი დაიხრჩო
სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ის წყალში გადავარდა და დაიხრჩო. “შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. რეზონანსი
შატილიდან მაშველებმა მძიმედ დაზიანებული მამაკაცი ჩამოიყვანეს
მაშველებმა შატილიდან დაშავებული მამაკაცი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. „ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, […]
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული. „კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, […]
აფეთქება ფილარმონიასთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა. კერძოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტრიაზე. ადგილობრივების განცხადებით, მათ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მუშებს, რომლებიც ადგილზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებდნენ, აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი. გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავებულია ორი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.









