არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, როგორც არსენალმა, ასევე ემერიმ. ემერი არსენალთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება წელიწადში. ემერის თქმით ის ძალიან ბედნიერია რომ მას არსენალში მუშაობის შანსი მიეცა და ის თავს არ დაზოგავს ლონდონური კლუბისთვის. ემერიმ ორი წელიწადი პსჟ-ში იმუშავა და გუნდთან […]
კატეგორია: სპორტი
ანტონიო კონტეს ჩელსიდან წასვლა არ სურს
ანტონიო კონტეს ჩელსიდან წასვლა არ სურს, რადგან მას მაღალი ანაზღაურება აქვს და თავისი ნებით კონტე ჩელსის დატოვებას არ აპირებს. მასთან კონტრაქტის გაწყვეტა კი ჩელსის 9 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც თავისმხრივ ლონდონელებს არ სურთ. კონტეს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და შესაძლოა მან კიდევ ერთი სეზონი გაატაროს ჩელსიში. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ კონტეს დაკავებული თანამდებობიდან მალე […]
არსენალის მწვრთნელი შესაძლოა უნაი ემერი გახდეს
არსენალის მომავალი მწვრთნელის ვინაობა კვლავინდებურად უცნობია, თუმცა ამ კანდიდატურაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება. ერთ-ერთი კანდიდატი უნაი ემერია, რომელმაც პსჟ დატოვა. ემერი ამჟამად ლონდონში იმყოფება და შესაძლოა ის სწორედ არსენალის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ემერი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და საბოლოოდ ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება. შეგახსენებთ რომ არსენალი არსენ ვენგერმა დატოვა, რომელიც ამ გუნდს 22 წლის მანძილზე ედგა სათავეში. […]
მაურო იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ამ სიაში ვერ მოხვდა მილანის ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი. იკარდიმ იტალიის ჩემპიონატში 29 გოლი გაიტანა, მაგრამ ხორხე სამპაოლი მას არასდროს წყალობდა და საბოლოოდ იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იკარდის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს ევერ ბანეგაც, რომელიც ბოლო წლებში […]
უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო
ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ რეალ სოსიედადთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მას ძალიან უხეშად ეთამაშა. დემბელე მძიმე ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მას მაინც აქვს მცირე დაზიანება და მკურნალობა ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დემბელე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება. აღსანიშნავია რომ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და წელს ის უკვე რამდენჯერმე […]
ბუფონი პსჟ-ს მიუახლოვდა
იუვენტუსის უკვე ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მზად არის კარიერა გააგრძელოს და მის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი გამოხატავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბუფონი პსჟ-ს მეკარე გახდება და მხარეები თითქმის უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ. ბუფონს ძალიან მაღალი ანაზღაურება ექნება და იტალიელმა მეკარემ ასეთ მაცდურ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. ოფიციალური განცხადება ამ ტრანსფერის შესახებ მალე გაკეთდება.
ისლამური სახელმწიფო მსოფლიო ჩემპიონატს დაემუქრა
ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ განცხადება გაავრცელა რომლის მიხედვითაც ისინი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ტერაქტების მოწყობას აპირებენ. მსგავსი მუქარები ადრეც იყო, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს რუსეთში დიდი ყურადღება მართებთ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე თვეზე ნაკლები დარჩა და მალე მთელი საფეხბურთო სამყარო რუსეთში შეიკრიბება. ტურნირის ორგანიზატორების თქმით მონაწილეების და ყველა ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.
პაულინიომ ტრავმა მიიღო
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ძირითადმა ფეხბურთელმა პაულინიომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. პაულინიომ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ის მოედანზე გასვლას. პაულინიოს არყოფნა ბრაზილიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის მუდმივად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. პაულინიო შარშან გახდა ბარსელონას მოთამაშე და წლევანდელი სეზონი მან საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და […]
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თხილამურსა და სნოუბორდში საქართველო უმასპინძლებს
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო. საქართველოს მიზანი – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე […]
დიეგო სიმეონე: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”
მადრიდის ატლეტიკო ევროპის ლიგის გამარჯვებულის. მადრიდელებმა ფინალში მარსელის ოლიმპიკი დაამარცხეს 3:0. დიეგო სიმეონემ პირველად შეძლო ატლეტიკოსთან ერთად ევროპული საკლუბო ტურნირის მოგება და მატჩის შემდეგ ის ემოციებს არ მალავდა: ”ეს გამარჯვება კიდევ უფრო ძლიერებს გაგვხდის მომავალში და ყველა გულშემატკივარს გულწრფელად ვულოცავ დღევანდელ ტრიუმფს. ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. სიმეონემ ასევე იმედი გამოთქვა […]










