კატეგორია: შემთხვევა

“დათო და მთვარისა ადგილზე დაიღუპნენ, მათი დედა უმძიმეს მდგომარეობაშია” – ავარიას და-ძმა შეეწირა

"დათო და მთვარისა ადგილზე დაიღუპნენ, მათი დედა უმძიმეს მდგომარეობაშია" - ავარიას და-ძმა შეეწირა

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რომლის დროსაც “მერსედესის” მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მიმავალ სატვირთოს შეეჯახა, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომაქანაში მსხდომი და-ძმა – 21 წლის დავით და 30 წლის მთვარისა ბალახაშვილები. მათი 55 წლის დედა – ნელი ბალახაშვილი მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე […]

საზარელი ავარია ქობულეთში – დაიღუპა 2 მე-12 კლასელი, 4 დაშავდა

საზარელი ავარია ქობულეთში - დაიღუპა 2 მე-12 კლასელი, 4 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. “კურიერის” ინფორმაციით, სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა.  მანქანაში სულ ხუთი მოსწავლე იჯდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სამი დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე […]

მშრალ ხიდთან ტოიოტა ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

მშრალ ხიდთან ტოიოტა ხეს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა […]

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე – დაზიანდა მე-4-5 სართულები

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - დაზიანდა მე-4-5 სართულები

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ვიზუალური დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეხუთე და ნაწილობრივ, მეოთხე სართულებია დაზიანებული, – ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა. “ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის აფეთქება, ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთი პიროვნება, რომელიც მეხანძრე-მაშველების მიერ იქნა გამოყვანილი სართულიდან. ის იმ ბინის მობინადრეა, […]

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე – ჩამოინგრა მე-5 სართული – არიან დაშავებულები

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, თევდორე მღვდლის 38 ნომერში აფეთქება მოხდა. “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მოხდა. გადმონგრეულია შენობის მეხუთე სართული. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნიუპოსტს” აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები ამ წუთებშიც ტარდება.

ახალციხესთან ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა

ახალციხესთან ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 მგზავრიდან 2 გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია. იმედინიუსი

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი  განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება. ცოტნე ბარბაქაძე აცხადებს, რომ მუშას იმ დროისთვის სამსახურეობრივი დავალება არ ჰქონდა და […]

წნორში პოლიციის უფროსის მოადგილე მანქანით კედელს შეეჯახა

წნორში პოლიციის უფროსის მოადგილე მანქანით კედელს შეეჯახა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამავე მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაშავებული პოლიციელი წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, კატასტროფის ცენტრის რეანომობილით მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. პირველი […]

ასპინძაში ტრაილერი გადატრიალდა – დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი

ასპინძაში ტრაილერი გადატრიალდა - დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი

ახალციხე-ასპინძის გზაზე, ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 30 წლამდე კაცი დაიღუპა – ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. თვითმხილველების განმარტებით, ტრაილერი ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევა, დღეს, 25 ოქტომბერს, 5:00 საათზე მოხდა. მოსახვევში სატვირთო მანქანა, მძღოლის მხარეს გადატრიალდა, ი.ზ-მ გადმოსვლა ვერ მოასწრო. გარდაცვლილი ახალციხის პროზექტურაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს–მ გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით […]

კახეთის გზატკეცილზე მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.