მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს რეალური არ არის. ჟოზეს თქმით ის უპირატესობაას ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებს: ”იბრას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის უკვე იყო მანჩესტერში და კლუბი მის დაბრუნებას არ აპირებს. ზლატანთან მუშაობა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ. რამდენიმე დღით […]
კატეგორია: სპორტი
რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
ფეინოორდის ვეტერანმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა რომ სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს და სავარაუდოდ მწვრთნელი გახდება. ვან პერსი გაზაფხულზე 36 წლის ხდება და მისი აზრით დასრულების დრო მოვიდა: ”იყო პერიოდი, როდესაც ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, მაგრამ ეხლა ასე არ არის. მინდა მაშინ წავიდე, როცა ფეხბურთი ისევ მეყვარება, ამიტომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ვამაყობ რომ […]
მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”
ლივერპულის ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ წელს ლივერპულმა უნდა შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მოგება და გუნდს ეს შეუძლია. სალაჰის აზრით შარშანდელთან შედარებით, ლივერპული უფრო გაძლიერდა: ”წელს ჩვენ ძალიან დაბალანსებული გუნდი გვყავს და ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. იღბალიც თუ ჩვენს მხარეს იქნება, მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვიძლია”–განაცხადა სალაჰმა.
რიო ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედს დასცინა
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა იუვენტუსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ფერდინანდის თქმით იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებულად მოიგო: ”რთული იყო ჩემთვის ამ თამაშის ყურება, რადგან იუნაიტედი უსუსურად გამოიყურებოდა და მათ თითქმის საგოლე მომენტიც კი არ ქონიათ მთელი მატჩის მანძილზე. მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს […]
ხავის ბარსელონას გაწვრთნა სურს
ბარსელონას ლეგენდამ ხავი ერნანდესმა განაცხადა რომ ის მალე დაიწყებს სამწვრთნელო კარიერას და მისიო ოცნება ბარსელონას გაწვრთნაა. ხავის აზრით რამდენიმე წელიწადში ის ამისთვის მზად იქნება: ”ჯერჯერობით ფეხბურთისგან ვისვენებ, მაგრამ მალე ჩემს თავს მწვრთნელის რანგში გამოვცდი. ჩემი ოცნება ბარსელონაში მუშაობაა, მაგრამ მესმის რომ აქამდე ჯერ შორია. ბარსელონას თამაშებს მუდმივად ვუყურებ და მინდა რომ მათ ბევრ წარმატებას მიაღწიონ”–განაცხადა […]
ტონი კროოსს ლოპეტეგისთან კონფლიქტი აქვს
მადრიდის რეალში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდმა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო. უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე ლოპეტეგი მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და როგორც ჩანს ეს რეალის ფეხბურთელებსაც სურთ. უკანასკნელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო ტონი კროოსმა, რომელსაც ლოპეტეგისთან კონფლიქტი აქვს და კროოსმა რამდენჯერმე სახალხოდ გააკრიტიკა ლოპეტეგი. ამის გამო გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კიდევ რამდენიმე შეხვედრა […]
მაურო იკარდი: ”მინდოდა მესის ინტერთან ეთამაშა”
მილანის ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი მესის ტრავმას გამოეხმაურა და თქვა რომ მისთვის ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. იკარდის აზრით მესის გარეშე ბარსელონასთან შეხვედრა შედარებით ნაკლებად საინტერესო იქნება: ”მინდა მესის ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან ის უდიდესი ფეხბურთელია და მის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. მინდოდა მესის ჩვენს წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი”–განაცხადა იკარდიმ. ბარსელონა ინტერს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
მოსკოვის სპარტაკი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მოსკოვის სპარტაკმა იტალიელი სპეციალისტი მასიმო კარერა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ამის მიზეზი სპარტაკის ცუდი შედეგები გახდა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-7 პოზიციაზე იმყოფება. გარდა ამისა, კარერას კონფლიქტი ჰქონდა რამდენიმე ფეხბურთელთან და ცხადი იყო რომ ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. კარერა სპარტაკის მწვრთნელი 2016 წლის ზაფხულში გახდა და პირველივე სეზონში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო შემდეგ სუპერ თასიც. სპარტაკამდე […]
ზლატანი შესაძლოა რეალში აღმოჩნდეს
იანვარში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებას აპირებს და შესაძლოა ის მადრიდის რეალმა იყიდოს. რეალი ფორვარდს ეძებს, რადგან რონალდოს წასვლის შემდეგ სამეფო გუნდს ძალიან უჭირს გოლების გატანა. გარდა ამისა, ზლატანმა თქვა რომ ის წამყვან ევროპულ გუნდში აპირებს კარიერის გაგრძელებას, ამიტომ მისი რეალში გადასვლა ლოგიკური იქნება. იბრა ამჟამად ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავს, სადაც ის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ […]
არსენ ვენგერი შესაძლოა ბაიერნის მწვრთნელი გახდეს
არსენ ვენგერი შესაძლოა მალე აქტიურ სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მალე ბაიერნი ნიკო კოვაჩს თანამდებობიდან გაანთავისუფლებს და მის ადგილს არსენ ვენგერი დაიკავებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, კოვაჩის წასვლაზე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები. ბაიერნმა სეზონი ცუდად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ მიუნხენელები სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან. თუ ასე […]










