კატეგორია: სოციალური მედია

მარიამ კუბლაშვილი: „ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო… დედით ჩეჩენი – ქისტი ვარ”

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეხმაურება. – ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. დედით ჩეჩენი – ქისტი ვარ, მამით – ქართველი და ეს მხოლოდ სიამაყით მავსებს და მამდიდრებს. შესაბამისად, საუბრები იმაზე რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან და აქ ქართველების მოსაკლავად ჩამოვიდნენ, წარმოუდგენელია ჩემთვის და უფრო მეტიც, ვიცნობ რა მათ ბუნებას და დამოკიდებულებას […]

ზვიად კუპრავა – “სად იყო სნაიპერი ამ დროს?!”

ზვიად კუპრავა ფეისბუქზე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, როგორ ისვრის ეს პირი აივნიდან და კითხვას სვამს: “უკაცრავად, მაგრამ სად იყო სნაიპერი ამ დროს?!”

დავით მაყიშვილი – “ჩემი ინფორმაციით, დღეს ლიკვიდირებულია აჰმედ ჩატაევი”

დავით მაყიშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები”.

ელისო კილაძე – “თუ გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელიც სადარბაზოდან გამოსვლის დროს დაიღუპა, ნუ დამალავთ”

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ამავე ინფორმაციაზე საუბრობს “ქრონიკა +”- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და სუს-ს მოუწოდებს, რომ თუ გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოქალქეა არ დამალოს. “თუ გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელიც სადარბაზოდან გამოსვლის დროს დაიღუპა, ნუ დამალავთ […]

ნიკა გვარამია – “სპეცოპერაციას გადავცემთ ისე, როგორც ძალოვანი უწყებები გვაძლევენ შესაძლებლობას”

სპეცოპერაციის გაშუქებას ნიკა გვარამია ფეისბუქზე რამდენიმე წუთის წინ ასე გამოეხმაურა: “სპეცოპერაციას გადავცემთ ისე, როგორც ძალოვანი უწყებები გვაძლევენ შესაძლებლობას. არავითარი შეზღუდვა არ დაწესებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპირობოდ დავემორჩილებოდით. თვითცენზურას მედია არ იწესებს, მაინც დავძენ, ჩასაფრებულთათვის და იდიოტებისთვის. ყოჩაღ კურიერი “

“სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის ჩვენება – ტერორისტები უყურებენ ამ ეთერს”

“სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება, რადგანაც ტერორისტები უყურებენ ამ ეთერს და ნუ ეძლევათ ჟურნალისტებს საშუალება, პირდაპირი ეთერით აჩვენონ სპეცოპერაციის დაწყების დეტალები… ხალხო, ეს თამაში არ არის, გაიგეთ ეს… ეს არის საშიში მოვლენა”, – წერს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში

ნანუკა ჟორჟოლიანი ავიაკატასტროფას გადაურჩა – “თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა…”

რამდენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა… გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ ხალხთან ერთად ვნერვიულობდი:) მერე უცებ თვითმფრინავმა, ძალიან სწრაფად ცხვირი ზემოთ აწია და ყანყალით, მგონი სხვა სიტყვა უფრო […]

„იცით, რას ნიშნავს ექიმისთვის, ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!“ – სასწრაფოს ექიმი თემქაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, 7 და 16 წლის გოგონები ემსხვერპლა.  მომდარის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა. “დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა …. ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში… იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას,გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს,სიცოცხლით გადასახდელი საზღაური… არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ […]

თამარ ჩერგოლეიშვილი – “მუცელში ქალები არ უნდა მოკლან, რადგან ქალები ადამიანები არიან”

თამარ ჩერგოლეიშვილმა აბორტის შესახებ ფეისბუქზე ასეთი რამ დაწერა: “ჩასახვის მომენტიდან ადამიანი არის ადამიანი. დიახ, ადამიანი ისახება და როცა ისახება, არის განვითარების საწყის საფეხურზე მყოფი ადამიანი. ადამიანის მკვლელობა, მითუმეტეს იმიტომ რომ ის ქალია, არასასურველი სქესია, არის ღორობა – მე თავად მყავს ნანახი ეგეთი ქალი, ქმარი 16 კვირის ორსულს აბორტს აკეთებინებდა – მესამე გოგოაო. თავადაც იკეთებდა – […]

ნიკა გვარამია – ”ნაირა გელაშვილი სამარცხვინო მოფაშისტო მოღვაწეა”

ნაირა გელაშვილის მიერ ”ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდოს უკან დაბრუნებას ნიკა გვარამია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: ”ნაირა გელაშვილი შესანიშნავი მწერალია. ნაირა გელაშვილი სამარცხვინო საზოგადო მოღვაწეა. დიახ, ასეთ მოფაშისტო ელემენტებს ტოლერანტობის ჯილდო არ უნდა ქონდეთ. კარგი უქნია, თუ დააბრუნა. ქსენოფობიის ჯილდოს გადასცემს კორკოტა.”