ლონდონის ჩელსის გოლკიპერი ტიბო კურტუა ხუთშაბათს მადრიდში ჩაფრინდება და რეალთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. კურტუას რეალში ტრანსფერი უფრო ადრეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩელსიმ რამდენჯერმე რეალს უარი უთხრა, თუმცა ამჯერად ყველაფერი დასრულებულია, რადგან ლონდონელებმა ბილბაოს ატლეტიკის მეკარე იყიდეს, რომელიც სავარაუდოდ კურტუას შეცვლის. ტიბო კურტუა ჩელსიში 2011 წელს გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 126 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია რომ […]
კატეგორია: სპორტი
პოლ პოგბას ბარსელონაში ტრანსფერი რეალურია
ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ რომ პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს, რადგან მას ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ეს მის თამაშზეც უარყოფითად აისახება. პოგბას შეძენა ბევრ კლუბს სურს, განსაკუთრებით რაც მსოფლიო ჩემპიონატზე პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. განსაკუთრებით საუბრობენ ბარსელონაზე, რომელიც მზად არის პოგბას ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, […]
“კუკეშის” 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები “ტორპედოს” ადანაშაულებენ
9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” ალბანურ “კუკეშს” უნდა დაუპირისპირდეს. ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა. ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან. როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ […]
ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის “ლოკომოტივს” სურს
რუსული “სპორტ-ექსპრესი” იუწყება, რომ დღეს მოსკოვის “ლოკომოტივის” სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზე მწვრთნელის, იური სიომინის მიერ დაყენებულ და განხილულ იქნა ჭაბუკი ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის საკითხი. აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა:”საუბარია “რუსთავის” 17 წლის ქართველ სუპერტალანტზე, რომელსაც ფლანგებსა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. ის თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ამა წლის მარტში გადავიდა “რუსთავში”. პორტალი transfermarkt.com-ი ხვიჩას […]
ვაკო ყაზაიშვილმა ლიდერს 2 გოლი გაუტანა – ვიდეო
საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა “დალასთან” საგარეო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა კლუბმა კი 3:1 გაიმარჯვა. ჩვენებურმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანა, 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამაც, რომელმაც 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ “დალასი” დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, […]
“ჟირონას” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა “ტოტენჰემთან” მოგებულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი ტიტულიც მოიგო
ამხანაგურ მატჩში “ჟირონამ” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა “ტოტენჰემი” და ამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა. მისი გუნდი ასევე გახდა კოსტა ბრავას თასის მფლობელი, რომელსაც “ჟირონა” 1970 წლიდან ათამაშებს ანგარიში მე-13 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლუკას მოურამ გახსნა, შემდეგ კი გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს: ხუანპემ, ლოსანომ, პორტუმ და ალეიშ გარსიამ. სწორედ ალეიშ […]
პსჟ-მ მონაკოს 4:0 მოუგო და საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა – ბუფონის პირველი ფრანგული ტიტული – ვიდეო
საფრანგეთის სუპერთასი „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო. პარიზულმა გუნდმა „მონაკო“ 4:0 დაამარცხა. პსჟ-მ თითო ტაიმში ორი გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში თავი ანხელ დი მარიამ და კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კი ტიმოტი ვეამ და კვლავ დი მარიამ იმარჯვეს. თომას ტუხელის „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში პირველი ტიტული მოიპოვა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმა. მან 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო […]
არტურო ვიდალი ბარსელონაში გადავიდა
“ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. 31 წლის ჩილელი ამ დღეებში მედშემოწმებას გაივლის და სამსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ეს სიამოვნება “ბარსას” 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება. ვიდალი სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ერთხელ თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო. ის ადრე “იუვენტუსსა” და “ბაიერში” თამაშობდა. სპორტალი
გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის “ჟირონას” რიგებში ითამაშა – “დღეს ტოტენჰემს ვეთამაშებით”
19 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგის ბინადარ “ჟირონას” რიგებში დებიუტი ჰქონდა. მან “საბადელთან” მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) მოედანზე 65 წუთი დაჰყო. Sportall.ge ქოჩორაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. “ჟირონა” 5 დღის წინ დაბრუნდა შეკრებიდან. ჩემი წაყვანა შეკრებაზე ვერ მოხერხდა, რადგან ჩემს პოზიციაზე ფეხბურთელები ჰყავდათ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ნახევარმცველი გადავიდა “ვალიადოლიდში” და პირველ […]
რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა ისევ სურს
რობერტ ლევანდოვსკის ისევ სურს ბაიერნიდან წასვლა და ბაიერნის ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ისინი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ. ლევანდოვსკის რამდენიმე ინგლისური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ მას ბაიერნთან 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ამიტომ მიუნხენელების თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ბოლო სეზონში მას ხშირად […]










