კატეგორია: სოციალური მედია

„დეე მართლა კარგად ვარ შენ თავს ვფიცავარ” – ვანო ნადირაძე

„დეე მართლა კარგად ვარ შენ თავს ვფიცავარ" - ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლო ქართველი ჯარისკაცის, ვანო ნადირაძის დედასთან მიმოწერა ვრცელდება. „ნუ გამაგიჟე ვანოოო, რას იცინი. როგორ ხარ დედიიიიი. ეს სურათი ჩემს დასამშვიდებლად დადე ხოოო“- წერს ვანო ნადირაძეს დედა, ანა მაღრაძე. „დეე მართლა კარგად ვარ შენ თავს ვფიცავარ”.

„ზოგმა სამარცხვინო მიძახა, ზოგმა პრორუსი, ერთმა „ექსპერტმა” კი მეგობრებიდანაც წამშალა…“ – გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია - "ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს?!"

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში  წერს: „ომამდე ბაიდენის ერთ-ერთი მორიგი უსუსური განცხადების შემდეგ დავწერე რომ “საქართველოს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა ამოძრავებდეს” მეთქი, მახსოვს ურაპატრიოტები “აღშფოთდნენ”, ზოგმა სამარცხვინო მიძახა, ზოგმა პრორუსი, ერთმა “ექსპერტმა” კი მეგობრებიდანაც წამშალა…. ჰოდა მაინტერესებს დღევანდელი განცხადების შემდეგ თუ მაინც მოთოკეს ცხელმა თავებმა საკუთარი ვნებები?!“

„ამ ორიდან ერთი კაცია, მეორე „პრობკა” – ლევან მოსეშვილი

„ამ ორიდან ერთი კაცია, მეორე „პრობკა" - ლევან მოსეშვილი

„გირჩის” წევრი ლევან მოსეშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ამ ორიდან ერთი გმირის სახელით შევა თავისი ქვეყნის ისტორიაში, მეორე ქვეყნის გამყიდველად. ამ ორიდან ერთით ამაყობს თავისი ქვეყანა, მეორესი სცხვენიათ. ამ ორიდან ერთმა არ დაიჩოქა რუსეთის წინაშე, მეორემ ლამისაა ლანგარით მიართვას მთელი ქვეყანა. ამ ორიდან ერთი კაცია, მეორე “პრობკა”.

“ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მოვიდა… – უკრაინელი ხარ?!… – ქართველი!… საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ – ქეთი რევიშვილი

"ვტიროდი, იტალიელი ქალბატონი მოვიდა... - უკრაინელი ხარ?!... - ქართველი!... საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო“ - ქეთი რევიშვილი

ემიგრანტი ქეთი რევიშვილი ფეისბუქში წერს: „მეტროში დავჯექი თუ არა გავხსენი ახალი ამბებისთვის ტელეფონი და საშინელება ვიდეოებს გადავაწყდი მაშინვე, თუ როგორ ბომბავს უკრაინას პუტინი… ვინც მიცნობს იცის, რომ მე და ტირილი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ გაივსო თვალები ცრემლებით… იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა ალბათ, მოვიდა და ხელსახოცი მომაწოდა კითხვით: – უკრაინელი ხარ?!… – ქართველი!… საოცარი ერი ხართ […]

„გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ“ – ინგა სანიკიძე

„გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ“ - ინგა სანიკიძე

ემიგრანტი ინგა სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს: „გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. კიდევ უფრო მეტად გაკვირვებული ვარ, რამხელა თანადგომას გვიცხადებენ ჩვენ, ქართველებს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის შვილებს. ყველგან უკრაინის მხარდასაჭერი აქციებია. თითოეული ესპანელი, ვისაც კი ვიცნობ, მუდმივად მწერს და მამხნევებს. ეს ენერგია, რაც ახლა მთელ ქალაქშია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის! Gracias a los españoles! Слава Україні!“

„გაუძელი ჩემო უკრაინა, გაუძელი, სიმართლე შენია…“ – ნინო სურგულაძე

"პატარების დატოვება მომიწევს და მეშინია" - ნინო სურგულაძემ ბარსელონადან მიწვევა მიიღო

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს: „ჩვენ ეს ჯოჯოხეთი 14 წლის წინ გავიარეთ, მაგრამ იმ ტკივილის გარეშე ერთი წუთიც არ გვიცხოვრია. ახლა ისევე მტკივა უკრაინა, როგორც ჩვენი საქართველო მტკიოდა მაშინ და მტკივა ახლაც, რადგან მტერს ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს. არავის აქვს უფლება გამოგონილი მიზეზებით დაიწყოს ომი დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ, გაანადგუროს ადამიანთა სიცოცხლე, მოკლას ქალები, […]

პაატა ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს – „მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს ხელს ჩამოართმევს“

პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „ღრმადპატივცემულ” საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს! „ღრმადპატივცემულო” ბატონო პრემიერ მინისტრო, აქამდეც მქონდა ამის სურვილი, რომ მეთქვა თქვენთვის მაგრამ თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ და გულრწფელად გითხრათ რომ მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს. ბოდიში რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება […]

„არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი მორჩება… შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე“ – გონჩარენკო ღარიბაშვილს

„არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი მორჩება... შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე“ - გონჩარენკო ღარიბაშვილს

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით წერს: „საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად. ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა. აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის […]

„ნაცმოძრაობა არის მეხუთე კოლონა საქართველოში, ქვეყნის მტერი და მოღალატე პარტია!“ – დიმიტრი სამხარაძე

დიტო სამხარაძე - "ნიკა გვარამია-ქათამს მე არ ვუპასუხებ"

დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: „ნაცმოძრაობა არის მეხუთე კოლონა საქართველოში, ქვეყნის მტერი და მოღალატე პარტია! ახლა მაინც თუ ხვდებით რას გამოასწრო სააკაშვილმა და რისთვის ჩამოვიდა მაინცდამაინც უკრაინის ომის წინ?! , ან მანამდე რატომ ვერ ბედავდა?! ომია მათი ინტერესი ამ ქვეყანაში, მეტი არაფერი. ვინმე ფიქრობს, რომ ვერ ხვდებიან აქ შიდადაძაბულობა ვის აწყობს, თან ამ ფონზე! საქართველოში […]

ნინო ლომჯარია – “ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ჩემ პოზიციას არ გამოხატავს”

ნინო ლომჯარია ამნისტიის კანონპროექტებს მხარს უჭერს

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის! ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”