კატეგორია: სოციალური მედია

ანი ნადარეიშვილი – “კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ, პასტა-ფურცელს ვერ გააგდებინებ ამათ მალე”

ანი ნადარეიშვილმა 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: “ინგა გრიგოლია და Bela Zakaidze ახლა მაინც თუ მიხვდით მაყურებელს ფარცხალაძის პროკურატურის ზღაპრები რომ მოუყევით თქვენს გადაცემაში თეთრაძის საქმეზე? კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ, პასტა-ფურცელს ვერ გააგდებინებ ამათ მალე, ჯერ სად ვართ, ყველაფერი წინაა. იმედია სინდისმა ცოტა მაინც შეგაწუხათ.”

ინგა გრიგოლია – “აი, ამიტომ ვუჭერდი სულ მხარს ზაზა სარალიძეს”

რამდენიმე წუთის წინ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მირზა სუბელიანის ჩანაწერების ამბავზე? ძალიან მაინტერესებს პირველი კომენტარები. აი, ამიტომ ვუჭერდი სულ მხარს ზაზა სარალიძეს, სულ ჩანდა, თეთრზე შავით რომ იყო ნაკერი ეს საქმე და მირზა სუბელიანის ალაპარაკების (ან დაარქივებული მასალების) შიშით რომ აბურდეს და არიეს მთელი გამოძიება😡😡😡 “

ნიკა გვარამია – “ორშაბათს სხვა საქართველოში გავიღვიძებთ”

შაბათს ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ორშაბათს სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. თუ გაინტერესებთ რატომ, უყურეთ დღეს შაბათის კურიერს, ხოლო ხვალ – პოსტსკრიპტუმსა და კვირის აქცენტებს 😈”

ცოტნე გამსახურდია – “მერაბ კოსტავადან ბიძინას ვირთხებამდე”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა: “საქართველო – მერაბ კოსტავადან ბიძინას ვირთხებამდე ვუყურებდი ახლა სიუჟეტს “ოცნების” მაღალჩინოსნების სახლების შესახებ, რაც მათ ხელისუფლებაში აღმოჩენის შემდეგ მოიპოვეს… დღეს მერაბის გარდაცვალების დღეა და მეც ის მოარული ამბავი გამახსენდა, მერაბს რომ უთქვამს: საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, 600 კვადრატულზე პატარა სახლს ჩავდგამ და ვიცხოვრებ ჩემთვისო. მერე გაახსენდა, რომ ეს 600 მეტრიც არა […]

თაკო ჩარკვიანი ნანა ლორთქიფანიძეს – “იმ ზოგიერთს პატივს ვცემ და შენ მათ შორის ვერ იქნებოდი ვერაფრით”

ნანა ლორთქიფანიძის პოსტს თაკო ჩარკვიანმა ასე უპასუხა: “ნანა ლორთქიფანიძემ ( გიგას შვილმა) დამიწერა:” რას ჰქვია ლაგამამოდებული , რატომ თქვი, არ ვართო”, თან მრავლობითში ანუ მე არ ვარო, არადა, მე თავად ნანაც თუ იყო იმ ინტელიგენციის შეხვედრაზე , ”მისულ-მიწვეული ” არ ვიცოდი და ვერ წარმომედგინა, რადგან მესმის, რომ ყველაფერი გაუფასურდა, მათ შორის სიტყვა-ინტელიგენტიც, მაგრამ, მაინც ასე […]

ნანა ლოთქიფანიძე თაკო ჩარკვიანზე – “ეს უზრდელი, ნაციონალებისგან ლაგამამოგდებული და ნაყიდი გოიმი”

ნანა ლორთქიფანიძემ ფეისბუქში დაწერა: “ლაგამამოდებული ხალხი ვყოფილვართ რუსთაველის თეატრში , სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, თან ფულიც გადაგვიხადეს. Tako Charkviani ვის უბედავს ასეთ ლაპარაკს ეს უზრდელი, მართლა ნაციონალებისგან ლაგამამოგდებული და ნაყიდი გოიმი. წყობიდან გამოსული და გაბრაზებული , მინისტრად არ დანიშნა ოცნებამ. ძალიან არ მინდოდა ამ თემასთან შეხება ბევრი მიზეზის გამო.”

მიხეილ სააკაშვილი – “ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება არასწორია, თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს”

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი,რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის,საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება.ვთვლი,რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის.თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს… რაც უფრო მალე მივხვდებით ამას,მით უფრო […]

აქებ აიშროყ – “მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა, ქრისტიანი მინდა გავხდე…”

აქებ აიშროყმა ფეისბუქში დაწერა: “მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა: – ქრისტიანი მინდა გავხდე. – სიფხიზლეში, აბუ ჰამედ, სიფხიზლეში. – მთვრალი გგონივარ ? გგონია, ვერ ვაზროვნებ ? – ეგ არ მითქვამს, უბრალოდ, ცოტა შეთვერი. – ჰოდა, წამიყვანე, უნდა მოვინათლო. – მეუბნება. – არა. – […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “რა არის ეს 48 ნომერი? ხაზის “მარშრუტკა” ხომ არაა ამხელა ფილარმონია ქალი”

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა; “ფული არ მისცა, გასაგებია. წესიერი საარჩევნო ნომერი მაინც მიეცა. რა არის ეს 48 ნომერი? ხაზის “მარშრუტკა” ხომ არაა ამხელა ფილარმონია ქალი.”

თინა თაყაძე – “თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა… პოლიცია ჯარიმით მემუქრება”

თრიალეთი თივის ჟურნალისტმა თინა თაყაძემ 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: “თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა. ამჟამად ვიმყოფები პოლიციის შენობაში. სამართალ დამცველები არ აღიქვამენ ამ საკითხს სერიოზულად და დაკითხვაზე უარს ამბობენ. ამ წუთას პოლიციის შენობაში ვიმყოფები. რამდენიმე საათია ვიხვეწები ჩვენება ჩამომართვან და საქმე აღიძრას. პოლიცია მეუბნება თუ არ […]