კატეგორია: შემთხვევა

ბოლნისთან მანქანა ბოძს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბოლნისში, სოფელ აკაურთასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, რის შედეგად, გარდაიცვალა ერთი პირი და ასევე, დაშავდა ავტომანქანაში მჯდომი რამდენიმე ადამიანი. ისინი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან […]

ბოლნისის სოფელში რწმუნებულის მანქანას ქვები დაუშინეს

ბოლნისის სოფელში რწმუნებულის მანქანას ქვები დაუშინეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რომლის დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

კალათბურთელ ირაკლი მაისურაძეს სახლი დაეწვა – მისი ოჯახი ქუჩაში დარჩა

კალათბურთელ ირაკლი მაისურაძეს სახლი დაეწვა - მისი ოჯახი ქუჩაში დარჩა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “ბასკოში” საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე 2 დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა. ნაძალადევის რაიონში მდგარი სახლიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ირაკლი მაისურაძე სახლში მეუღლესთან, 3 მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ხანძრის შემდეგ, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. საკალათბურთო […]

“როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი” – გლოვოს კურიერი დიტო ხიჯაკაძე სკოლასთან მანქანამ გაიტანა

"როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი" - გლოვოს კურიერი დიტო ხიჯაკაძე სკოლასთან მანქანამ გაიტანა

29 აპრილს თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა. მათივე ინფორმაციით, შავი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჩამქრალი ფარებით გადაადგილდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ბიჭი 143-ე სკოლასთან გაიტანა ვიღაც უსინდისომ და გაიქცა“, – ყვება ერთ-ერთი […]

რუსთავში ჩიტები დაიხოცა – ვიდეო

რუსთავში ჩიტები დაიხოცა - ვიდეო

რუსთავში ჩიტები დაიხოცა. კოსტავას გამზირზე მკვდარი მერცხალი რამდენიმე ადგილზე ნახეს. ადგილობრივებმა დახოცილი ფრინველი ერთ ადგილზე მოაგროვეს და პოლიციას გამოუძახეს. ფრინველის დახოცვის მიზეზი უცნობია. პოლიციამ აღნიშნული ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურს უკვე აცნობა. ინფორუსთავი

გორთან მანქანა მტკვარში გადავარდა – მძღოლი დაიღუპა

გორთან მანქანა მტკვარში გადავარდა - მძღოლი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მანქანა მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია მძღოლი, 42 წლის მამაკაცი. შემთხვევა 24 აპრილს საღამოს, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს მოხდა.  შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ქართლი

ბათუმში 4 ოჯახს საცხოვრებელი დაეწვა

ბათუმში 4 ოჯახს საცხოვრებელი დაეწვა

21 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მეტრზე იყო მოდებული ბარაკული ტიპის ერთსართულიან სახლში. ხანძრის შედეგად  4 ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახები ბათუმის მერიამ დააბინავა. ბათუმელები

ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახნენ - 1 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პირველი არხი

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ხეს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. როგორც „ინტერპრენსიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლით დაიწყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მგზავრი, ხოლო მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. იპნ

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ადგილზე არავინ დაშავებულა. რუსთავი 2