ავარია მოხდა თელავი-თბილისის გზატკეცილზე. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა მძღოლი. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და ხანძარო – სამაშველო ბრიგადები. დაწყებულია გამოძიება.
კატეგორია: შემთხვევა
ქუთაისში სახლს ცეცხლი გაუჩნდა
13 წლის დათო ვანაძე საწოლში გარდაცვლილი ნახეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში, 13 წლის დათო ვანაძე ოჯახის წევრებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ბავშვის უეცარი გარდაცვალებით შეძრწუნებული მეზობლების თქმით, დათოს წინა დღეებში დაავადების ნიშნები არ ჰქონდა. ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიის წარმომადგენელს დავით ზოიძეს, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გვესაუბრა: – თავადაც შოკში ვარ და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ. საუბედუროდ, 13 წლის ულამაზესი ბავშვი დავკარგეთ, ისე რომ, მიზეზი არ […]
ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა
ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცნიო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, […]
გორის ცენტრში მანქანა ამოტრიალდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში – სტალინის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. მანქანაში მხოლოდ ერთი პირი, მძღოლი იმყოფებოდა, ის ავარიას უვნებლად გადაურჩა. შემთხვევის გამო, გარკკვეული პერიოდის განმავლობაში, ავტომობილებს შემოვლითი გზებით უწევდათ გადაადგილება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს. მთავარი
ბესიკის ქუჩაზე სახლი აფეთქდა
თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა […]
ბათუმის ტერმინალთან საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა
რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე დაიღუპა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი, თეიმურაზ ლომიძე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას “დაცული ტერიტორიების სააგენტო” სოციალურ ქსელში ავრცელებს და ოჯახის მიმართ მწუხარებას გამოთქვამს. “ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ […]










