კატეგორია: სოციალური მედია

ნიკა გვარამია – “გამეექანეთ!”

აირაის მიერ რუსთავი 2-ის და კურიერის სატელევიზიო ლიდერებად გამოცხადებას ნიკა გვარამია ერთსიტყვიანი პოსტით გამოეხმაურა: “გამეექანეთ 🤓”

ცოტნე გამსახურდია – “გივი სიხარულიძე ნუგზარა შევარდნაძის ოფისის ჯამბაზი იყო”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში ცოტა ხნის წინ დაწერა: “წეღან რაღაც სიუჟეტს ვუყურებდი. რა სამარცხვინოა, რომ ქართული ეროვნული, თუ გნებავთ – კონსერვატიული, დისკურსი გივი სიხარულიძის იმედად დარჩა. ბატონი გივი, რომელიც ნუგზარა შევარდნაძის ოფისის ჯამბაზი იყო ორთაჭალაში, აფერისტ ნუგზარასთან მისულ სტუმრებს ართობდა. არ გინდოდათ თქვენ, ბიძია, ზვიად გამსახურდია, გურამ შარაძე, აკაკი ბაქრაძე, გია მაისაშვილი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, თემურ ქორიძე […]

“გოჩა კილასონია გამოჯანმრთელდა და ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ”

ზაზა ხატიაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “პატივცემულო კოლეგებო! გოჩა კილასონია! ჩვენი საყვარელი ადვოკატი გამოჯანმრთელდა და ხვალ სავადმყოფოდან გაწერენ.რამოდენიმე დღის წინ ინსულტი მოუვიდა მაგრამ უფალმა გადმოგვხედა და გოჩა გამოჯანმრთელდა. ქუთაისის ოფისს მთელი ორი თვე ვეძებდით,.თავის ხელით არემონტებდა, დიდია მისი დამსახურება აედვოკატთა ასოციაციის განვითარებისთვის. უფალმა ჯანმრთელობა მისცეს გოჩას.”

პეტრე კოლხი: „მე ბავშვობაში მოვკვდი, მაგრამ მკვდარ სახეზე ღიმილი შემრჩა!“

სოციალურ ქსელ Facebook-ზე პეტრე კოლხი ბავშვობაზე წერს: „ამბავი იყო… სიბრაზისგან კედელზე მინარცხებული სათამაშოს ამბავი… აი, მაშინ, ბავშვობაში რომ გადამხდა… ბავშვობაში თუ, როგორც არის… იმ ასაკში ბავშვობას რომ ეძახიან, თორემ სადღა იყო ბავშვობა… თუ იყო, იმ სათამაშოსავით დაისმხვრა, მშობლების გაბრაზებას რომ შეეწირა… ვიმალებოდი, მაგიდის ქვეშ, საწოლის ქვეშ, სახლის უკან, ყველგან ვიმალებოდი… რაც არასდროს გამომდიოდა, საკუთარი თავისგან […]

“მეგონა, ზაზა სარალიძის აქციაზე ფერადი მოზარდები მეტი იქნებოდნენ” – რა ეწყინა ნანუკა ჟორჟოლიანს

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “მეგონა დღეს, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამის აქციაზე იდგებოდნენ ის, ფერადი მოზარდები, უფრო მეტი შემადგენლობით, რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილზე რომ ცეკვავდნენ. მთავარი მხოლოდ ცეკვის არა, სიცოცხლის უფლებაცაა, რომელიც ზაზა სარალიძის 16 წლის შვილს წაართვეს. ნუ შეშინდებით ჭორებზე. ასე ჭორაობდნენ ირინა ენუქიძეზე, რომ მიეყიდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ ამბავი როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით. სამართალი […]

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა”

26 მაისს ფიცის დადების დროს რამდენიმე ჯარისკაცი ცუდად გახდა. ამ საკითხს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ასეთი შემთხვევა გახსენდებათ? მე არა! შევარდნაძის დროსაც კი. იქნებ გაგვერკვია, რას აჭმევენ ჯარს და რამდენჯერ. რა პირობებში ჰყავთ! არ მითხრათ ცხელოდაო, ყოველთვის ცხელა აღლუმებზე. პ.ს. ახლა მივხვდი რატომ წუხდა პრეზიდენტი☹️”

ნათია ფანჯიკიძე ქართულ ეკლესიაზე – “როგორ მინდა, წყევლა-კრულვა არ გაისმოდეს მისგან, არამედ მხოლოდ სიყვარული”

ნათია ფანჯიკიძე გიორგი გაბუნიას გამონათქვამზე საქართველოს ეკლესიის პოზიციას ასე გამოეხმაურა: “როგორ მინდა ჩვენი ეკლესია იყოს უდრტვინველი, მშვიდი, აბსოლუტური სიყვარულით განრიდებული ამაოებას და უვნებელი მისგან, ისეთი, როგორიც ღმერთია. მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას, ვერაფერი გამოიყვანს მდგომარეობიდან. როგორ მინდა, წყევლა-კრულვა არ გაისმოდეს მისგან, არამედ მხოლოდ სიყვარული. როგორ მინდა ეკლესია მაინც იყოს ყველას თანაბარი თავშესაფარი, სულელის […]

ლიკა ბასილაია-შავგულიძე – ”ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას”

ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა: ”ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას, რომელმაც კი არ დასცინა მარიამ ღვთისმშობელს, არამედ ერთი ნახატის მაგალითზე ნათლად ახსნა ცენზურის დაწესების რისკები, ანუ პოპულარულ ენაზე გაგავგებინა, რა გველის თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები შევა ძალაში. Giorgi Gabunia გამაგრდი, აქ ვართ!”

ნიკა გვარამია – “ჩემი პასუხი იმათ, პუტინი რომ არ დაუწყევლიათ და გვარამია დაწყევლეს…”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “ჩემი პასუხი საქართველოს სირცხვილს და ქართული მართლმადიდებლობის მთავარ შემაფერხებელს – შავრაზმულ ადმინისტრაციას, სახელად საქართველოს საპატრიარქო. აი იმათ, პუტინი რომ არ დაუწყევლიათ და რუსეთი რომ არ დაუგმიათ და გაბუნიას რომ წყევლიან და რუსთავი 2ს რომ გმობენ. აი იმათ, 21-ე საუკუნეში ცენზურის შემოღებას რომ ითხოვენ, ადამიანებს შორის შუღლს რომ აღვივებენ და ქართული სახელმწიფოს […]

რომან გოცირიძე – ”ქართული ოცნება ბურიდანის ვირია”

გუშინ რომან გოცირიძემ ფეისბუქში პოსტი დადო და შესაბამისი ფოტოც მიაყოლა ზედ: ”ქართული ოცნება-ბურიდანის ვირი:) პარტია, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს. ასე მოხდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც-ვერ მიიღო გადაწყვეტილება ორ ალტერნატიულს შორის. მარცხნივ ცვლილებების მსურველი მეამბოხე ახალგაზრდობა, მარჯვნივ- კლერიკალი ძველისმომხრეები და მივიღეთ ბურიდანის პარადოქსი. თუ რა მოუვიდა საწყალ ბურიდანის ვირს, კარგადაა ცნობილი: ორი თანაბარი ზვინიდან ვერ ამოირჩია, […]