კატეგორია: სპორტი

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც მას ბაიერნიდან წასვლა სურდა. ლევანდოვსკის თქმით ის ბაიერნში თავს მარტოსულად გრძნობდა და გუნდი მას სათანადოდ არ ეხმარებოდა: ”ერთი პერიოდი ცუდად ვთამაშობდი და მაშინ ბაიერნის მხრიდან თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ ამ გუნდიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ამჟამად სხვა სიტუაციაა და მინდა რომ ბაიერნთან ერთად მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწიო”– განაცხადა […]

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშიამ უეფას მიერ ახალდაწესებული equal game-ის ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ ფეხბურთის ხელმისაწვდომობის და თანასწორუფლებიანობის პოპულარიზაციას ევროპაში. კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში მხარზე ცისარტყელის ფერის სამკლაური გაიკეთა, რითიც დაგმო ლგბტ პირებზე განხორციელებული ძალადობა. სავარაუდოდ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უეფამ კაშია დააჯილდოვა. ქართველი ფეხბურთელი თავის ჯილდოს 30 აგვისტოს […]

„აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური 14 თვიანი კომიდან გამოვიდა

„აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური 14 თვიანი კომიდან გამოვიდა

ჰოლანდიური „აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. ის უკვე ახლობლებს ცნობს და მათ მარტივი ჟესტებით „ესაუბრება“. 21 წლის ფეხბურთელი ჯერ დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. ნურიმ 2017 წლის ივნისში გერმანულ გუნდთან შეხვედრისას გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ტვინის პრობლემები დაუდგინეს. ექიმებმა მაშინ თქვეს, რომ ფეხბურთელის თავის ტვინის ფუნქციის აღდგენის შანსი ნულის ტოლია. ნური „აიაქსის“ პერსპექტიული […]

ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს, რადგან ერნესტო ვალვერდე თვლის რომ რაკიტიჩი მის გუნდში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ზაფხულში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ რაკიტიჩი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ბარსელონამ ეს ტრანსფერი დაბლოკა. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, თუმცა მას ზოგჯერ მას აკრიტიკებენ ხოლმე და თვლიან რომ […]

კლაუდიო ბრავომ ტრავმა მიიღო

კლაუდიო ბრავომ ტრავმა მიიღო

მანჩესტერ სიტის მეკარემ კლაუდიო ბრავომ გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მყესი დაიზიანა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს ბრავო, მაგრამ მას შესაძლოა ოპერაციაც კი დასჭირდეს, ამიტომ ის მინიმუმ რამდენიმე თვე თავის გუნდს ვერ დაეხმარება. ბრავო არ არის სიტის პირველი მეკარე, მაგრამ გვარდიოლას თქმით მისი ტრავმა მაინც დიდი დანაკლისი იქნება მანჩესტერელებისთვის. ბრავო […]

ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს

ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს

ბრაიტონთან წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და შესაძლოა მალე ჟოზე მოურინიო თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. მოურინიოს კონფლიქტი აქვს რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის პოლ პოგბასთან და მარკუს რეშფორდთან. გარდა ამისა, ჟოზეს მანჩესტერის ხელმძღვანელობასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა არავის გაუკვირდება. მოურინიოს შესაძლო შემცვლელად ზინედინ ზიდანს ასახელებენ, თუმცა თვითონ ზიდანს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ლორის კარიუსი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ლორის კარიუსი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ლივერპულის გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი სავარაუდოდ ლივერპულს დატოვებს და კარიერას თურქულ ბეშიქთაშში გააგრძელებს. ბეშიქთაში სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით და ლივერპულიც სავარაუდოდ უარს არ იტყვის, რადგან კარიუსმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. შესაძლოა კარიუსი ბეშიქთაშში ერთწლიანი იჯარით გადავიდეს, რადგან კლოპის თქმით კარიუსს სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. შეგახსენებთ რომ კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის […]

ოთარ კაკაბაძე ხეტაფეს უნდა – მისი ფასი 1 მილიონი ევროა

ოთარ კაკაბაძე ხეტაფეს უნდა - მისი ფასი 1 მილიონი ევროა

ესპანური Losotros18.com ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ხიმნასტიკის” მცველის, ოთარ კაკაბაძის შეძენა, ლა ლიგის ბინადარ “ხეტაფეს” სურს. წყარო წერს, რომ ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, კაკაბაძე ზაფხულში ტარაგონულ კლუბში დარჩებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ის მადრიდული გუნდის სამიზნეა. “ხეტაფეს” ქართველი ფეხბურთელის შესაძენად 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ახლა “ხიმნასტიკის” მთავარი საზრუნავია, ოთარის შემცვლელის ძიება დაიწყოს. […]

რეალსა და ინტერს შორის ურთიერთობა დაიძაბა

რეალსა და ინტერს შორის ურთიერთობა დაიძაბა

რეალს და ინტერს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამის მიზეზი ლუკა მოდრიჩია, რომელსაც ინტერში სურს გადასვლა, ხოლო რეალი კი მის გაყიდვაზე უარს ამბობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალმა შესაძლოა ინტერს უეფაშიც უჩივლოს, იმის გამო რომ მილანელები მოდრიჩთან ფარულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ისტორია, თუმცა ფაქტია რომ მოდრიჩს რეალში თამაში აღარ უნდა და მას […]

კურტუა და ნავასი მატჩებს გაინაწილებენ

კურტუა და ნავასი მატჩებს გაინაწილებენ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიან ლოპეტეგიმ განაცხადა რომ კეილორ ნავასი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში კი რეალის კარს ტიბო კურტუა დაიცავს. ეს ინფორმაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კურტუას ყიდვა რეალს დიდიხანია სურდა და ის უპირობო პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს ლოპეტეგი კეილორ ნავასსაც ენდობა, მიუხედავად იმისა რომ ამ უკანასკნელმა ატლეტიკოსთან მატჩში 4 […]