კატეგორია: სოციალური მედია

გია ხუხაშვილი – “ნაცების ამომრჩეველი არასდროს ვიქნები, მაგრამ ხმას ნიკა მელიას მივცემ”

გია ხუხაშვილი - "100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ და 50 კაცი გავკოჭოთ?"

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი. უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით. ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ […]

თინა ხიდაშელი – “ძალიან გამიმართლა…”

თინა ხიდაშელი - "ძალიან გამიმართლა..."

თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა: “ძალიან გამიმართლა! ამდენ რვა მილიარდში სწორედ ჩემთვის ერთი ადამიანი დაიბადა და გიპოვე David Usupashvili! 25 წელი დიდი ამბავია, ძალიან დიდი!!! კიდევ ერთ 25-ზე არ ვარ თანახმა, უფრო მეტი გვჭირდება ასე ხელჩაკიდებული სიარული! არასოდეს გამიშვა ხელი!”

ალექსანდრა პაიჭაძის ბავშვის მამა დავით კოდუაა

ალექსანდრა პაიჭაძის ბავშვის მამა დავით კოდუაა

ნიუპოსტის ცნობით, მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, მის გარშემო ბოლო დროს დასმულ კითხვას თუ ვინ არის მისი მომავალი შვილის მამა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი უპასუხა. როგორც აღმოჩნდა, პაიჭაძის რჩეული ბიზნესმენი დავით კოდუაა. აპრილში დავით კოდუა მისი მეუღლის ცემისთვის დააკავეს. მაშინ მისმა ცოლმა ნათია გედევანიშვილმა თქვა, ვიეჭვიანე და იმიტომ მცემაო. მოგვიანებით დავით კოდუა გირაოთი გაათავისუფლეს.

ნათია მეზვრიშვილი – “კალაძე “ოცნების” ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია”

ნათია მეზვრიშვილი - "ირაკლი, ის ქალი მე ვარ!"

ნათია მეზვრიშვილმა კახა კალაძის შესახებ ფეისბუქში დაწერა: “ეს კანდიდატი წუხს, რომ არ მიეცა „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული“ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა (რასაც ბუნებრივია, არ მივესალმები). ეს კანდიდატი გვეუბნება, რომ „არც ერთი” ოპონენტისგან ფასეული წინადადება თბილისის განვითარებაზე არ მოუსმენია. და გადაწყვიტა „ახლა მაინც“ ისაუბროს საქმეზე. თბილისელებს რომ მუდამ […]

ნიკა გვარამია – “სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა წარუმატებლად დაგიმთავრდებათ ქოცებსაც და ეგზარქოცებსაც!”

ნიკა გვარამია - "ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე!"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “გუშინ ამბიონიდან დაწყევლეს და განკვეთეს. დღეს მორალური ტერორიზმი დაიწყეს და სამარცხვინო კლიპი გამოაქვეყნეს. მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა წარუმატებლად დაგიმთავრდებათ ქოცებსაც და ეგზარქოცებსაც. გაძლევთ პირობას უამრავი ადამიანის სახელით.”

„არ მინდა მიშას სიკვდილი… ვერ და არ გამიხარდება ის, რაც “ერთმორწმუნე ძმებს” აბედნიერებთ!“ – რომან ქევხიშვილი

„არ მინდა მიშას სიკვდილი... ვერ და არ გამიხარდება  ის, რაც "ერთმორწმუნე ძმებს" აბედნიერებთ!“ - რომან ქევხიშვილი

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ფეისბუქზე წერს: „მაღელვებს ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ მინდა მიშას სიკვდილი და თუ ჩემი ეს პოზიცია სამშობლოს ღალატია, იმან მესროლოს, ვინც მიშას ნავში არ მჯდარა. (მე იმ 9 წელშიც არ ვყოფილვარ მიშისტი). ეს პოსტი გინდა პოლიტიკურად აღიქვით გინდა მოქალაქეობრივად… ვერ და არ გამიხარდება არასდროს ის, რაც “ერთმორწმუნე ძმებს” აბედნიერებთ! ადამიანის […]

„კნეინა ნათელა (თურნავა), ეკონომიკის მოქაფვღა დაგრჩათ“ – ზურაბ ნადირაძე

ზურაბ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს: „კნეინა ნათელამ (თურნავამ), ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, დაჟე აღდგენა რა მოხელეა, აღდგენასაც გავცდითო -აბა რაა კნეინაჯან, თუ შენი დამსმელი ჩხარტიშვილის საზომით ვიმსჯელებთ, მოქაფვაღა დაგრჩათ აწი, მოქაფვა…“

“ნანუკა, უსაყვარლესო ვფიქრობ შენზე და ვერ წარმოიდგენ რა მადლობელი ვარ შენი!“ – სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს

"ნანუკა, უსაყვარლესო ვფიქრობ შენზე და ვერ წარმოიდგენ რა მადლობელი ვარ შენი!“ - სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს

მიხილ სააკაშვილმა  ციხიდან წერილი ნანუკა ჟოროლიანს გამოუგზავნა. პრეზიდენტის წერილს თავად ჟურნალისტი სოციალურ ქელში ასაჯაროებს: “ნანუკა, უსაყვარლესო ვფიქრობ შენზე სულ და ვერ წარმოიდგენ რა მადლობელი ვარ შენი! შენ ხარ სუპერ ვარსკვლავი! ახლა ამათ კიდევ ცოტა მიწოლა უნდათ და ნახეთ თუ არ ჩამოიშლებიან! სიყვარულით, შენი მიშა”.

გიორგი გამსახურდია ირინა სარიშვილს – “გია ჭანტურიას რაც თქვენ უქენით, იმის შედეგები მოიმკა მანაც და მისმა პარტიამაც”

გიორგი გამსახურდია ირინა სარიშვილს - "გია ჭანტურიას რაც თქვენ უქენით, იმის შედეგები მოიმკა მანაც და მისმა პარტიამაც"

ირინა სარიშვილი პოსტს გიორგი გამსახურდიას წინააღმდმეგ კონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქით, გიორგი გამსახურდიამ კი ტვიტერით უპასუხეს. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა: “ეხ, ირინე, ირინე (გურამ პატერიაშვილმა 1991 წლის 22 დეკემბრის მეტად ემოციურ გამოსვლაში რუსთაველზე სროლების დაწყებისას გამოიყენა სახელის ეს ფორმა…) ნეტავ შენ არ ჩაგეწვეთებინა იეზუიტური სუგესტიის ცნობილი მეთოდით საცოდავი გიასთვის ბოროტი და დამღუპველი შხამ-აზრები…. დღესაც ცოცხალი […]

“სინოვაკით და სინოფარმით აცრილებს ბუსტერი დოზა არ სჭირდებათ” – ბიძინა კულუმბეგოვი

"აუცრელს 5-ჯერ მეტი შანსი აქვს დაემართოს კოვიდი, ვიდრე აცრილს!" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს მიმართავს. როგორც კულუმბეგოვი წერს, “სინოფარმითა” და “სინოვაკით” აცრილებს ბუსტერი ჯერ არ სჭირდებათ. “სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის “ფაიზერით” ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა. დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!! როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ახლა მთავარია, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე,” – წერს კულუმბეგოვი.