კატეგორია: სპორტი

არგენტინაში 25 წლის მეკარე მოკლეს

არგენტინაში 25 წლის მეკარე მოკლეს

არგენტინაში 25 წლის მეკარე ფაკუნდო ესპინდოლა მოკლეს. ესპინდოლას ქუჩაში რამდენიმე ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. აღსანიშნავია რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და ის ასევე ფეხბურთელი ნაუელ ოვიედო აღმოჩნდა. ესპინდოლა რივერ პლეიტის აღზრდილია, თუმცა მან ამ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ბოლო წლებში ის არგენტინის მეორე დივიზიონის […]

ბარსელონამ ფრანგული ბორდოს ფეხბურთელი იყიდა

ბარსელონამ ფრანგული ბორდოს ფეხბურთელი იყიდა

ბარსელონამ ბრაზილიელი ნახევარმცველი მალკოლმი შეიძინა, რომელიც ფრანგული ბორდოს ღირსებას იცავდა. მალკოლმი 21 წლის არის და ის ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა მისი ბარსელონაში გადასვლა მაინც მოულოდნელობაა, რადგან კატალონიური გუნდი აქამდე მის მიმართ ინტერესს არ იჩენდა. მალკოლმი ოთხშაბათს უკვე ბარსელონაში იქნება და ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს. ბარსელონა 29 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ტოტენჰემთან და შესაძლოა მალკოლმი უკვე ამ […]

მესუტ ოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მესუტ ოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მესუტ ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ოზილის თქმით მას აღარ სურს გერმანიის ნაკრებში თამაში, რადგან იქ მას პატივს არ სცემენ და ხშირად უმიზეზოდ აკრიტიკებენ. ოზილი დარწმუნებულია რომ ის ამ კრიტიკას არ იმსახურებს: ”როდესაც ვიგებთ გერმანელი ვარ, ხოლო როცა რაღაც არ გამოგვდის მაშინვე ემიგრანტი ვხდები. ვგრძნობ რომ ბევრისთვის ნამდვილი გერმანელი არ ვარ, ამიტომ ჯობია ნაკრებში აღარ ვითამაშო. […]

გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში გადავიდეს

გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში გადავიდეს

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი გონსალო იგუაინი შესაძლოა მილანში აღმოჩნდეს, რადგან კრიშტიანო რონალდოს ყიდვის შემდეგ სულ მიდის საუბრები იმაზე რომ იგუაინი იუვენტუსიდან წავა. მილანი იგუაინს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება. იგუაინის ტრანსფერში იუვემ თავის დროზე 90 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ ტურინელები გონსალოს იოლად ნამდვილად არ დათმობენ. არგენტინელი ფორვარდით ჩელსიც იყო […]

ალისონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

ალისონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

ლივერპულის ახალი მეკარე ალისონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, რადგან ლივერპულმა მის ტრანსფერში 67 მილიონი ევრო გადაიხადა. ასეთი თანხა რეკორდულია და ალისონი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი მეკარეა. ლივერპულის პირველმა გოლკიპერმა ლორის კარიუსმა გასულ სეზონში ბევრი შეცდომა დაუშვა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ ალისონი ძირითად შემადგენლობაში ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს. ალისონმა ლივერპულთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი […]

ნეიმარი: ”პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ”

ნეიმარი: ”პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ”

პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ინტერვიუში განაცხადა რომ ის პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს და ამ გუნდში ბედნიერია. ნეიმარის თქმით პსჟ მომავალ სეზონში ბევრ წარმატებას მიაღწევს: ”შარშან არ გაგვიმართლა ჩემპიონთა ლიგაში და მეც ტრავმა მივიღე, რის გამოც ამ ტურნირის მოგება ვერ შევძელით. მჯერა რომ მომავალ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვიზეიმებთ. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, […]

ტიბო კურტუა თითქმის რეალის ფეხბურთელია

ტიბო კურტუა თითქმის რეალის ფეხბურთელია

ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ცალი ფეხით მადრიდის რეალშია. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. რეალი ჩელსის 35 მილიონ ევროს გადაუხდის და კურტუა რეალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტიბო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო გოლპიკერად დაასახელეს და ამის შემდეგ ბუნებრივია მის მიმართ ინტერესმა მოიმატა, თუმცა რეალი მანამდეც აპირებდა კურტუას ყიდვას. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჩელსიში გადასვლამდე […]

ნაპოლი ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდის

ნაპოლი ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდის

იტალიური ნაპოლი მადრიდის რეალის ფორვარდში კარიმ ბენზემაში 45 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ამ თანხას რეალი სავარაუდოდ არ დათანხმდება. ნაპოლის მომავალ სეზონში კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს, რომელიც ბენზემას კარგად იცნობს და დიდი სურვილი აქვს რომ ფრანგი თავდამსხმელი ისევ თავის გუნდში იხილოს. ბენზემამ გასული სეზონი არცთუ კარგად ჩაატარა, ამიტომ მისი გაყიდვა რეალის მხრიდან გამორიცხული არ არის. ბენზემა რეალში […]

უსეინ ბოლტი ავსტრიულ საფეხბურთო გუნდში ითამაშებს

უსეინ ბოლტი ავსტრიულ საფეხბურთო გუნდში ითამაშებს

იამაიკელი ძალოსანი უსეინ ბოლტი ავსტრალიურ კლუბ „სენთრალ ქოსთ მარინერს“-ში ჩაირიცხა. გუნდი ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში გამოდის. ინფორმაციას NBC Sport-ი ავრცელებს. „კლუბსა და ბოლტს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა. მხოლოდ რამდენიმე დეტალიღა დარჩა. ეს ბიჭი ამბიციური ათლეტია. ჩვენს ლიგას გმირი სჭირდებოდა და ჩვენ მივიღეთ სუპერმენი“, – აცხადებს აგენტი ტონი რალისი. ბოლტი რვაგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია. ის სირბილში […]

ალექსის სანჩესს ამერიკის ვიზა არ მისცეს

ალექსის სანჩესს ამერიკის ვიზა არ მისცეს

მანჩესტერ იუნაიტედი ამერიკის შეერთებულ შტატებში ალექსის სანჩესის გარეშე იქნება, რადგან სანჩესს ამერიკაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ რომ ალექსისს ესპანეთში გადასახადების გადაუხდელობის გამო პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი. თავის დროზე სანჩესმა თითქმის მილიონი ევრო არ გადაიხადა, რის გამოც მას ესპანეთში კანონთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. მანჩესტერ იუნაიტედის იურისტები ცდილობენ რომ ეს პრობლემა მოაგვარონ […]