ლონდონის არსენალის გერმანელ ნახევარმცველს მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს და ეს ტრანსფერი შესაძლოა უკვე იანვარში განხორციელდეს. ოზილს არსენალთან კონტრაქტი ზაფზულში ეწურება, ამიტომ სავარაუდოდ არსენალი მას ზამთარში გაყიდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვს და ამის გამო ბარსელონამ შესაძლოა მის ყიდვაზე უარი თქვას. აღსანიშნავია ისიც რომ ოზილი წლების მანძილზე მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო და […]
კატეგორია: სპორტი
იკერ კასილიასი ზამთარში პორტოდან წავა
პორტოს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილიასი ზამთარში გუნდს დატოვებს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კასილიასს კონფლიქტი აქვს პორტოს მთავარ მწვრთნელთან სერჟიო კონსეისაოსთან და ამის გამო ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ის მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა. იკერი უკვე 36 წლის არის, მაგრამ მისთვის ახალი გუნდის მოძებნა სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება. კასილიასი პორტოში 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი […]
პსჟ ტერ შტეგენში 180 მილიონ ევროს იხდის
პსჟ ბარსელონას ფეხბურთელით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და ამჯერად პარიზული კლუბის სამიზნე მარკ ანდრე ტერ შტეგენია, რომელიც წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ მზად არის ტერ შტეგენის ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიუხედავად ასეთი კოლოსალური თანხისა, ბარსელონა სავარაუდოდ უარს იტყვის, რადგან კატალონიური გუნდის თავისი პირველი გოლკიპერის გაყიდვას არ აპირებს. თვითონ მარკ ანდრე ტერ […]
ბეილი შესაძლოა ტოტენჰემში დაბრუნდეს
მადრიდის რეალის უელსელი შემტევი გარეტ ბეილი შესაძლოა თავის ყოფილ გუნდში, ტოტენჰემში დაბრუნდეს. ბეილი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და ამის გამო რეალმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. უელსელი ფეხბურთელის შეძენა ტოტენჰემის გარდა, მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას გარეტ ბეილი. რეალმა თავის დროზე ბეილის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ მადრიდელები […]
რეალი უგო ლიორისით დაინტერესდა
მადრიდის რეალი კვლავინდებურად მეკარის ძიებაშია და ამჯერად მადრიდელებმა თვალი ლონდონის ტოტენჰემის მეკარეს უგო ლიორისს დაადგეს. ლიორისი საფრანგეთის ნაკრების პირველი მეკარეა და ის გამოირჩევა სტაბილურად კარგი თამაშით, ხოლო შეცდომებს კი იშვიათად უშვებს. რეალს მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერის დავიდ დე ხეას შეძენა სურდა, მაგრამ მანჩესტერი მის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. შესაბამისად სამეფო კლუბი უკვე სხვა კანდიდატურებს განიხილავს და […]
მესიმ ბარსელონას შემადგენლობაში 525-ე გოლი გაიტანა
ლიონელ მესიმ ვილიარეალთან შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და მისთვის ეს 525-ე გოლია ბარსელონას შემადგენლობაში. მესიმ პირველი გოლი 2005 წელს გაიტანა და მას შემდეგ ის ყველა სეზონში ძალიან შედეგიანია და უკვე 500 გოლსაც გადაცდა. ერთ გუნდში გატანილი გოლების ყველა დროის რეკორდი პელეს ეკუთვნის, რომელმაც სანტოსის შემადგენლობაში 643 გოლი გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მესი ჯერ მხოლოდ […]
რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდნენ მერვედფინალური წყვილები. ყველაზე საინტერესო რეალის და პსჟ-ს დაპირისპირება იქნება, თუმცა არანაკლებ ინტერესს იწვევს ჩელსი-ბარსელონას წყვილი. მანჩესტერ სიტის კი შედარებით იოლი მეტოქე შეხვდა ბაზელის სახით. სხვა წყვილები ასე გამოიყურება: პორტო–ლივერპული რეალი–პსჟ ბაზელი–მანჩესტერ სიტი ჩელსი–ბარსელონა იუვენტუსი–ტოტენჰემი შახტარი–რომა სევილია–მანჩესტერ იუნაიტედი ბაიერნი–ბეშიქთაში
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ხეცურიანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის უსამართლობაა, რასაც კალათბურთის ფედერაცია არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს. – დღემდე არ ვიცით დელეგატების რაოდენობა, ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა და აქედან გამომდინარე, ვხსნი კანდიდატურას, – განაცხადა ხეცურიანმა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების […]
კრიშტიანო რონალდუმ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო
პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო. ამრიგად რონალდუ მესის დაეწია, რომელზეც ასევე ხუთჯერ აქვს ეს ჯილდო მოპოვებული. რონალდუმ განაცხადა რომ ამ ტიტულს თანაგუნდელების გარეშე ვერ მოიგებდა. ”ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი აღიარება. ფანტასტიური წელიწადი გამოვიდა და ჩემი თანაგუნდელების წყალობით ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ამან განაპირობა ინდივიდუალური ტიტულებიც”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ. რონალდუმ […]










