კატეგორია: სოციალური მედია

თეა გოდოლაძე – „2019 წელს აშენებულ კორპუსი ავარიულია… ვისაც გაქვთ წასასვლელი, წადით”

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თეა გო­დო­ლა­ძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს: „ვაშლიჯვარი, ემუხვარის ქუჩა. 2019 წელს აშენებულ კორპუსი ავარიულია, გასახლება დაიწყოო.”

მიხეილ რამიშვილი – „ბანკის სავალუტო სექციაში შევიძინე და დავახურდავე 50$ დამისვა  კითხვები… ეს არის 1937 წლის დასაწყისი. ტაშიიიი“

 მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რუსული კანონი ენჯეობის საქმიანობას და ფინანსურ გამჭირვალობას კი არ აკონტროლებს, არამედ ყველა ჩვენთაგანის პირად ცხოვრებას, კერძოდ: გუშინ, საბურთალოზე ერთერთი ბანკის სავალუტო სექციაში შევიძინე და დავახურდავე 50$, ამ პროცესში ოპერატორმა, ბოდიშის მოხდით დამისვა შემდეგი სახის კითხვები და პარალელურად ავსებდა ფურცელს, რომელზეც დასრულების შემდეგ ხელი უნდა მოაწერო, რატომ შევიძინე 50$, საიდან ან […]

„ამის შემდეგ აღარავინ მითხრათ, ფული ადამიანებს არ ცვლისო!“ – სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს: „უბრალოდ წილოსნობიდან ძააააან ბევრ წილოსნობამდე! ამის შემდეგ აღარავინ მითხრათ ფული ადამიანებს არ ცვლისო და ბლა ბლა ბბლა. “

„ოპოზიცია 5-თვიან მშვიდ ფორას აძლევს მთავრობას რეპრესიებისათვის და გაყალბების მოსამზადებლად“ – ზურაბ გურული

ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: „რა ფატალურ ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს პროქართული პოლიტიკური სპექტრი: —————————————— 1. საუბრობს არჩევნებზე, რაც სრული აბსურდია არაერთი თვალსაზრისით. კერძოდ: ა) 5 თვიან მშვიდ ფორას აძლევს მთავრობას რეპრესიებისათვის და მასიური გაყალბების მოსამზადებლად; ბ) აანონსებს გადამწყვეტ ბრძოლას საბოლოო ზღუდესთან და აღარ იტოვებს არცერთ სათადარიგო გეგმას წაგების შემთხვევაში; გ) არ ფიქრობს იმაზე, თუ რა […]

გურამ მეგრელიშვილი – „ყველაფერი კარგად იქნება… ესენი რით გამაკვირვებენ, ფიზკულტურის მასწავლებელმა ქურდთან დაგვიბარა კლასის ბიჭები“

გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მე რომ ჩემი გრძელი ცხვირი ჩამოვუშვა, მიწას მოვხნავ, ამიტომ სულ მაღლა მაქვს აწეული. არც უმეტესობა თქვენგანს აქვს ძაან პაჭუა, ამიტომ: თავი მაღლა. ესენი რით გამაკვირვებენ, ფიზკულტურის მასწავლებელმა ქურდთან დაგვიბარა კლასის ბიჭები. ყველაფერი კარგად იქნება. დაობლებულ ბავშვებს უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი.“

ირაკლი ოქრუაშვილი – „თუ ხვდებოდნენ რა დღეში ჩაიგდეს თავი…“

 ირაკლი ოქრუაშვილი  სოციალურ ქსელში „ოცნების“ ამერიკულ სანქციებზე წერს: „თუ ხვდებოდნენ რა დღეში ჩაიგდეს თავი ჩემ თავს დავდებ გილიოტინაზე.“

მთავარეპისკოპოსი ზენონი – „საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეო- პოლიტიკური კონტური: თბილისი- მოსკოვი- თეირანი- დამასკო- პეკინი-ფხენიანი, ჰესბოლა- თალიბანი“

დმანელი მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული სოციალურ ქსელში წერს: „როგორც სჩანს, საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეო- პოლიტიკური კონტური: თბილისი- მოსკოვი- თეირანი- დამასკო- პეკინი-ფხენიანი, ჰესბოლა- თალიბანი. “ ახალი საქართველოს” პერსპექტიულ მოკავშირეთა გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს სამომავლოდ მოუწევს ალბათ შესაბამისი ქვეგანყოფილებების შექმნა ეპისკოპატს მინდა მივმართო: სრულიად მართლმადიდებელთა კრეტის დიდი კრება, ზოგიერთი თქვენგანის მიერ “ ამერიკულ პროექტად” სახელდებული თუ […]

ელისო კილაძე – „დიდი საიდუმლო სერობაა თბილისში! აფხაზეთის თემა განიხილებაო…“

ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს: „სოჭის აეროპორტიდან რუსული ბორტი გვყავს სტუმრად, RA-89189 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას! დიდი საიდუმლო სერობაა თბილისში ! P.s. აფხაზეთის თემა განიხილებაო…“

ბექა ყორშია – „მასონთა არაბული ლოჟის მაგისტრი ვარ“

ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს: „ბარემ ვიტყვი სიმართლეს! სინამდვილეში, მასონთა არაბული ლოჟის მაგისტრი ვარ!“

თამაზ ელიზბარაშვილი – „მიღებული იქნას კანონი: ცოლის ღალატი ისჯება 6 თვიანი უპირობო პატიმრობით. მე და კალაძეს უვადო გვეკუთვნის”

თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პარლამენტისგან მოვითხოვ, ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით მიღებული იქნას კანონი, სადაც: 1. ცოლის ღალატი ისჯება 6 თვიანი უპირობო პატიმრობით. (კანონს უკუქმედების ძალა არ უნდა ქონდეს, თორე მე და კალაძეს უვადო გვეკუთვნის)” – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.