ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. აფეთქება მრავალბინიანი კორპუსის მე-4 სართულზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფეთქებას მცირედი ნგრევა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც […]
კატეგორია: შემთხვევა
აფეთქება ქუთაისში – დაშავდა 75 წლის მოხუცი
კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა – მისი მძღოლი დაიღუპა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის საჭესთან მჯდომი შუახნის მამაკაცი. ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, […]
ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა და მოკლა
ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი
მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლა
მცხეთასთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის […]
ზუგდიდში პოლიციელ ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს. მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია imedinews-თან ინტერვიუში განმარტავს, გვამი სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია […]
ტრაგედია ორთაჭალაში – ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალა
თბილისში, ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ, მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 32 წლის ბაიკერი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნიუპოსტი
ორთაჭალაში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში – სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ სადისტრიბუციო ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რუსთავი 2
ხანძარი რუსთავში – დაშავდა ჯიხურის დარაჯი
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,სანიტარის” ავტომომსახურების ჯიხურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დარაჯი დაშავდა. 67 წლის მამაკაცმა ხანძრის შედეგად ხელის მტევნისა და ზურგის არეში დამწვრობა, ასევე კვამლის შედეგად ინტოკსიკაცია მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ინტერპრესნიუსი










