პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი სავარაუდოდ თვენახევარს გამოტოვებს და მას შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. ამის შესახებ განცხადება ნეიმარის მამამ გააკეთა. ეს იმას ნიშნავს რომ ნეიმარის რეალის წინააღმდეგ თამაში გამოირიცხა. ნეიმარის არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან წლევანდელ სეზონში ბრაზილიელი ფორვარდი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ბომბარდირია. აღსანიშნავია ისიც რომ თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებს, ნეიმარი ვერც […]
კატეგორია: სპორტი
ბაიერნს მარკო ასენსიოს შეძენა სურს
მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელით მარკო ასენსიოთი დაინტერესდა. ასენსიოს შეძენა ბევრ ევროპულ გრანდს სურს, თუმცა რეალი ჯერჯერობით მის გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასენსიო არ არის წინააღმდეგი რომ კარიერა ბაიერნში გააგრძელოს, რადგან რეალის ძირითად შემადგენლობაში ის ხშირა ვერ ხვდება. ჯერჯერობით თვითონ ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
იკერ კასილასს პრემიერ ლიგაში სურს თამაში
ცნობილი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს და შესაძლებელია ის ინგლისში გადაბარგდეს. ამჟამად კასილასი პორტოს მეკარეა, მაგრამ მას მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს, ამიტომ იკერი თითქმის არ გამოდის მოედანზე და იშვიათად თამაშობს. კასილასის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს, მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს ნიუკასლი იჩენს, რომლის მწვრთნელიც რაფაელ ბენიტესია. ბენიტესს სურს კასილასთან ერთად მუშაობა, […]
ნეიმარმა შესაძლოა რეალთან მატჩი გამოტოვოს
პსჟ-ს მთავარმა ვარსკვლავმა ნეიმარმა შესაძლოა რეალი წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვოს. ნეიმარმა ტრავმა მარსელთან შეხვედრის დროს მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. პსჟ-ს წარმომადგენლები და თვითონ ნეიმარი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. არ არის გამორიცხული რომ ნეიმარმა ერთი თვე გამოტოვოს, რაც პარიზელებისთვის დიდი დარტყმა იქნება. რეალთან შეხვედრა 6 მარტს გაიმართება და პსჟ-ს ორბურთიანი დეფიციტის […]
ნეიმარმა მარსელთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო
პსჟ-ს ლიდერმა ნეიმარმა მარსელთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს ხანს გამოტოვებს ბრაზილიელი ფორვარდი, მაგრამ უნაი ემერიმ განაცხადა რომ ნეიმარი სავარაუდოდ შეძლებს რეალის წინააღმდეგ თამაშს. რეალთან მატჩი 6 მარტს გაიმართება და ამ შეხვედრაში ნეიმარის მოედანზე ყოფნა პსჟ-სთვის აუცილებელია. შეგახსენებთ რომ პირველი მატჩი ფრანგებმა 1:3 წააგეს და ისინი […]
ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისში პირველი ტიტული მოიგო
ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან ერთად პირველი ტიტული მოიგო ინგლისში. მანჩესტერ სიტიმ არსენალი 3:0 დაამარცხა და ლიგის თასის მფლობელი გახდა. გვარდიოლას შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მათ გამარჯვებისთვის მიღწევა არ გაჭირვებიათ. გვარდიოლამ მატჩის შემდე განაცხადა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მისი გუნდი მომავალში კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს. პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტი დიდი უპირატესობით ლიდერობს, ამიტომ […]
სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ „ჩიხურას“ დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე სცემა
გუშინმ, 25 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის დასრულების შემდეგ, ტრიბუნაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, საჩხერის „ჩიხურას“ გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს სცემა. ინციდენტი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა, სადაც საჩხერლები ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ. საჩხერელთა მსაჯობით უკმაყოფილო დირექტორმა, სფფ-ს ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მსაჯობა უღისი იყო, რის გამოც კახა ჭუმბურიძემ ბერიკა შუკაკიძეს სახეში თავი ჩაარტყა, შემდეგ კი შუკაკიძეს ჭუმბურიძე […]
პრეზიდენტმა სუმოისტი ლევან გორგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ტოჩინოშინს სახელმწიფო ჯილდო მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა. ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ავსტრიას ვენაში მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიას ვენაში 78:64 სძლია და გერმანიასთან და სერბეთთან გასულ ნოემბერში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველად იმარჯვა. საქართელოს ნაკრებმა პირველ პერიოდში 19:5 აჯობა მასპინძლებს, ხოლო მეორე ათწუთეულში 21 ქულითაც დაწინაურდა. მეორე მეოთხედში გიორგი ცინცაძემ ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი თამაშის ბოლომდე დატოვა. ავსტრიელებმა პირველი სამქულიანი […]
ევროპის ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს მილანი და არსენალი დაუპირისპირდებიან
გაიმართა ევროპის ლიგის კენჭისყრა სადაც მერვედფინალური წყვილები გახდნენ ცნობილნი. განსაკუთრებით გამოსარჩევია მილანის და არსენალის დაპირისპირება, თუმცა სხვა ბევრი საინტერესო თამაშიც იქნება. მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ლაციო–კიევის დინამო მარსელი–ბილბაო ლაიპციგი—ზენიტი სპორტინგი–პლზენი ატლეტიკო–ლოკომოტივი დორტმუნდი–ზალცბურგი ცსკა–ლიონი მილანი–არსენალი










