კატეგორია: სოციალური მედია

„გოგონები ლამაზ საცვლებს ყიდულობენ, რომ უცებ ბომბი თუ ჩამოვარდა, ლამაზები მოვკვდებითო“ – ნინო ქათამაძე უკრაინელ მეგობარზე

 ნინო ქათამაძე უკრაინელი მეგობრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „გარდაცვალების ათასგვარ ვარიანტებს ვატრიალებო… გოგონები ლამაზ საცვლებს ყიდულობენ, რომ გარეთ ყოფნისას უცებ ბომბი თუ ჩამოვარდა, ლამაზები მოვკვდებითო – ეს ჩემი უკრაინელი დაა, სვეტლანა კუკლიჩი. 1500 კმ გაიარა, რომ ჩამოსულიყო პრაღაში ჩემს შვილთან იმისთვის, რომ შემძლებოდა ბათუმში 21 აგვისტოს „სოჰოში“ კონცერტზე თქვენთან გამომგზავრება. ასეთია ჩემი უკრაინელი და… დაე, […]

„დიდი იმედი მაქვს, გოგაშვილს ფიზიკურად არ გაანადგურებენ” – გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს: „მე არ მეგონა, რომ სოსო გოგაშვილი და მისი ოჯახი, იმ მოცემულობაში რომელშიც არიან, ასეთ ბრძოლას გაუმართავდა ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მაინც ცოტა გაოცებული ვარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გოგაშვილს ფიზიკურად არ გაანადგურებენ.”

ემზარ კვიციანი – „ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა!“

ემზარ კვიციანი სოცილურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა! გილოცავ დედაო ქეთევან!!! ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა!!! დიდება ღმერთს!!!“

„მაპატიე, ზაზა, რომ ვერ დაგეხმარე…“ – ცნობილი ნეიროქირურგი ზაზა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ეკა სარია სოცილურ ქსელში წერს: „Zaza როგორ მეშინოდა და არ მინდოდა დაჯერება, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგებოდა, ყველა გზით ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და გავქცეოდი რეალობას… მაპატიე, ზაზა, რომ ვერ დაგეხმარე, ძალიან სუსტი აღმოვჩნდი, თვალებში ჩახედვა და დამშვიდობებაც ვერ შევძელი… როგორ მატკინე ბიჭო და მოუშუშებელ ტკივილად დარჩი. რატომ? რატომ ასე უდროოდ და დაუნდობლად, მშვიდობით […]

სოსო გოგაშვილი – „თქვენ ხართ კრიმინალები… მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი”

სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ […]

 „სუხიშვილების“ სოლისტი, იაკობ მეტრეველი გარდაიცვალა

„სუხიშვილების“ ფეისბუკ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ანსამბლის სოლისტი, იაკობ მეტრეველი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გული გაჩერდა“, – წერს მანჩო ბარჯაძე და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს.

ირმა ინაშვილი – „ვისაც ომი გავლილი აქვს, იცოდეთ: იმას აღარც არაფრის ეშინია. შიში მოკლა. იმას მშვიდობა უნდა”

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „30 წლის წინ 22 წლის ვიყავი. 30 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო და წავედი. მთელი დღეა ვფიქრობ ადამიანებზე, ვინც ამ ომმა წამართვა და მთელი დღეა მახსენდება ჩვენი საშკა იოსელიანის სიტყვები… ტელევიზიაში გამართული ერთ-ერთი თათბირიდან: “ბოდიშს გიხდით, ჩვენ ჯერ ვერ მოვკვდით სამშობლოსათვის, მაგრამ აუცილებლად მოვკვდებითო”… ერთი თვე გავიდა და საშკა გმირულად […]

თამარ ბაღაშვილმა „მთავარი“ დატოვა

თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი) მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის “ბაღო”, ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ) რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა  […]

მაია ასათიანი – „მთრგუნავ ჩემო სამშობლო, საკუთარი თავისთვისაც კი საშიში ხდები…“

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს: „ნახევარი საათია მე და დედაჩემი ბათუმში ვსეირნობთ, უკვე მეხუთე მანქანა „წაჩერებით ატორმუზებს“ და მძღოლი ხმამაღლა, რუსულად „Девушка вы куда?“ მთრგუნავ ჩემო სამშობლო, საკუთარი თავისთვისაც კი საშიში ხდები…“

ოთო აბესაძე – „სექტემბრის ბოლოდან დოლარის ღირებულება 3 ლარს ასცდება“

ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს: „მომწერეს ვალუტის კურსის ტაბლოს რომ ვუყურებ შენ მახსენდებიო, მძიმე ასოციაციაა. P.S. გუშინწინდელი ჩემი პროგნოზი გამართლდა, ლარი გაუფასურდა თუმცა ეს აგვისტოში „აგრესიულად არ მოხდება“. გაუფასურდება მაქსიმუმ 10-12 თეთრის ინტერვალში. სექტემბრის ბოლოდან დოლარის ღირებულება ასცდება 3 ლარს.“