დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ორი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ძლიერი დარტყმის შედეგად, შავი ფერის ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
კატეგორია: შემთხვევა
გომბორზე მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავდა 20 ბელორუსი ტურისტი
ავტოავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე, სადაც მიკროავტრობუსი, რომელსაც ბელორუსი ტურისტები თბილისიდან თელავის მიმართულებით გადაჰყავდა, ამობრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. „არც ერთი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არიან ბელორუსიის მოქალაქეები და კახეთის დასათვალიერებლად მოდიოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა […]
კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე თორნიკე პატრიასოვი ზღვაში დაიხრჩო
ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის” მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული […]
ტყიბულში, ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
ტყიბულში, სოფელ ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა
ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება რამდენიმე საათია, შეზღუდულია. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. „რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, უცნობია. შესაძლოა, ეს დღეს მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდეს. ამას მოგვიანებით იტყვიან სპეციალისტები. ამ დროისთვის, გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და მიმოსვლა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება, დამსვენებლებსა და ადგილობრივებს […]
ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულები
ნაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცეებს ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
თელავში მანქანა „საქართველოს ფოსტის“ მოტოციკლს დაეჯახა
თელავში, გამარჯვების ქუჩაზე, “ოპელის” მარკის ავტომანქანა და „საქართველოს ფოსტის“ მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ხელზე მოტეხილობები აღენიშნება. ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული. ინტერპრესნიუსი
თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
ავარია თერჯოლასთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სიმონეთი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]










