კატეგორია: შემთხვევა

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. სამშენებლო სამუშაოები ადგილზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. რამდენადაც ცნობილია, გარდაცვლილი მუშა ობიექტზე სამშენებლო იარაღების ასაღებად მივიდა.

პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ბოძს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. იმედინიუსი

ქუთაისში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია – ინციდენტის ახალი დეტალები

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. აფეთქება მრავალბინიანი კორპუსის მე-4 სართულზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფეთქებას მცირედი ნგრევა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც […]

აფეთქება ქუთაისში – დაშავდა 75 წლის მოხუცი

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, საცხოვრებელ სახლში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა. მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა – მისი მძღოლი დაიღუპა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის საჭესთან მჯდომი შუახნის მამაკაცი. ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, […]

ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა და მოკლა

ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი

მცხეთასთან მანქანამ 40 წლის კაცი გაიტანა და მოკლა

მცხეთასთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის […]

ზუგდიდში პოლიციელ ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს. მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია imedinews-თან ინტერვიუში განმარტავს, გვამი სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია […]

ტრაგედია ორთაჭალაში – ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალა

თბილისში, ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ, მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 32 წლის ბაიკერი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნიუპოსტი