კატეგორია: სპორტი

პირველად ისტორიაში – ხორვატია ფინალში გავიდა

პირველად ისტორიაში - ხორვატია ფინალში გავიდა

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხორვატიის და ინგლისის გუნდებს შორის. ანგარიში პირველ ტაიმში ინგლისელებმა გახსნეს. გოლი კირან ტრიპიემ გაიტანა. მეორე ნახევარში ივან პერიშიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ხორვატებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს მარიო მანჯუკიჩმა გააკეთა. საბოლოოდ ხორვატებმა დამატებით დროში 2: 1 […]

კრიშტიანო რონალდო: ”მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის”

კრიშტიანო რონალდო: ”მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის”

იუვენტუსის ახალმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ რეალიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა რომ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა და იუვენტუსში სწორედ ამ მიზეზის გამო გადავიდა: ”რეალში ძალიან კარგი 9 წელიწადი გავატარე და ამ გუნდში უბედნიერესი ვიყავი. ამ ხნის მანძილზე ყველა ტიტული მოვიგე და მივხვდი რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. იუვენტუსში თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ამ მომენტს მოუთმენლად […]

ლივერპული პაოლო დიბალაში 90 მილიონს იხდის

ლივერპული პაოლო დიბალაში 90 მილიონს იხდის

ლივერპული მზად არის პაოლო დიბალას ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. იუვენტუსმა კრიშტიანო რონალდო იყიდა და შესაძლოა ტურინელებმა რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვან, რადგან რონალდოს შენახვა მათ ძალიან ძვირი დაუჯდებათ. დიბალას ტრანსფერზე იუვენტუსის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დიბალას გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ ლივერპულს სავარაუდოდ უფრო მეტის გადახდა მოუწევს. დიბალა იუვენტუსში 2015 წელს გადავიდა და […]

ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “ტორპედომ” “შერიფი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რამაც მალე შედეგი გამოიღო. შეხვედრის მეათე წუთზე მათე ცინცაძემ ლევან კუტალია მეკარესთან ერთი-ერთზე გადაიყვანა, მაგრამ კუტალიამ კარში დარტყმას გიორგი კუხიანიძისთვის პასის მიცემა არჩია, თუმცა კუხიანიძემ კარებში დარტყმა ვერ შეძლო. მალევე როინ კვასხვაძემ კარებიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც მოლდოველებმა კარგი შეტევის წამოწყება შეძლეს, რაც […]

საფრანგეთი ფინალში გავიდა

საფრანგეთი ფინალში გავიდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთსა და ბელგიას შორის. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი ფრანგი უმტიტის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 1:0. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მისი მეტოქის ვინაობა ხვალ ინგლისის და ხორვატიის მატჩის შემდეგ გაირკვევა.

კრიშტიანუ რონალდო იუვენტუსში გადავიდა

კრიშტიანუ რონალდო იუვენტუსში გადავიდა

“რეალმა” თავისი აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, რონალდოს “იუვენტუსში” გადასვლა იუწყა. ბლანკოსმა კრიშტიანუ 105 მილიონ ევროდ გაყიდა. “იუვენტუსმა” მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 30 მილიონი დაუნიშნა. აქედან 20 მილიონს “ფერარი”, ხოლო 10 მილიონს “ფიატი” გადაუხდის. “რეალში” გატარებული წლები შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. ამ კლუბის მადლიერი ვარ. ყველას მადლობას ვუხდი იმ სიყვარულისთვის, რომელიც […]

კარიმ ბენზემა შესაძლოა რეალიდან წავიდეს

კარიმ ბენზემა შესაძლოა რეალიდან წავიდეს

კარიმ ბენზემა შესაძლოა რეალიდან წავიდეს და კარიერა ნაპოლიში გააგრძელოს, სადაც მას კარლო ანჩელოტი ეპატიჟება. ბენზემამ თავის ინსტაგრამის გვერდზე რეალის ფანებს მიმართა და მათ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. მიუხედავად იმისა რომ ბენზემას წასვლა არ უხსენებია, ბევრი მიიჩნევს რომ ამ პოსტით ის რეალის ფანებს დაემშვიდობა კარიმ ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა, სწორედ მაშინ როდესაც რეალს კრიშტიანო რონალდუ შეუერთდა. […]

ბუფონი: ”პსჟ-ში დავამტკიცებ რომ ისევ დიდი მეკარე ვარ”

ბუფონი: ”პსჟ-ში დავამტკიცებ რომ ისევ დიდი მეკარე ვარ”

ჯანლუიჯი ბუფონმა ფრანგულ პსჟ-სთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიელმა ლეგენდამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. ბუფონის თქმით მას ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ამას აუცილებლად დაამტკიცებს თავის ახალ გუნდში: ”პსჟ-ში როდესაც მიმიწვიეს კარიერის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარი ვერ ვთქვი. ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. იუვენტუსი ყოველთვის ძალიან მეყვარება”–განაცხადა […]

“ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას, ვაღიარებ და არ ვნანობ”- რას აცხადებს საზმაუს სპორტული კომენტატორი

"ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას, ვაღიარებ და არ ვნანობ"- რას აცხადებს საზმაუს სპორტული კომენტატორი

საზოგადეობრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი ლევან ღუდუშაური, რომლის კომენტარებმაც რუსეთი-ხორვატიას შეხვედრის დროს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აცხადებს, რომ მისი ფრაზები მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა იყო და არ ნანობს: “დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფრაზას, ზოგს მოეწონა ზოგს – არა. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა უფრო იყო. უცხო არ არის, რომ ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ […]

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ, თუმცა თვითონ ლუის ენრიკეს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ლუის ენრიკეს ბოლო გუნდი ბარსელონა იყო, სადაც მან სამი სეზონი გაატარა და 9 ტიტული მოიგო. ესპანეთის ნაკრები ხულიან ლოპიტეგიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დატოვა და მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა, რის გამოც მას […]