47 წლის სუპერმოდელმა კლაუდია შიფერმა ინსტაგრამზე ასევე სუპერმოდელთან, 51 წლის სინდი კროუფორდთან, ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა. „ჩვენ ჩვენს პირველ სელფის ვიღებთ“- წერს კლაუდია შიფერი. ნიუპოსტი
კატეგორია: შოუბიზნესი
ჯაბა ქარსელაძე საქართველოში დაბრუნდა
მომღერალი ჯაბა ქარსელაძე, რომელიც წლების წინ საოცარი პოპულარობით სარგებლობდა, საქართველოში დაბრუნდა და დროს სელებრითებთან ერთად ატარებს. ქარსელაძე ქრისტინე იმედაძესთან, თაკო გაჩეჩილაძესთან, ნიკა ნიკვაშვილთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. “რა უხერხული ფოტოა”, – წერს ქრისტინე იმედაძე. პირველი
საკულტო სუპერმოდელების დაბრუნება – დონატელა ვერსაჩემ ჩვენება ძმის ხსოვნას მიუძღვნა – ეს შენთვის, ჯანი!
“ეს შენთვის ჯანი” – დონალეტა ვერსაჩემ ახალი კოლექცია ძმის, ჯანი ვერსაჩეს ხსოვნას მიუძღვნა. წელს, 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენენმა მოკლა,. ჯანისადმი მიძღვნილი შოუსთვის, 26 წლის შემდეგ, პოდიუმზე გაერთიანდნენ ლეგენდარული სუპერმოდელები . „ოქროს გოგონები,“ „ჯანის გოგოები“ – ასე უწოდებდნენ 90-იანი წლების საკულტო მოდელებს, რომლებიც ჯანი ვერსაჩეს ფავორიტები იყვნენ. ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, […]
ზურა ჟღენტი მღვდლის როლს პირველად ასრულებს – ”მაყურებელს ვთხოვ, პერსონაჟთან ნუ გამაიგივებენ”
სერიალის – “ჩემი ცოლის დაქალები” თიზერმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ზურა ჟღენტი თამაშობს. მღვდლის როლი პირველად მოირგო და იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის პერსონაჟთან არ გააიგივებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, როდის კარგავს წონასწორობას და როგორ იქცევა დაძაბული პერიოდის დროს? – ამ ყველაფერზე მსახიობი ჟურნალ “გზასთან” საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – არ […]
თათია ახალაია მილანში რობერტო კავალის ჩვენებაზე გამოვიდა
ქართველი მოდელების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას მუდმივად დიდი ინტერესით ელიან საქართველოში. მარიშა ურუშაძე Gucci-ს მილანის მოდის კვირეულის ექსკლუზივი მოდელი გახდა. მილანში გამოვიდა “გუჩის” ჩვენებაზე. შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მოდელი ვიხილეთ მილანის მოდის კვირეულზე. თეკლა ჩიჯავაძე vivetta-ს 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ახლა კი თათია ახალაია გამოვიდა რობერტო კავალის ჩვენებაზე მილანში. ფოტოს FashionHolics Online ავრცელებს. ნიუპოსტი
ნიკა გვარამია რუსთავი 2-თვის ლგბტქ ორგანიზაციებს ეძებს
რამდენიმე საათის წინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ. საკონტაქტო პირი შეკითხვებისთვის და მეტი ინფოსთვის Manana Doi”
აჩი ფურცელაძე – “ქართველი ქალები „გაბლატავებულები“ არიან… გითანაბრდებიან, რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა”
მომღერალი და შოუენი აჩი ფურცელაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი გალებისგან განსხვავებით რუსი ქალებმა იციან „როგორ უნდა მოუარონ კაცს“: – ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოსი ურთიერთობებს რომ ვუყურებ ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი […]
ჩემი ცოლის დაქალების ახალი ქუდი – ვიდეო
სალომე ღვინიაშვილი: “ზურას შესთავაზეს, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ეცეკვა, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყო”
მოდელი სალომე ღვინიაშვილი ტელეკომპანია “იმედში” გადაცემა “პრაიმ შოუს” ხუთ თანაწამყვანთან ერთად უძღვება. მზად იყო, რომ ახალ ამპლუაში მისი გამოჩენისას კრიტიკა წამოვიდოდა. მართალია, ეს მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ არის, რადგან მთავარი კრიტიკოსი სახლში ჰყავს – ქმარი, ყოფილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი. ცხოვრების ახალ ეტაპზე ის ჟურნალ “სარკეს” უამბობს: – დიდი ხანი ვფიქრობდი და ვორჭოფობდი, […]
მარიშა ურუშაძე გუჩის ექსკლუზიური მოდელი გახდა
ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე გუჩის მილანის მოდის კვირეულის ექსკლუზიური მოდელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Lookmodels-ი ავრცელებს. რამდენიმე წუთში “გუჩის” ჩვენება იწყება და შესაბამისად, ქართველი მოდელი ჩვენებაზე გაივლის. “ჩვენო ერთგულო მეობრებო, ჩვენო მოდელებო ,მოდის მიმდევრებო და ზოგადად Lookmodels-ის მოდელების გულშემატკივრებო . გიბრუნდებით არაჩვეულებრივი News-ით. სიახლით რომელსაც ხვალ უკვე მსოფლიოს ყველა წამყვანი მოდის ჟურნალი გააშუქებს, სავარაუდო სათაურით […]