რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში სამგორში მანქანა ამოტრიალდა
სადგურის მოედანზე მანქანა სავალუტო ჯიხურში შევარდა
რუსთავი-ლილოს გზაზე სატვირთო ხიდიდან გადავარდა და რელსებს დაეცა
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე. ცნობილი ხდება, რომ დატვირთული ტრაილერი ხიდიდან გადავარდა და მატარებლის რელსს დაეცა. სატვირთო ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. დამატებით დეტალებს “მთავარი არხის” ვებგვერდი შსს-ში არკვევს.
საღამოს 11 საათზე შეცურა და ვეღარ გამოვიდა – ფარავნის ტბაში 17 წლის მამაკაცი დაიხრჩო
გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს – “ორსულს ეჩხუბებოდა, უნდა გახდეო”
გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიცია ავტობუსში მყოფმა მგზავრებმა გამოიძახეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამი მოქალაქე ფეხმძიმე ქალს შეურაცხყოფას აყენებდა. ,,#3 ავტობუსში ნასვამმა მამაკაცმა ორსულ გოგონას და მის მეგობრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გოგონამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.” – გვითხრეს მოქალაქეებმა. როგორც ირკვევა, ინციდენტი კომბინატის დასახლებიდან დაიწყო. პირველ გაჩერებაზე ამოვიდნენ გოგონები, […]
ბათუმში მატარებელი 80 წლის ქალს დაეჯახა
დღეს, 2 ივლისს, ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს. „მედცენტრის“ ინფორმაციით დაშავებული ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო, იგი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.
გურჯაანში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა
გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გამოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. შემთხვევა გურჯაანში გუშინ, 1 ივლისს, მოხდა.
რუსთავში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან გადავარდა და გონება დაკარგა
რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანა. როგორც “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, 5 წლის ბიჭი ამ დროისთვის […]










