გია როინიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “კოკო და მარიამი 9 დეკემბერი-ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში! გილოცავთ ორივეს! იდღეგრძელეთ! იბედნიერეთ!”
კატეგორია: სოციალური მედია
ნანუკა ჟორჟოლიანი – „ღმერთო, მალე დადგეს რა ის დღე, როცა მხოლოდ უგლუტენო საჭმელზე და ლაქტოზის მავნებლობაზე მოგიყვებით“
ნანუკა ჟორჟოლიან სოციალურ ქსელში წერს: „ღმერთო, მალე დადგეს რა ის დღე, როცა მხოლოდ უგლუტენო საჭმელზე და ლაქტოზის მავნებლობაზე მოგიყვებით. ახალი რაღაცეები ვისწავლე თან, რა აკლებინებს წონაში და ველი იმ ორშაბათს, ან სამშაბათს, ან სულაც შაბათს, როცა დავწერ და დავწერ და კიდევ დავწერ და ვინც პოლიტიკა ახსენოს ის თავად იყოს გლუტენი, ოღონდ მიშა ვნახო საკნის გარეთ.“
ქეთევან ენუქიძე – “დღემდე ვცდილობ, რომ მანქანიდან გადმოვსკუპდე…”
ქეთევან ენუქიძემ ფეისბუქში დაწერა: “დაახლოებით 24-25 წლის ვიყავი… რომელიღაც რესტორანთან ველოდებოდით ჩვენს ნაცნობებს. ცოტა მოშორებით მანქანიდან ძალიან ეფექტური და ლამაზი ქალი გადმოვიდა. ჩვენმა ერთმა ნაცნობმა თქვა, იქნება სადღაც 40-42 წლისო… შანსი არ არისო, გავაპროტესტეთ… მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, მართლა შევამჩნიეთ, რომ დამა პირველი სვეჟესწის არ ბრძანდებოდა… როგორ მიხვდიო, ვკითხეთ… მანქანიდან გადმოსვლისას შევამჩნიეო… რამდენი წელი გავიდა […]
ეკა ხოფერია – “აი, ასე უცებ დაიზარდნენ!”
ნანუკა ჟორჟოლიანი – „მიშას ჩამოართვეს ტელევიზორი, აუკრძალეს ვიზიტორები… ესენი გაგიჟდნენ?“
ირინა სარიშვილი – “18 წლიდან ერთად მოვდიოდით… მე-3 დღეა, უშენოდ ვარ…”
ირინა სარიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “18 წლიდან ერთად მოვდიოდით. ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა. დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით. ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი. ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი. მესამე დღეა უშენოდ ვარ. კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს……………. გავუძლებ ალბათ…….. მესამე დღე უსიგარეტოდ”
“ბელგიაში ერთი გლდანელი ნარკომანი იყო, ორი კოვზით დადიოდა…” – მარეხ ბეჟანიშვილი
მარეხ ბეჟანიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ამას წინ ერთ-ერთ ფბ-მეგობართან ვნახე (სამწუხაროდ, არ მახსოვს): ბელგიაში ერთი გლდანელი ნარკომანი იყო, ორი კოვზით დადიოდა. ერთში ხარშავდა და მეორეთი გაჩხერილზე შეაჭრიდა მაღაზიაში, ქოქოსის ტორტს მიადგებოდა და თავისი კოვზით ჭამდა. რა არ გააკეთა მაღაზიის დაცვამ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, ვერც იჭერენ და ესეც ხან საიდან მიეპარება იმ ქოქოსის ტორტს და ხან საიდან. […]
“გამარჯობა, ხაშურელებო, სოფელ თბილისიდან ვარ ჩამოსული…” – ნუციკო ხაბეიშვილი
ნუციკო ხაბეიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “გამარჯობა ხალხნო! ხაშურში კინო ან თეატრი ან მაკდონალდსი ან ვენდისი ან საბავშვო თეატრი ან თოჯინების თეატრი ან კლუბი ან სპორტული კომპლექსები, ჩოგბურთის მოედანი ან ფიგურული სრიალის, ან გოეთეს ფილიალი ან კომაროვის ფილიალი, ან რომელიმე უნივერსიტეტის ფილიალი არსებობს??? (პს. ჩამოსული ვარ სოფელი თბილისიდან)”
„ორი თვე იბრძოლა… ხვალ 77 წლის ხდებოდა“ – გიგა ბოკერიას მამა გარდაიცვალა
“ასე დავრჩით დღეს ელარჯის და კუპატის გარეშე…” – ზურაბ შევარდნაძე
ზურაბ შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა: “ორშაბათი რადგან დასვენების დღეა ჩემთვის, ქალაქის საქმეებს დავგეგმავ ხოლმე. ექიმთან, ბანკში, არქივში, აფთიაქში და გამომცემლობაში ორშაბათობით დავდივარ. საქმე მოვილიე და როგორც ამას ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ მარჯანიშვილის ქუჩაზე, ნახევარსარდაფში, მეგრულ სასადილოს მივაშურე, დღეს ზაქარიასთან ერთად. დაკეტილი დამხვდა, შუშის კარებზე ქალბატონ ელზას წერილი გამოუკრავს. გვერდით მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრემ გვითხრა, რომ ვერ მოიგერია […]










