არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 51 წლისა გარდაიცვალა ფიბას, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. ბაუმანი ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა. ის გენერალურ მდივნად 2003 წლიდან მუშაობდა, 2007 წლიდან კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ის პირადად ლობირებდა 3×3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრას. იმედინიუსი
კატეგორია: სპორტი
საქართველომ ანდორა გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა
საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა მიიღო და 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა. მთელი მატჩის მანძილზე ქართველები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ანდორას თითქმის არ შეუქმნია მომენტი მეტოქე გუნდის კართან. დუბლი შეასრულა ვაკო ყაზაიშვილმა, ხოლო მესამე გოლი კი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების […]
ტიაგო ალკანტარამ რეალს უარი უთხრა
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა რომ მას შეეძლო მადრიდის რეალში გადასვლა, მაგრამ მან სამეფო გუნდი უარით გაისტუმრა. ალკანტარას თქმით, რეალში გადასვლა ბარსელონას ღალატი იქნებოდა: ”მე ბარსელონას აკადემიაში გავიზარდე და ეს არასოდეს დამავიწყდება. ვიცი როგორი ურთიერთობა აქვთ რეალს და ბარსელონას, ამიტომ რეალში არასოდეს ვითამაშებ და ამ გუნდს ყოველთვის უარით გავისტუმრებ”–განაცხადა ტიაგომ. ალკანტარას ძმა რაფინია ასევე […]
ტიერი ანრი ოფიციალურად მონაკოს მწვრთნელი გახდა
მონაკოს ახალი მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი იქნება. ანრი მონაკოში მუშაობას დათანხმდა და ორშაბათიდან ის ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას. მონაკომ წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ამის გამო ლეონარდო ჟარდიმი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ჟარდიმს კომპენსაციის სახით მონაკომ 7 მილიონი ევრო გადაუხადა. რაც შეეხება ანრის, მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში მონაკო პირველი გუნდი იქნება.
უმტიტიმ შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოს
ბარსელონას ფრანგმა მცველმა სამუელ უმტიტიმ შესაძლოა ორი თვე ვერ შეძლოს მოედანზე გამოსვლა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც უმტიტიმ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. თავიდან ეს ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმებებმა აჩვენეს, რომ უმტიტის შესაძლოა ოპერაციაც კი დასჭირდეს. უმტიტის ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უმტიტის ტრავმის გამო შესაძლოა ზამთარში ბარსელონამ ახალი ცენტრალური მცველი იყიდოს, მაგალითად […]
ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს
მიუნხენის ბაიერნი ამჟამად კრიზისშია და ნიკო კოვაჩი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავს, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს. ზიდანის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ თვითონ ზიზუ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ზიდანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის მალე დაბრუნდება ფეხბურთში.
კოკორინი და მამაევი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ
რუსეთში გრძელდება სკანდალი ალექსანდრ კოკორინზე და პაველ მამაევზე, რომლებმაც ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს და ამჟამად ისინი დაკავებულები არიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, მათ შორის ცნობილმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა, რომელმაც თქვა რომ ამ ფეხბურთელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ. ამ აზრზე საკმაოდ ბევრია რუსეთში და შესაძლოა მართლაც ასე მოხდეს. რუსული გუნდების უმრავლესობამ გამოაცხადა […]
პოლ პოგბა: ”კაპიტნობა არ მჭირდება”
მანჩესტერის იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ მას არ სჭირდება კაპიტნობა იმისთვის, რომ მანჩესტერის ლიდერი გახდეს. პოგბას აზრით მოედანზე ყველა თანაბარია და კაპიტანი პრივილეგიებით არ სარგებლობს: ”ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვიქნები თუ არა კაპიტანი, რადგან ეს ყველაფერი ჩემს თამაშზე არ მოქმედებს. მინდა რომ მოედანზე საუკეთესო ვიყო და ჩემს გუნდს გამარჯვებები მოვუტანო. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია”–განაცხადა […]
ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი დააპატიმრეს
რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი სკანდალში გაეხვნენ. რამდენიმე დღის წინ მათ ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს, ხოლო იქამდე კი მათ რუსული არხის ოერტეს ერთ-ერთი წამყვანის მძღოლთან მოუვიდათ ფიზიკური დაპირისპირება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა რომ ფეხბურთელები დააპატიმრეს და მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება ხულიგნობის მუხლით. მამაევი და კოკორინი განუყრელი მეგობრები არიან […]
ბასილაშვილი გამარჯვებებს აგრძელებს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად შანხაიში მიმდინარე მასტერსზე იღებს მონაწილეობას და ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ბარიერი უკვე დაძლია. ნიკამ დენის შაპოვალოვი დაამარცხა ანგარიშით 6:2, 6:2. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ანდრეი ზვერევი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახდა, რაც ჩოგბურთში ძალიან მაღალი ადგილია. შეგახსენებთ რომ გასულ კვირას ნიკამ პეკინში […]









