მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს და ბარსელონაში არ გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანმა ახლობლებს უთხრა რომ ის დარჩენას აპირებს. გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონაში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო მომენტში თვითონ ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. გრიზმანს ატლეტიკოში დარჩენა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმაც დიდიე დეშამმაც ურჩია, რომლის აზრით გრიზმანი ბარსელონაში ლიდერი ვერ გახდება.
კატეგორია: სპორტი
სერენა უილიამსი ტრავმის გამო როლან გაროსს გამოეთიშა
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ქალებში სერენა უილიამსი როლან გაროსს გამოეთიშა. 4 ივნისს, სერენას მარია შარაპოვასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სერენამ უარი თქვა ამ შეხვედრაზე ტრავმის გამო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, თუმცა სერენამ განაცხადა რომ ის ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რომ ამერიკელი ჩოგბურთელი მალე 37 წლის გახდება. […]
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს – კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე […]
რეალში ერთ-ერთ კანდიდატურად არსენ ვენგერს განიხილავენ
მას შემდეგ რაც მადრიდის რეალი მწვრთნელის გარეშე დარჩა, უამრავი სპეციალისტის სახელმა გაიჟღერა პრესაში, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული კანდიდატურა არ ჩანს. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ რეალის მწვრთნელი შესაძლოა არსენ ვენგერი გახდეს, რომელმაც წელს არსენალი დატოვა. ვენგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ დასვენება არ სურს და მისი მიზანი ამბიციურ კლუბში მუშაობაა. საუბრობენ მაურისიო პოჩეტინოზეც, მაგრამ მან […]
კარიმ ბენზემამ შესაძლოა რეალი დატოვოს
კარიმ ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს, რადგან მას რეალის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ზიდანი ბენზემას ყოველთვის იცავდა და მისი წასვლის შემდეგ კარიმისთვის ბევრი რამ შეიცვლება. ბენზემას რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება, მაგრამ თვითონ ფრანგ ფორვარდს რეალიდან წასვლა არ სურს, რაც ბენზემამ განაცხადა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში. კარიმ ბენზემა რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მთელი ამ ხნის […]
ნეიმარი: ”გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და არა მამაჩემი”
პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა მამამისზე ისაუბრა, რომელიც მისი აგენტია. ნეიმარის თქმით ის თავისი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს და მამამისი არაფერ შუაშია, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ნეიმარმა მამამისის გამო დატოვა, რომელსაც ბარსელონასთან კონფლიქტი მოუვიდა. ნეიმარმა თავის მომავალზეც ისაუბრა და თქვა რომ პსჟ-ში ბედნიერია და სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს. ამჟამად ნეიმარი ტრავმას იშუშებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის […]
ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა
ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ ის თანამდებობას ტოვებს და მომავალ წელს რეალის მწვრთნელი აღარ იქნება. ზიდანმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა რომ მას ცვლილებები სჭირდება და რეალში მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა: ”სამი დიდებული წლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდს დავემშვიდობო, რადგან რეალს ახალი სისხლი სჭირდება. რეალი ყოველთვის ძალიან მეყვარება და […]
სალაჰს რამოსზე საუბარი არ უნდა
მოჰამედ სალაჰი ჟურნალისტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამოიჭირეს და რამოსთან მომხდარ ეპიზოდზე კითხვა დაუსვეს, მაგრამ სალაჰმა მათ ყურადღება არ მიაქცია და თქვა რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს. სალაჰი გაბრაზებულია რეალზე და ფინალის შემდეგ მან განაცხადა რომ რეალში არასოდეს ითამაშებს. შეგახსენებთ რომ მატჩის პირველ ტაიმში სალაჰმა სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო და მოედნის დროზე […]
ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს
რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნის დატოვება სურს და ამაზე უკვე მისი აგენტიც საუბრობს. აგენტის თქმით ლევანოდვსკი ბაიერნს პატივს სცემს, უბრალოდ მას კარიერაში ახალი გამოწვევები სჭირდება და ეს არის მიზეზი რის გამოც პოლონელ ფეხბურთელს ბაიერნიდან წასვლა სურს. ლევანდოვსკის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და ის სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში. ყველაზე მეტად მისი შეძენა მანჩესტერ […]
ლივერპულმა ფაბინიო ოფიციალურად გაიფორმა
ლივერპულმა მონაკოს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბინიო ოფიციალურად გაიფორმა და ეს ტრანსფერი ლივერპულს 50 მილიონი ევრო დაუჯდა. ფაბინიო მონაკოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ნახევარდაცვაში და მისი შეძენა ლივერპულს უდაოდ გააძლიერებს. ფაბინიომ მედიასთან უკვე გააკეთა კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ლივერპული მომავლის გუნდია და ამ კლუბს შეუძლია ტიტულების მოგება. ფაბინიო 2013 წელს მადრიდის რეალში ირიცხებოდა, მაგრამ იქ თავის გამოჩენა […]










