ლივერპული კვლავინდებურად ცდილობს რომას გოლკიპერის, ალისონ ბეკერის შეძენას. დაახლოებით ერთი თვის წინ ალისონი ახლოს იყო ლივერპულთან, მაგრამ მაშინ რომამ 80 მილიონი ევრო მოითხოვა და ლივერპულმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა. როგორც ჩანს ლივერპული ცდილობს რომა უფრო ნაკლებ თანხაზე დაითანხმოს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თვითონ ალისონმა განაცხადა რომ ის ბედნიერია რომაში, მაგრამ მომავალში კლუბის შეცვლას […]
კატეგორია: სპორტი
ჩელსი აზარში 225 მილიონს ითხოვს
ლონდონის ჩელსი თავისი ლიდერის ედენ აზარის გაყიდვას არ აპირებს და მის მყიდველს 225 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ აზარის ყიდვა სხვადასხვა კლუბებს სურთ, მათ შორის რეალს და ბარსელონას, მაგრამ ჩელსი თავისი მთავარი ვარსკვლავის დათმობას არ აპირებს, თუმცა 2 წელიწადში აზარს კონტრაქტი უმთავრდება, ამიტომ ის სავარაუდოდ მაინც წავა ჩელსიდან. […]
ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან გაუშვეს
ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. სამპაოლი კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია. სამპაოლი არგენტინის ნაკრებს ორი წლის მანძილზე წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ წარმატებას ვერ მიაღწია. აღსანიშნავია ისიც რომ სამპაოლის არ ჰქონდა კარგი […]
20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. საფრანგეთმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგო და 20 წლის შემდეგ ისევ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ ჩემპიონს დაბადების საშუალება არ მისცა. ხორვატიის ნაკრები მე-13 გუნდი იყო, რომელიც მუნდიალის ფინალში გავიდა, მაგრამ მე-10 ჩემპიონობა არ ეწერა. პირველ ტაიმში უპირატესობას ხორვატიის ნაკრები […]
ლუკა მოდრიჩი – “ომმა გაგვაძლიერა, ჩვენი გატეხვა ადვილი არაა”
ლუკა მოდრიჩი, ხორვატების კაპიტანი და თილისმა- ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია მსოფლიოში და ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მისი თაოსნობით ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი თამაში აშორებს. წლების წინ ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავდა. ახლა ლუკა მოდრიჩი 32 წლისაა, 1985 წლის 9 სექტემბერს ზადარში, მაშინდელ იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფ ხორვატიაში დაიბადა 1991 […]
ბელგიამ ინგლისს მოუგო და მე-3 ადგილი მოიპოვა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის მატჩი მე-3 ადგილისთვის ბელგიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. შეხვედრა, რომელიც სანქტ პეტერბურგში გაიმართა, ბელგიის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე თომას მენიემ გახსნა – 1:0. 82-ე წუთზე ედენ აზარმა მეორედ აიღო ინგლისელთა კარი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0. ბელგიამ ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილის მოპოვება. […]
ბარსელონა ედენ აზარით დაინტერესდა
ბარსელონა ბოლო პერიოდში ჩელსის ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. ჯერ იყო და კატალონიელები ვილიანით დაინტერესდნენ, ხოლო ახლი კი ისინი აზარის შეძენას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზარი თანახმაა რომ ჩელსი დატოვოს და კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს, მაგრამ ლონდონელები მის ტრანსფერში 200 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო ბარსელონა კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს. აზარმა რამდენჯერმე თითქმის პირდაპირ განაცხადა […]
ანტონიო კონტე ჩელსიდან გაუშვეს
ანტონიო კონტე ჩელსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ეს ინფორმაცია ჩელსის ვებ საიტმა ოფიციალურად დაადასტურა. კონტემ და ჩელსიმ კონტრაქტი გაწყვიტეს და კომპენსაციის სახით იტალიელ სპეციალისტს სოლიდური თანხა გადაეცემა. წლევანდელი სეზონის ბოლოს უკვე ნათელი იყო რომ კონტე ჩელსის დატოვებდა, თუმცა აქამდე ოფიციალურად ის ჩელსის მწვრთნელი იყო. კონტეს სავარაუდოდ მისი თანამემამულე მაურისიო სარი ჩაანაცვლებს, რომელიც უახლოეს დღეებში ლონდონში […]
ჰარი კეინი: ”მეორე ტაიმში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ”
ინგლისის ნაკრების ლიდერმა ჰარი კეინმა ხორვატიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში კონტროლი დაკარგა და წაგებაც ამის ბრალია. კეინის აზრით ინგლისმა ფინალში გასვლის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია: ”სამწუხაროდ მეორე ტაიმი ცუდად ჩავატარეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა. ხორვატიის ნაკრებს ვულოცავ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს, […]
მარსელო შესაძლოა იუვენტუსში რონალდოს შეუერთდეს
მადრიდის რეალის მცველი მარსელო შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს, სადაც მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რომალდო იმყოფება. მარსელოს რონალდოსთან ერთად თამაში ძალიან კარგად გამოსდის და იუვენტუსი მისი გადასვლით ძალიან გაძლიერდება. მარსელომ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან რონალდოს საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანი უწოდა, რომლის გარეშეც მას ძალიან გაუჭირდება თამაში. მიუხედავად ამისა, რეალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მარსელო შეინარჩუნოს […]










