პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარიას პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის პარიზულ კლუბში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ არის. ატლეტიკო შესაძლოა ანტუან გრიზმანმა დატოვოს და მადრიდში უკვე ეძებენ მის შემცვლელს. აღსანიშნავია ისიც რომ დი მარია 4 წლის მანძილზე რეალის ღირსებას იცავდა და ამ გარემოების გამო, […]
კატეგორია: სპორტი
ნეიმარი: ”ჯერ 100%-ით მზად არ ვარ”
ბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა რომ ის ჯერ ბოლომდე მზად არ არის სათამაშოდ, თუმცა ძალიან მალე ის ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს. ნეიმარმა ტრავმა თებერვლის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მას არ უთამაშია თავის გუნდში: ”ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ თავს ყოველდღე უკეთ ვგრძნობ და მალე მოედანზე დავბრუნდები. მსოფლიო ჩემპიონობა […]
სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს
მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს, რადგან მისი ტრავმა სერიოზული არ არის და სალაჰს გამოსაჯანმრთელებლად მაქსიმუმ 3 კვირა დასჭირდება. სალაჰმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, როდესაც სერხიო რამოსმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და სალაჰი იძულებული გახდა მოედანი დროზე ადრე დაეტოვებინა. სალაჰის ტრავმამ ლივერპულზე ცუდად იმოქმედა და საბოლოოდ მერსისაიდელებმა ფინალი დათმეს. მატჩის შემდეგ სალაჰმა თქვა რომ […]
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა
აღმასკომის სხდომა, რომელზეც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს. „ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი […]
რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული დაამარცხა 3:1 და ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო. ფინალი საკმაოდ დაძაბული და სახაობრივი გამოდგა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის 30–ე წუთზე სერხიო რამოსმა ლივერპულის ლიდერს მოჰამედ სალაჰს ტრავმა მიაყენა და იურგენ კლოპი იძულებული გახდა ის მოედნიდან გაეყვანა. მეორე ტაიმში რეალი დომინირებდა და მათ მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. აქედან […]
იურგენ კლოპი: ”რეალი ძალიან ძლიერია”
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იურგენ კლოპმა რეალზე ისაუბრა და თქვა რომ მადრიდელებს არა აქვთ სუსტი წერტილი და მათ დასამარცხებლად უნაკლო თამაშია საჭირო: ”რეალში რონალდუ თამაშობს, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია გოლის გატანა. გარდა ამისა რეალს მშვენიერი ნახევარდაცვა ჰყავს და მათ კომბინაციური თამაში შეუძლიათ. ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა. […]
მანუელ ნოიერმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს
მანუელ ნოიერი, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ტრავმა, ამიტომ მან შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს. ჯერჯერობით ამ საკითხზე გერმანიის ნაკრებში კომენტარს არ აკეთებენ. ნოიერმა ტრავმა 2017 წლის აპრილში მიიღო, შემდეგ კი სექტემბერში კიდევ უფრო გაიმიზეზა, რადგან მოედანზე დროზე ადრე გამოვიდა. ნოიერის არყოფნა გერმანიის ნაკრებისთვის ტრაგედია არ იქნება, რადგან მას მარკ ანდრე ტერ […]
ინიესტა იაპონიაში გააგრძელებს კარიერას
ანდრეს ინიესტას მომავალი გუნდი იაპონური ვისელ კობე იქნება. იმიესტა უკვე შეხვდა ამ გუნდის პრეზიდენტს და კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს. ინიესტა იაპონურ გუნდში 3 წელიწადს გაატარებს და მისი ნომერი ისევ 8 იქნება, როგორც ეს ბარსელონაში იყო. ვისელ კობე იაპონიაში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია და ამ კლუბში გერმანელი ვეტერანი ლუკაშ პოდოლსკიც თამაშობს. ინიესტამ ბარსელონაში 12 წელიწადი გაატარა […]
ანჩელოტი ბენზემას ნაპოლიში ეპატიჟება
ნაპოლის ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უკვე გეგმავს რამდენიმე ტრანსფერს და მისი ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი კარიმ ბენზემა იქნება, რომელმაც შესაძლოა რეალი დატოვოს. წლევანდელ სეზონში ბენზემა არ გამოირჩევა სტაბილურობით და მის ანგარიშზე მხოლოდ 10 გატანილი გოლია. ამის გამო შესაძლოა რეალმა ბენზემა გაყიდოს და ანჩელოტის მიზანი რეალობად იქცეს. ბენზემა რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მთელი ამ ხნის […]
ისტორიული გამარჯვება – ტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა დაამარცხა
ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და თითოეულ მათგანში ჰაკუჰომ იმარჯვა. ბრძოლა მონღოლი იოკოძუნას იერიშით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა მეტოქის მიძალების მოგერიება მოახერხა. ორივე სეკიტორიმ მავაშში ჩავლება აიღო და ერთწუთიანი დაძაბული დაპირისპირება დაიწყო. ლევანი მეტოქეს რამდენჯერმე მიაწვა, თუმცა ჰაკუჰო თავს კარგად იცავდა. შეხვედრის მიწურულს ჰაკუჰომ იერიში სცადა, რომელსაც ტოჩინოშინი მომზადებული დახვდა და იოკოძუნა […]










