ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარს სავარაუდოდ მაისის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ნეიმარმა ერთ-ერთ ბრაზილიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა სადაც თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და ნეიმარის თქმით მისი სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიმდინარეობს: ”სავარაუდოდ მაისის 17 რიცხვში უკვე მზად ვიქნები მოედანზე გამოსასვლელად, თუმცა არ მინდა ვიჩქარო და ამით ყველაფერი გავაფუჭო. როგორც ექიმები მეტყვიან, ისე ვიმოქმედებ”–განაცხადა ნეიმარმა. ნეიმარმა ტრავმა თებერვლის ბოლოს მიიღო […]
კატეგორია: სპორტი
ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთს 5:3 მოუგეს – ვიდეო
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მეორე ტურში საქართველო დივიზიონის ფავორიტს – ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ამის შესახებ 1TV წერს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი პერიოდის მოგება ბულგარელებმა ერთშაიბიანი სხვაობით – 2:1 მოახერხეს. მეორე პერიოდში ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამი შაიბა გაუტანეს და 4:2 გავიდნენ წინ. ბოლო […]
ედენ აზარი სავარაუდოდ ზაფხულში ჩელსიდან წავა
ჩელსის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში ვრცელდება. აზარის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იქნება და ამ თანხაზე ნაკლებად ჩელსი მის გაყიდვას არ აპირებს. თუ ასეთი თანხა არავინ გადაიხადა, მაშინ ბელგიელი ნახევარმცველი ჩელსიში დარჩება. აზარის ყიდვა მადრიდის რეალს სურს, მაგრამ უცნობია თუ რამდენად მოინდომებენ მადრიდელები აზარში 150 მილიონის […]
პოლ პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს
მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ შესაძლოა გუნდი დატოვოს, რადგან მას ჟოზე მოურინიოსთან მცირე კონფლიქტი აქვს. ჯერჯერობით ამაზე ფეხბურთელი ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ პოგბამ რამდენიმე მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რაც ბუნებრივია მისთვის უჩვეულოა. პოგბას ტრანსფერში მანჩესტერ იუნაიტედმა 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, ამიტომ პოგბას შეძენის მსურველებს, მინიმუმ იგივე თანხის გადახდა მოუწევთ. აღსანიშნავია ისიც რომ პოგბამ მასში […]
ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს – ვიდეო
17 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის “ბაიერნთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. Adjarasport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფებსა, სადაც “ბაიერნი“-“სევილიას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (0:0) დაპატიჟეს. ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია, რომელიც ახლახანს „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კვარაცხელიას შეძენით დონეცკის “შახტარიცაა” დაინტერესებული.
მარსელო: ”რეალი ბარსელონასავით არასოდეს წააგებს”
მადრიდის რეალის მცველმა მარსელომ იუვენტუსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი ბარსელონასავით არასოდეს წააგებს. მარსელომ აღნიშნა რომ მსაჯმა პენალტი სამართლიანად დანიშნა იუვენტუსის კარში: ”ჩვენ ბარსელონა არ ვართ რომ ამხელა უპირატესობა გაგვენიავებინა. მთელი მატჩის მანძილზე ვუტევდით და ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან გოლი გავიდოდა. მსაჯმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნა”–განაცხადა მარსელომ. რეალმა […]
სერხიო რამოსმა შესაძლოა ახალი დისკვალიფიკაცია მიიღოს
მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღოს იმის გამო რომ ის იუვენტუსთან შეხვედრაში ტრიბუნიდან ქვევით ჩავიდა და რეალის სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა შეხვედრას. უეფას წესების მიხედვით დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს ამისი უფლება არა აქვს, ამიტომ შესაძლოა სერხიო რამოსმა ნახევარფინალის პირველი მატჩი გამოტოვოს. უეფას სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. რამოსს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი […]
ერნესტო ვალვერდე: ”რომას პრესინგს ვერ გავუმკლავდით”
ბარსელონამ სტუმრად რომასთან სენსაციური მარცხი განიცადა 0:3 და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მატჩის შემდრგ ბარსელონას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ამ წაგებას გამართლება არა აქვს და მან არ იცის რითი ახსნას ასეთი შედეგი: ”სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. რომამ პრესინგი ითამაშა და მას ვერ გავუმკლავდით, ამიტომ იძულებული ვიყავით გრძელი პასებით გვეთამაშა. დღეს მეტოქეს ყველაფერი […]
იურგენ კლოპი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”
ლივერპულმა ბევრისთვის მოულოდნელად მანჩესტერ სიტის ბარიერი საკმაოდ იოლად დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. განმეორებით შეხვედრაში კლოპის ფეხბურთელებმა მრისხანე მეტოქე 2:1 დაამარცხეს და მატჩის შემდეგ კლოპი თავის ემოციებს არ მალავდა: ”ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. მათ ორივე შეხვედრა იდეალურად ჩაატარეს და ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ჯერჯერობით შორს არ ვიყურები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეგვიძლია”–განაცხადა იურგენ […]
ალვარო მორატას ჩელსის დატოვება სურს
ჩელსის ესპანელ ფორვარდს ალვარო მორატას გუნდის დატოვება სურს, რადგან ჩელსიში მან ვერ შეძლო თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. მორატას ხშირად აკრიტიკებენ და თვითონ ფეხბურთელიც აღიარებს რომ მას ცუდი სეზონი ჰქონდა. ალვარო მორატამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა რომ მას იტალიაში სურს დაბრუნება, მაგრამ კონკრეტული გუნდი არ დაუსახელებია. მორატა ჩელსიში 2017 ზაფხულში გადავიდა და ის დიეგო კოსტას შემცვლელად მოიაზრებოდა, […]










