მოსკოვის ლოკომოტივის და საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია შესაძლოა ინგლისურ ლესტერში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლესტერი მზად არის კვირკველიას ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლესტერის მხრიდან ინტერესი თვითონ საბამაც დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ”ეს ყველაფერი სიმართლეა და მომავალ სეზონში შესაძლოა ლესტერის ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ჯერ ყველაფერი მოლაპარაკებების სტადიაზეა. ვნახოთ რა […]
კატეგორია: სპორტი
ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო
ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ვარჯიში ნაადრევად დატოვა. პიკეს სავარაუდოდ მუხლის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება. ესპანეთის ნაკრები ამჟამად კრასნოდარში იმყოფება, სადაც შედგება კიდეც მათი პირველი შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 15 ივნისს გაიმართება და დიდ ინტერესს იწვევს, რადგან კრიშტიანო რონალდუ თავის თანაგუნდელებს დაუპირისპირდება რეალიდან. ჟერარ […]
დავიდე ასტორის სიკვდილის მიზეზი ცნობილი გახდა
ფიორენტინას ფეხბურთელი დავიდე ასტორი ტაქიკარდიული შეტევის გამო გარდაიცვალა. ეს მას შემდეგ გაირკვა რაც ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. შეგახსენებთ რომ ასტორი უდინეში, 4 მარტს ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, რის შემდეგაც იმ ტურის ყველა შეხვედრა გადაიდო. აღმოჩნდა რომ ასტორისთან ერთად ვინმე რომ ყოფილიყო ოთახში მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ასტორის გარდაცვალებამ ფიორენტინაზე დიდი გავლენა მოახდინა და ყველა ფეხბურთელმა […]
პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ გუნდურობა აკლიათ. პელეს აზრით მხოლოდ ნეიმარი არ არის საკმარისი რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო: ”ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ეს ნეიმარს ეხება, მაგრამ გუნდური თამაში უნდა გამოვასწოროთ. მხოლოდ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, რადგან მას სხვებიც უნდა დაეხმარნონ”–განაცხადა პელემ. პელეს ასეთი განცხადება ცოტათი […]
კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა რეალი დატოვოს
მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა რეალი დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ ხელფასის გაზრდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის რეალიდან წავა. ბუნებრივია რეალს რონალდუს გაყიდვა არ სურს და მხარეებს შოროს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად. თვითონ ფეხბურთელი ამჟამად ნაკრებთან ერთად იმყოფება და კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა ბევრი რამე გაირკვეს.
ლიონელ მესი: ”გრიზმანთან ერთად თამაში ადვილი იქნება”
ლიონელ მესიმ გრიზმანის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ გრიზმანთან ერთად თამაში ძალიან ადვილი იქნება. მესის აზრით გრიზმანს აქვს ყველა ის თვისება რაც ფეხბურთელს სჭირდება იმისთვის რომ ბარსელონაში ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს: ”გრიზმანი ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელთან ერთად ადვილია კომბინირება. თუ ის ბარსელონაში გადმოვა, მაშინ ჩვენ გავძლიერებით, თუმცა ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის”–განაცხადა […]
სილესენი ბარსადან წასვლას არ აპირებს
ბარსელონას ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი გუნდიდან წასვლას არ აპირებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ სილესენი ბარსას დატოვებდა, რადგან მას მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძირითადად მხოლოდ თასის შეხვედრებზე გამოდის მოედანზე. სილესენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და ჭორები მისი წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჰოლანდიელმა გოლკიპერმა ასევე აღნიშნა რომ მარკ […]
პიკეს და შაკირას სახლი გაქურდეს
ბარსელონაში პიკეს და შაკირას საცხოვრებელ სახლში ქურდები შევიდნენ და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა წაიღეს. პიკე ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, ხოლო შაკირა კი გასტროლებზეა გერმანიაში, ამიტომ სახლში არავინ იყო, როდესაც იქ ქურდები შევიდნენ. პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება და კამერების საშუალებით დამნაშავეებს სავარაუდოდ მალე გამოავლენენ. არც პიკეს და არც შაკირას ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტვინის შერყევით თამაშობდა
ლივერპულის მეკარემ ლორის კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა, რის შემდეგაც მისი გუნდი დამარცხდა. როგორც აღმოჩნდა კარიუსმა სერხიო რამოსთან შეჯახების დროს ტვინის შერყევა მიიღო და შეცდომებიც ამისი შედეგი იყო. გერმანელმა მეკარემ რამდენიმე დღის წინ თავის ტკივილის გამო ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ინფორმაციის შემდეგ ლივერპულის ფანების ნაწილი სავარაუდოდ […]
იაია ტურემ ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა
მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა იაია ტურემ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემას, სადაც მან ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. ტურეს თქმით გვარდიოლას არ უყვარს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ და გვარდიოლასთვის ყველა მოთამაშე პირველ რიგში მისი ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს. ტურეს აზრით გვარდიოლასთან მუშაობა იოლი არ არის: ”გვარდიოლას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომლებიც მას ფეხებს დაუკოცნიან […]










