სოციალურ ქსელში მომხმარებელი ბესო იაკობაძე ახალი წლის აღნიშვნის ორიგინალურ ვიდეოს აქვეყნებს წარწერით: „ხლაპუშკების“ ყიდვა ვეღარ მოვასწარი“… https://www.facebook.com/PFG21/videos/356936615087200/
კატეგორია: სოციალური მედია
რომან გოცირიძე – “გასულ წელს 128.567-მა ქართველმა მამაკაცმა მოუშვა წვერი… იხარე ერო, იზარდე წვერო!”
გია ხუხაშვილი – “ნაბუქოდონოსორს 7 წლის შემდეგ ჭკუა დაუბრუნდა. 6 უკვე გავიდა…”
გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “საახალწლო „პახმელია“. წინასწარ გიხდით ბოდიშს… ბაბილონის გოდოლი 2018 მენეჯმენტის უბადლო ცოდნით ვაშენეთ ევროპისთვის გასაკვირი, კეთილდღეობითა და სამართლიანობით გაჟღენთილი, ცამდე აზიდული ქართული დემოკრატია…ვაშენეთ, ვიამაყეთ და… ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხო ჩვენი ქმნილება. არა თუ ჯგუფებად დავიშალეთ, არამედ ჯგუფებს შიგნითაც დავიშალეთ. დაპირისპირება პარტიებს შორის, დაპირისპირება პარტიებს შიგნით. დაპირისპირება ეკლესიასა და პოლიტიკოსებს შორის, დაპირისპირება […]
გიორგი ნიკოლაიშვილი – “ახალ წელს ლას ვეგასიდან გილოცავთ, ქართველებო!” – ვიდეო
არინა თავაქარაშვილი – “ატოცი, ახალ წელს გილოცავთ!”
“და ყოველ წელს თითო ვაგონი ეხსნება ამ შემადგენლობას…” – ცოტნე გამსახურდიას საახალწლო მიმართვა
ცოტნე გამსახურდიამ ახალი წლის მილოცვა ასეთო ფორმით გამოხატა: “ადამიანური პირობითობის აბსურდულობის საოცარი მაგალითია ახალი წელი… ერთადერთი, რაზეც მეფიქრება ამ დროს, რამდენ უცნაურ და უჩვეულო ადგილას, სიტუაციებში გამიტარებია იგი. ტყეში, ციხეში, უდაბნოში, ომში, მატარებელში, გემზეც კი… მარტოს, ქუჩაში მოხეტიალეს… და ყოველ წელს თითო ვაგონი ეხსნება ამ შემადგენლობას. რათა ბოლოს ყველაფრისგან თავისუფალი წახვიდე აქედან. სიბერეც, ჩანს, საამისოდ […]
“საქართველო მიყვარხარ” – აზერბაიჯანელმა ბიჭმა ბაქოში ქართველ ტურისტებს ქართულად უმღერა – ვიდეო
ფეისბუქგვერდი “host in Georgia” ბაქოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ საცობში მდგომი აზერბაიჯანელი მამაკაცი ქართველ ტურისტებს უმღერის. “სასიამოვნოა როდესაც უცხოეთში ქართულს მღერიან. საცობში გაცნობილი აზერბაიჯანის ,,სტარი”. 29.12.2018 . აზერბაიჯანი .ბაქო . ჩვენი მოგზაურობიდან.. გააზიარეთ”, – წერენ ფეისბუქგვერდზე. https://youtu.be/FjiQhLF98sc
ცოტნე გამსახურდია – “დღეს მამას გარდაცვალების დღეა…”
ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა: “დღეს მამას გარდაცვალების დღეა. აღარ მოვყვები და არ გავიხსენებ, რა დღეების გავლა მოუწია მას მანამდე იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლება და განვითარება უნდოდა მხოლოდ. მას ხომ პირადი მიზნები არ ჰქონია… 1993 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჩემთვის სამუდამოდ შეიცვალა ახალი წლის დღესასწაულების აღქმა. და ამ ვითომ-ქვეყანაში, რადაც ის შემდეგ აქციეს, სამართალი და […]
ნიკა ავალიანი – ”არ შეიძლება ღამის კლუბებში გატარებული დროისთვის უგზავნოთ ფული თქვენი ოჯახის წევრებს”
ნიკა ავალიანმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: ”ამ პოსტის საჯაროდ გამოტანა მინდა და იმედია ბევრი წაიკითხავს. სრულწლოვან ჯანმრთელ, ორხელა, ორფეხა შვილებს, ქმრებს, ცოლებს ფულის გაგზავნა ყოველი ვალდებულების გარეშე არის მათთვის დათვური სამსახური. სულ ახლახანს ვნახე ადამიანი რომელიც თავის შვილს უგზავნის ფულს, მაგრამ ეს შვილი მუშაობს უფასოდ ქართულ კომპანიაში და დედისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს გზავნილს […]
მამა პეტრე – “ცრუქრისტიანებს გამოვავლენ”
„დაიცავით საკუთარი შვილები დამახინჯებული წარმონაქმნებისაგან“ – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში და ცრუქრისტიანების გამოსავლენად საზოგადოებრივ მოძრაობის წამოწყებას აანონსებს. “ძალიან მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ძალადობის, აგრესიის, ცრუქრისტიანების გამოსავლენად… თუ არ გამოვფხიზლდით, ყველა ჩვენგანი ჩადგება მათ მიერ რეპრესირებულთა სიაში… დაიცავით საკუთარი შვილები დამახინჯებული წარმონაქმნებისაგან… ქრისტიანობა არ არის უხეშობის, დაკომპლექსებულების, აგრესორების რელიგია… ის სულის თავისუფლებას, სიმშვიდეს და სიყვარულს ქადაგებს… […]










