ბაჩანა შენგელიამ გიორგი გახარიას გადადგომაზე დაწერა: “ძალიან რომანტიზებასაც ნუ მოახდენთ! ჯალათი და უამრავი ადამიანის სიცოცხლის მომსპობი, თვალების მთხრელი და ქვეყნის დამაქცევარია. ასე მალე დაგავიწყდათ? პირადად ჩემი ოჯახის წევრი შეიწირა მისმა ბრძანებამ და დამერწმუნეთ მელიას დაჭერაზე ხელი არ აუკანკალდებოდა, საკუთარი ბინძური ტყავის გადასარჩენად გადადგა. მორჩით ბოდვებს მის კარგ ტიპობაზე, ძალიან გთხოვთ.”
კატეგორია: სოციალური მედია
“გახარიას მელიას მიმართ ლოიალობა 1 მილიონ დოლარად შეუფასებია” – დარეჯან ლიპარტელიანი
დარეჯან ლიპარტელიანი გელა ზედელაშვილის პოსტს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: გელა შენს ნააზრევს და დაწერილს, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყოფილი პრემიერის გადადგომა, ჩემი აზრით, ორმა მთავარმა გარემოებამ გამოიწვია: 1) როცა სუსი კორუფციულს საქმიანობასა და მასში გარეულ ჩინოვნიკებს აკავებდა, ამით უკანონო შემოსავლების გამოაშკარავებით, თავის გავლენის სფეროებსაც აფართოვებდა, ასევე გომელაური გავლენიანი უწყების ხელმძღვანელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ებრძოდა, ამასობაში ეს […]
„ყმათა შორის ყველაზე ყურმოჭრილი შეარჩია“ – ნინო ჯანგირაშვილი ღარიბაშვილზე
“ნაცებმა გახარიაც “დაავერბოვკეს”! – გელა ზედელაშვილი
გელა ზედელაშვილი ფეისბუქზე წერს: „ალბათ, დამეთანხმებით, ეს იყო ძალზედ უცნაური გადადგომა – უდროო და არალოგიკური. ფაქტობრივად, ტიპი გამოვიდა და და მოგვახსენა, ნიკანორ მელიას ვერ დავიჭერ, კანონს ვერ აღვასრულებ, სულ კარგად ბრძანდებოდეთო. არადა, ასე არ ხდება, პრემიერ-მინისტრები ასე უპასუხისმგებლოდ არ იქცევიან (არ უნდა იქცეოდნენ). თუმცა! როგორც ხედავთ, გიორგი გახარია, რომელიც ბევრს ასე ეიმედებოდა, ფაქტობრივად, გაიპარა, მშიშარა […]
გია ხუხაშვილი – “არც 20 ივნისს გაუცია გახარიას ბრძანება…”
გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აღიაროს, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესისთვის გზის გახსნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გახარიას ნაბიჯმა. ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია. არა აქვს მნიშვნელობა მისი მოტივების განხილვას, შედეგი კი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება. მას ეს “კომპრომატი” ხელისუფლებამ ჩაუდო […]
“თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელ ოჯახს კოვიდი აქვთ”
თინა ხიდაშელის ოფიციალურ გვერდზე ეს პოსტი დაიდო: “მოგესალმებით მეგობრებო, თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა, ვერ იქნებიან კონტაქტზე.”
“ბიბისი ამბობს, პრემიერი გვარამია გადადგაო” – ლევან ბერძენიშვილი
ნიკა გვარამია – “ყოველთვის ყველაფერი მეგრელების საკეთებელი რავაა ამ ქვეყანაში”
ინგა გრიგოლია – “გახარიამ აღიარა, რომ მელიას დაჭერა “ოცნებამ” გადაწყვიტა და არა სასამართლომ”
ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “უკვე ყოფილმა პრემიერმა,გიორგი გახარიამ (რომელმაც ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო), თავისი განცხადებით პირდაპირ თქვა, რომ მელიას დაჭერის გადაწყვეტილება “ოცნების” გუნდმა მიიღო და არა სასამართლომ. გუნდთან ვერ შევთანხმდი, რომ ეხლა მაგის დრო არ იყოო. აბა სასამართლომ გადაწყვიტაო, რომ გვიმტკიცებდნენ?”
“აღარ შეიტენა გახარიამ, დაასწრო და წავიდა…” – ხათუნა ხოფერია
ხათუნა ხოფერია გახარიას გადადგომას ფეისბუქში ასე გამოხმაურა: “გავრილოვის ღამის” სცენარის გამეორება სცადეს მელიას “აშეინიკის” პროექტით. ანუ, დაპირისპირება, სისხლისღვრა, პოლარიზაცია და ისევ გახარიასთვის შეტენვა ყველაფრის… ნწ…ნწ…ნწ… აღარ შეიტენა გახარიამ, დაასწრო და წავიდა… ჰო და, უცებ შეიცვალა შტურმიც, დაჭერაც, თვალების დათხრაც და ყოლიფერიც………. ისე, რა უცნაურია, ორივე სცენარში კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, გახარია, მელია….)))))… ისე, მაინც რამდენს ნიშნავს […]










