კატეგორია: სპორტი

ბრაზილიამ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა – ვიდეო

ბრაზილიამ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა - ვიდეო

მერვედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები მექსიკის კარში ნეიმარმა თამაშის 50-ე წუთზე და ფირმინომ 88-ე წუთზე გაიტანეს.

ხორვატიამ დანიას პენალტებით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

ხორვატიამ დანიას პენალტებით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

ხორვატიის ნაკრებმა პენალტების სერიით დანია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება ხორვატიამ მოიპოვა. შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიში დანიელმა მატიას იორგენსენმა გაიტანა, თუმცა მე-4 წუთზე ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა გაათანაბრა. მეოთხედფინალში ხორვატია რუსეთს შეხვდება, რომელმაც ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება.

ინიესტამ რუსეთი-ესპანეთის მატჩით სანაკრებო კარიერა დაასრულა

ინიესტამ რუსეთი-ესპანეთის მატჩით სანაკრებო კარიერა დაასრულა

ანდრეს ინიესტა, რომლის გოლმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ნაკრებს გამარჯვება მოუტანა, სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მან დღეს, რუსეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაზე ესპანეთის დამარცხების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. “ეს მატჩი ეროვნულ ნაკრებში ჩემთვის ბოლო თამაში იყო. ჩემი ცხოვრების საოცარი ნაწილი დასრულდა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც ვოცნებობთ”, – თქვა ანდრეს […]

გერმანია მსოფლიოს პირველობიდან გავარდა – ვიდეო

გერმანია მსოფლიოს პირველობიდან გავარდა - ვიდეო

სენსაციურად დასრულდა ფეხბურთში მსოფლიოს პირველობის ბოლო ტურის მატჩები F ჯგუფში. მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც პირველი ორი მატჩი მოიგო, შვედეთთან 3 უპასუხო გოლი გაუშვა და უშანსოდ წააგო – 0:3. ამით წარმატების შანსი კიდევ უფრო მოემატა გერმანიის ნაკრებს, რომელსაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში სამხრეთ კორეის მინიმალური სხვაობით დამარცხებაც აძლევდა ხელს. ამ შემთხვევაში შემდეგ წრეში გერმანია და შვედეთი გადიოდნენ, მექსიკა […]

კრიშტიანო რონალდო: ”მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობთ”

კრიშტიანო რონალდო: ”მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობთ”

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მისი გუნდი მხოლოდ მერვედფინალზე ფიქრობს, სადაც პორტუგალია ურუგვაის დაუპირისპირდება. რონალდუს აზრით პორტუგალიელებს შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა: ”ირანთან შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მთავარია რომ შედეგს მივაღწიეთ და მერვედფინალში გავედით. მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობს და ვიცით რომ ურუგვაი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მის დამარცხებას შევძლებთ”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

ფერნანდო იერო: ”რუსეთთან რთული შეხვედრა გველის”

ფერნანდო იერო: ”რუსეთთან რთული შეხვედრა გველის”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო იერომ რუსეთთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ძალიან რთული შეხვედრა ელის, რადგან რუსეთი სუსტი არ არის და საკუთარ მოედანზე თამაშობს. გარდა ამისა, იეროს აზრით ესპანეთმა უნდა მოუმატოს და ჯგუფურ ეტაპზე დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროს: ”რუსეთს საკუთარ მოედანზე მაყურებლის უდიდესი მხარდაჭერა ექნება და ბუნებრივია ეს მათ უპირატესობას აძლევთ, თუმცა […]

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესიმ ნიგერიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მას სჯერა თავისი ნაკრების წარმატების. შეგახსენებთ რომ არგენტინას მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს ნიგერიასთან და სხვა ნებისმიერი შედეგი მესის გუნდისთვის დამღუპველია: ”ჯერ კიდევ მჯერა რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია, რადგან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მოედანზე ერთმანეთს უკეთესად უნდა გავუგოთ. სანამ შანსები გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ”–განაცხადა ლიონელ მესიმ. ნიგერიასთან შეხვედრა […]

ედენ აზარს რეალში თამაში სურს

ედენ აზარს რეალში თამაში სურს

ჩელსის ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი უკვე აღარ მალავს რომ მადრიდის რეალში თამაში სურს. აზარის მამამ, რომელიც მისი აგენტია რეალს აზარის ტრანსფერი შესთავაზა, თუმცა მადრიდელებს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გარდა ამისა, ჩელსი თავის მთავარ ვარსკვლავს იოლად არ შეელევა და რეალს აზარის ტრანსფერი ძვირი დაუჯდება. აზარმა რამდენიმე ინტერვიუში ჩელსიდან წასვლა არ გამორიცხა და სავარაუდოდ ის […]

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიის ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 გზის მსოფლიო ჩემპიონებს საკმაოდ გაუჭირდათ ამის გაკეთება. ბრაზილიელების მეტოქე კოსტა რიკა იყო, რომელმაც დაცვითი ტაქტიკა აირჩია და ბრაზილიელებს ამან პრობლემები შეუქმნა. მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში 0:0 იყო და მხოლოდ 90-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ შეძლო გოლის გატანა. ამ გოლმა ბრაზილიელები დაამშვიდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში […]

დიმიტრი ობოლაძე: ”მესის ნაკრები კიდია”

დიმიტრი ობოლაძე: ”მესის ნაკრები კიდია”

არგენტინამ ხორვატიასთან სამარცხვინოდ წააგო 0:3 და თითქმის დაკარგა მერვედფინალში გასვლის შანსები. ამ მატჩს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ზოგმა მესის უნიათო თამაში აღნიშნა, ზოგმა კი ყველაფერი მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის დააბრალა. ცნობილმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ განაცხადა რომ მესი ნაკრებში ისე არ იხარჯება, როგორც ამას მარადპნა აკეთებდა: ”მესის ნაკრები კიდია, ამიტომ სამპაოლის ტყუილად აბრალებენ წაგებას. […]