მოდელი და წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობის შემდეგ, გიორგი მომღერალ ნინო ჩხეიძის რადიოში მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ მოდელი სამსახურიდან დაითხოვეს. გიორგი ნაზღაიძე არ აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც ნინო ჩხეიძის რადიო დატოვა. მოდელთან ერთად სამსახურიდან მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გაგლოევიც გაათავისუფლეს. გიორგი გაგლოევი კომედი არხზე მსახიობ ნინო მუმლაძესთან ერთად ”სპარინგ შოუს” უძღვებოდა. გიორგი ნაზღაიძემ […]
კატეგორია: შოუბიზნესი
ეკა ანდრონიკაშვილი: “მე და აჩიკო მამალაძე აქტიურად ვზრუნავთ ჩვენს შვილზე”
_ თითქოს ანგელოზი მომებარა გასაზრდელად, _ უთხრა ”სარკეს” მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 9 თვის წინ, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე ვაჟი, ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე, გააჩინა. ეკას პირველი ქორწინებიდან, მსახიობ გიორგი ნაკაშიძისგან, ერთი ვაჟი ჰყავს, ლუკა, რომელიც 24 წლის არის. _ ნიკალა ნიუ იორკში, მანჰეტენზე დაიბადა, _ მოუყვა ”სარკეს” ეკა ანდრონიკაშვილი, ამერიკაში კარგი მეგობრები მყავს და ხშირად […]
გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანსამბლ “ქართული ხმების” პირველი თაობის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და უცვლელი წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა გაავრცელა: _ ძალიან ვწუხვარ, ბატონი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა. წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით ტელევიზიაში და დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. გაწონასწორებული, განათლებული, ინტელიგენტი და ყოველმხრივ დადებითი ადამიანი გახლდათ, სხვა მის დამსახურებაზე რომ აღარ […]
ზუზუ ბეჟაშვილმა ოფიციანტად დაიწყო მუშაობა
მსახიობმა ზუზუ ბეჟაშვილმა ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. მან ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: _ კასტინგზე რატომ არ დადიხარო? მეკითხებიან, დავდივარ და ფოტოებს მიღებენ (12 ფილმში ვარ ნამუშევარი) და არც გსინჯავენ, რა შეგიძლია ან რა არ შეგიძლია, შეურაცხყოფის დონეზე ხდება… დამიჯერეთ, ძვირფასო რეჟისორებო, ტუპოი კასტინგია ფოტოთი არჩევა… ტეხავს… არა უშავს, მე ვიწყებ ოფიციანტად მუშაობას, შეგიძლიათ გაიხაროთ და წარმატებები ყველას… […]
რატომ ჩაარტყა დათუნა მგელაძემ რესტორანში კაცს მიკროფონი თავში
მომღერალი დათუნა მგელაძე ჟურნალ ”სარკესთან” ამბობს, რომ შემოქმედებით წვაშია, სიმღერას სიმღერაზე წერს და მალე მაყურებელს კლიპსაც შესთავაზებს. მისი კოლეგებისგან განსხვავებით, დათუნა რესტორანში მუშაობაზე უარს ამბობს. _ კორპორატიულ საღამოზე, სადაც მოთხოვნაა, რომ მე უნდა ვიმღერო, სიამოვნებით ვმღერი, მაგრამ რესტორანში არ ვიმუშავებ. არ მინდა, ეს სიტყვები ჩემმა კოლეგებმა ცუდ ტონად ჩამითვალონ, რადგან რესტორნებში სიმღერა არც თვითონ სიამოვნებთ, […]
ია ფარულავა: “ყველა ქალს არაა საჭირო, ჰყავდეს შვილი”
მსახიობი ია ფარულავა ცნობილია თავისი პირდაპირობით და გულწრფელობით. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ყველაზე ხშირად დამულ კითხვას საჯაროდ სოციალურ ქსელში გასცა პასუხი. ია ფარულავა: _ ბევრს არ უნდა, რომ ჩემი სილამაზე და გენეტიკა დაიკარგოს და ნაზად და ტაქტიანად მწერს ინბოქსში შვილის თემაზე. ადრე რაც იყო, იყო… მადლობა ღმერთს, აბორტი არ ვიცი, რა არის… ახლა […]
ირაკლი ჩოლოყაშვილი მესამე ბიჭის მამა გახდა
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი მესამე ბიჭის მამა გახდა. მას და მუსიკოს სოფო ბუკიას პატარა ნიკოლოზი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.სასიხარულო ინფორმაცია ირაკლი ჩოლოყაშვილმა თავად გაავრცელა და პატარას ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა: _ გაიცანით… ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი… ირაკლი ჩოლოყაშვილი დიმიტრი, თეიმურაზ და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილების მამაა. დიმიტრი მას პირველი ქორწინებიდან მსახიობ ნინო იოსელიანთან ჰყავს. თეიმურაზი და […]
ციაკო ფიფია და გოგა ნებიერიძე ბიჭს ელოდებიან
_ ტესტმა დამიწერა, გამარჯობა, ციაკო დედიკო, შენ ორსულად ხარო, _ გაუზიარა ”სარკეს” თავისი სიხარული ”კომედი შოუს” მსახიობმა ციაკო ფიფიამ. მისი ქმარი ფეხბურთელი გოგა ნებიერიძე გახლავთ. წყვილი შვილს სექტემბერში ელოდება. _ იანვრის შუა რიცხვებში გავიგეთ, რომ მშობლები გავხდებოდით. ცოტა თავბრუსხვევები მქონდა და მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. გავიკეთე ტესტი და დამიწერა, გამარჯობა, ციაკო დედიკო, შენ ორსულად ხარო. […]
თაკო გაჩეჩილაძე პარიზში გაქურდეს
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გაქურდეს. სავარაუდოდ ინციდენტი საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს: _ TBC ბანკში ვინმე მუშაობთ? სასწრაფოდ! საფულე მომპარეს და დაბლოკვა მინდა. SOS”. მომხდარმა ფაქტმა მომღერლის მეგობრები აღაშფოთა, რა რაოდენობის თანხა მოპარეს მომღერალს და მოახერხა თუ არა საბანკო ბარათების დაბლოკვა ჯერ უცნობია. თაკო გაჩეჩილაძემ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
მაია ასათიანი ტელევიზიაში დაბრუნდა
ჟურნალისტი მაია ასათიანი ქალიშვილის, 18 წლის ნუცა მახვილაძის, გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში სამუშაოდ დაბრუნდა. თოქ შოუ პროფილის წამყვანი და მარაოს ხელმძღვანელი კოლეგებს რუსთავი 2-ში უკვე შეხვდა. პროფილის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ მაია ასათიანთან და პროფილის შემოქმედებით გუნდთან ერთად გადაღებული ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა და ჟურნალისტს სამსახურში დაბრუნება მიულოცა. ფოტოს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. მაია ასათიანს […]