კატეგორია: სოციალური მედია

„უბრალო მოკვდავები უნდა ვეყაროთ 9 საათზე სახლში… ხელმომწერებზე არ ვრცელდება?“ – გურამ ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილი - ''რა პრინციპით იწყალებს ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტი პატიმრებს?!''

გურამ ჩალაგაშვილი ფეისბუქზე წერს: „კიდევ კარგი ყველამ არ მოაწერა ხელი, თორემ სად დაყრიდა ნეტა სალო პურმარილს? P.S. უკაცრავად, მაგრამ ხელმომწერებზე კომენდანტის საათი არ ვრცელდება და მხოლოდ უბრალო მოკვდავები უნდა ვეყაროთ 9 საათზე სახლში?“

ნიკა გვარამია – “მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი!”

ნიკა გვარამია - "პორშეთი ჩემი ოჯახი რომ დადიოდა, არასდროს დამიმალავს"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ყველაფერს გავიგებ: ხელმოწერას, შეთანხმებას, შესვლას, გამოსვლას… მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან პროტოკოლურ ვახშამზე დასწრება, მისთვის მადლობების გულისამრევ კასკადზე კიდევ უფრო გულისამრევი და სამარცხვინოა. მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი!”

გია ხუხაშვილი – „მელიასთან დაკავშირებით წვრილმანი ჩარჩებივით ვაჭრობენ…“

გია ხუხაშვილი ფეისბუქზე წერს: „ხალხს ვიცნობ, დღეს ძალიან მდიდრები არიან, მაგრამ მენტალურად “შმოტკებს” რომ ყიდდნენ, იქ დარჩნენ. ესენი ხელისუფლებაში არიან, პოლიცია, ჯარი, სპეცრაზმი ყავთ, ამხელა პროცესი ფინალში გავიდა და მელიასთან დაკავშირებით წვრილმანი ჩარჩებივით ვაჭრობენ…“

ეკა კვესიტაძე – “თავზარდამცემია სალომე სამადაშვილის საწინააღმდეგო კომენტარები”

ეკა კვესიტაძე - "უთავმოყვარე, სამარცხვინო და თავლაფდასხმულ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა: “თავზარდამცემია ის კომენტარები, რომელსაც სალომე სამადაშვილის მისამართით ვკითხულობ. რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს, ადამიანურ სახეს გვიკარგავს, ბარბაროსებად გვაქცევს და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანს გვართმევს. ჩვენ კი სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ნორმალური საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან ცივილურ დისკუსიას შევძლებთ, სადაც არ შეგვზიზღდება […]

ეკა გიგაური – “ქალ პოლიტიკოსებს კაცებზე უკეთესი აღქმა აღმოაჩნდათ”

ეკა გიგაური - „ბესელიას მხარდაჭერას ვუცხადებ, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი უნდა წავიდეს სისტემიდან“

ეკა გიგაურმა ფეისბუქში დაწერა: “საქართველოში 6 თვიანმა კრიზისმა ძალიან ბევრ რამეს ახადა ფარდა, მათ შორის იმასაც, რომ, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკურ პროცესში ქალ პოლიტიკოსებს უმეტესწილად ბევრად უფრო სწორი აღქმა და პრაგმატული ხედვები ქონდათ, ვიდრე კაცებს. ეს ასეა და ამას ბევრმა პოლიტიკოსმა თვალი უნდა გაუსწოროს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოში მოქმედი პარტიები (ცხადია ყველას არ ვგულისხმობ), სადაც ინდივიდუალურ […]

ინგა გრიგოლია – “ჩაგქოლავენ, გაგატყავებენ, გაგინებენ, გადაგივლიან…”

ინგა გრიგოლია - "თამარ ბაჩალიაშვილი ან არ უძებნიათ, ან ახალი გარდაცვლილია"

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “გქონდეს შენი განსხვავებული პოზიცია,ამ ქვეყანაში რომ ყველაზე მძიმე ამბავია,წუხანდელმა პოლიტიკურმა ამბებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩაგქოლავენ, გაგატყავებენ, გაგინებენ, გადაგივლიან…რას ქვია, შენ შენი დამოუკიდებელი აზრი გაქვს და არა ისეთი, როგორიც დანარჩენებს. გინდა-არ გინდა, შეიძლება დაფიქრდე კიდეც, საერთოდ გიღირს თუ არა ადამიანს, თქვა, რომ არ ეთანხმები სხვებს. დიდი ძალა გჭირდება იყო ის,ვინც მართლა ხარ […]

სალომე სამადაშვილი – “ენმ-ის პოზიცია სასაცილოა, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა”

სალომე სამადაშვილი - "ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია"

სალომე სამადაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია -‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ.’ ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები.”

ნიკა გვარამია – “უფალო, არასდროს მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის მადლობა”

"თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მისდევდა"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “უფალო, არასდროს არ მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის “მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო”. რაგინდარა მოხდეს, რაგინდარა მიზეზი იყოს, რაგინდარა ვკვდებოდე – მაინც დამიფარე ამისგან”.

გიორგი ბარამიძე _ “სალომე სამადაშვილი ვისი სახელით დგას ე.წ. პრეზიდენტის სასახლეში?!”

გია ბარამიძე - "გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე"

გიორგი ბარამიძემ ფეისბუქში დაწერა: “ბევრი ენმ წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა) რომ იგი არ წარმოადგენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას რაც აქვს ენმ პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ვინმემ გამახსენეთ, ხელმომწერებიდან რომელი იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან?“

ირაკლი ოქრუაშვილი - "შანტაჟსა და დაშინებას არ ვექვემდებარები"

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რა ქნეს, დაურტყეს ხელი ერთმანეთს ხაზარაძემ და ელისაშვილმა, ჩაკოცნეს ერთმანეთი ბრეჟნევის სტილში? ბოლოს ისე დაშორდნენ რუსთავი 2-ის ეთერში, ლამის მუხლზე გადაიმტვრია ალეკომ ხაზარაძე და მაინც ვინერვიულე ელჩებთან თავი არ მოგვჭრანმეთქი. ვინმემ გამახსენეთ ხელმომწერებიდან რომელი იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან?“