კატეგორია: სპორტი

პსჟ კოუტინიოში 270 მილიონს იხდის

პსჟ კოუტინიოში 270 მილიონს იხდის

პსჟ ბარსელონას ფეხბურთელებს არ ეშვება და ამჯერად პარიზულმა გუნდმა თვალი ფელიპე კოუტინიოს დაადგა, რომელიც ბარსელონაში შარშან გადავიდა. პსჟ მზად არის კოუტინიოს ტრანსფერში 270 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი 400 მილიონი ევროა და ამდენს სავარაუდოდ პსჟ-ც კი ვერ გაწვდება. გარდა ამისა, კოუტინიომ განაცხადა რომ ბარსელონაში ის ძალიან ბედნიერია და არ აპირებს სხვა გუნდში გადასვლას. […]

ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

სოჭში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი რუსეთსა და ხორვატიას შორის. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროშიც მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა. პენალტების სერია უფრო ზუსტად ხორვატებმა დაარტყეს და გაიმარჯვეს. ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები ინგლისს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელგია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

ინგლისი ნახევარფინალში გავიდა

ინგლისი ნახევარფინალში გავიდა

რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებმა შვედეთის ნაკრებს 2;0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. ეს ინგლისელთა დიდი წარმატებაა, ვინაიდან ბოლოს როდის იყო ინგლისი მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში, სტატისტიკოსებსაც კი ბუნდოვნად ახსოვთ. გოლები 30-ე წუთზე ჰარი მაგუაიერმა და 58-ე წუთზე დელე ალიმ გაიტანეს. ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის მეტოქე რუსეთი-ხორვატიის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი თბილისის დროით […]

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი ბრაზილიისა და ბელგიის გუნდებს შორის. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. პირველ ტაიმში გაშვებულ ორ ბურთს ბრაზილიელებმა მეირე ნახევარში მხოლოდ ერთით უპასუხეს და 1:2 დამარცხდნენ. ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ურუგვაის 2:0 მოუგო.

ლორის კარიუსი ლივერპულში დარჩება

ლორის კარიუსი ლივერპულში დარჩება

გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი მომავალ სეზონშიც ლივერპულში ითამაშებს და იურგენ კლოპი მას ნდობას უცხადებს. შეგახსენებთ რომ კარიუსმა რეალთან ფინალში უხეში შეცდომები დაუშვა და ამის გამო ბევრი ფიქრობდა რომ ის კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იურგენ კლოპის აზრით კარიუსი მაღალი დონის გოლკიპერია და ფინალში დაშვებული შეცდომები უბრალოდ შემთხვევითობაა. აღსანიშნავია რომ ლივერპულის ბევრი […]

ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

საფრანგეთის ნაკრების და შტუტგარტის მცველი ბენჟამინ პოვარდი მომავალ სეზონში ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ბაიერნმა შტუტგარტს 35 მილიონი ევრო გადაუხადა. პოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და მან არგენტინას ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა. მისმა ასეთმა თამაშმა ბუნებრივია გრანდების ყურადღება მიიპყრო და ფრანგი მცველი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა, სადაც მისი რამდენიმე თანამემამულე თამაშობს.

კრიშტიანო რონალდუ იუვენტუსს ძალიან მიუახლოვდა

კრიშტიანო რონალდუ იუვენტუსს ძალიან მიუახლოვდა

ბოლო დღეებში ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ რომ კრიშტიანო რონალდუ კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია რონალდუს არ დაუდასტურებია, მაგრამ მისი დუმილი იმას მიანიშნებს რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე მცდარი არ არის. იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ რონალდუმ იუვენტუსთან ყველა დეტალი შეათანხმა და რამდენიმე დღეში ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. კრიშტიანო ხელფასის სახით 30 მილიონ […]

რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებს

რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებს

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა რომ რეალი პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ყიდვას არ აპირებს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მბაპეს რეალში ტრანსფერზე ხშირად საუბრობდნენ ზაფხულში, მაგრამ როგორც ჩანს მბაპე ისევ პსჟ-ს ფეხბურთელი იქნება მომავალ სეზონშიც. კილიან მბაპე პსჟ-ში შარშან გადავიდა მონაკოდან და მის ტრანსფერში პარიზელებმა 180 მილიონი ევრო გადაიხადეს. მბაპე ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე […]

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო – ვიდეო

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო - ვიდეო

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. პირველი ორი გოლი თამაშში იაპონიამ გაიტანა – 48-ე წუთზე ჰარაგუჩიმ გახსნა ანგარიში და მალევე, 52-ე წუთზე ინუიმ გაიტანა გოლი. თუმცა ბელგიამ თამაშის ბოლოსკენ ძალები მოიკრიბა და იაპონიის ნაკრების კარში პირველი გოლი 69-ე წუთზე ვერტონგენმა გაიტანა, შემდეგი გოლები კი ფელაინიმ 74-ე და შადლიმ 94-ე […]

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა

2 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ავსტრია 98:73 დაამარცხა. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა: გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. პირველი მეოთხედი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 26:18. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელსაც პირველ მეოთხედში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (9 ქულა და […]