ფრანგული საფეხბურთო კლუბი “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლები დღეს ლა ლიგის ოფისში მივიდნენ იმისთვის, რომ “ბარსელონიდან” ნეიმარის ტრანსფერი განეხორციელებინათ და კლუბისთვის კომპენსაციის სახით 222 მილიონი ევრო გადაეხადათ. თუმცა ლა ლიგამ თანხის გატარებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას BBCავრცელებს. ლა ლიგაში ფიქრობენ, რომ “პსჟ” უეფას ერთ-ერთ მთავარ ფინანსურს წესს (Financial Fair Play) არღვევს, რომლის აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ საფეხბურთო კლუბი ფეხბურთელში […]
კატეგორია: სპორტი
მარკა – ნეიმარის წარმომადგენელმა LFP-ს ჩეკი გადასცა, ფედერაცია ტრანსფერს ვერ დაბლოკავს
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველა ღონეს იხმარდა რათა, “პარი სენ ჟერმენს” ნეიმარის ტრანსფერი ვერ მოეგვარებინა. თუმცა მათი მცდელობები ამაოდ დასრულდა. ხუან კრესპომ, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს სპორტული დავების და იურიდიული საკითხების მოგვარება წარმოადგენს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ ბინაში 222 მილიონი ევროს ღირებულების ჩეკი წარადგინა, რომლის თანახმადაც ნეიმარის კონტრაქტი “ბარსელონასთან” გაუქმებულია. ფედერაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად […]
დიეგო კოსტა შესაძლოა მილანში ვიხილოთ
ჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა ჯერჯერობით მან ვერ მოახერხა თავისთვის სასურველი კლუბის შერჩევა. კოსტა, ჩელსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ ის ჩელსის აუცილებლად დატოვებს. დიეგოს მიმართ ინტერესს იჩენს იტალიური კლუბი მილანი, თუმცა მილანელებს ჩელსისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავთ. მილანი ზაფხულში ძალიან გაძლიერდა და კოსტას შეძენის შემთხვევაში, მათი შეტევა […]
იურგენ კლოპს კოუტინიოს ლივერპულიდან გაშვება არ სურს
ბარსელონა სერიოზულად არის დაინტერესებული, რომ ლივერპულის ბრაზილიელი ფეხბურთელი კოუტინიო იყიდოს. კატალონიელები მზად არიან ამ ტრანსფერში 100 მილიონი ევროც კი გადაიხადონ, მაგრამ ლივერპული კოუტინიოს გაშვებას არ აპირებს. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოუტინიო არ იყიდება და ის მომავალ სეზონშიც ლივერპულის ფეხბურთელი იქნება. კლოპის აზრით, კოუტინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი წასვლით […]
ნეიმარი ბრაზილიაში გაემგზავრება და იქ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, ოთხშაბათს ბრაზილიაში ჩავა და რამდენიმე დღეს სამშობლოში გაატარებს. სავარაუდოდ სწორედ იქ მიიღებს ნეიმარი საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელოს თავისი კარიერა, პსჟ-ში, თუ ბარსელონაში. ფრანგული პსჟ მზად არის, ნეიმარის ტრანსფერში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბრაზილიელს ჯერ საბოლოო თანხმობა არ მიუცია. არ არის გამორიცხული, რომ ნეიმარი ბარსელონაში დარჩეს და პსჟ-ს იმედებს ცივი […]
პსჟ ნეიმარის წარსადგენად აღლუმის ჩატარებას აპირებს
პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის შეძენის შესახებ პსჟ უკვე ოთხშაბათს გამოაცხადებს. გარდა ამისა ფრანგული კლუბი ნეიმარის წარსადგენად აღლუმის ჩატარებას აპირებს, რაზეც უკვე მიიღო კიდეც თანხმობა პარიზის მერიისგან. თვითონ ნეიმარი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და სავარაუდოდ ის ბარსელონაში აღარ დაბრუნდება, თუმცა ოფიციალური განცხადებები ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა. […]
ბარსელონა პაულო დიბალას შეძენას ცდილობს
ბარსელონა კვლავინდებურად ცდილობს იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა ხელში ჩაიგდოს. დიბალას სატრანსფერო ფასი 110 მილიონი ევროა, რაც დიდი თანხაა, მაგრამ ბარსელონა ნეიმარის გაყიდვის შემთხვევაში 222 მილიონ ევროს მიიღებს, ამიტომ კატალომიური გუნდისთვის დიბალას ყიდვა ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება. თვითონ დიბალამ განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და იუვენტუსში ბედნიერია, თუმცა ბარსელონა უარს ცოტა ფეხბურთელი […]
კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი გაიმართა
რეალის პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს ბრალი გადასახადების გადაუხდელობაში ედება. კრიშტიანომ პროცესზე განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და რომ არა მისი იმიჯი, ის საერთოდ არ მივიდოდა სასამართლოში. ” კანონის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის და არაფრის მეშინია. ამ პროცესზე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ კრიშტიანო რონალდო ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ […]
ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელს ეჩხუბა
ბარსელონას ვარჯიშზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბრაზილიელი ნეიმარი პორტუგალიელ ბარსელონას ახალწვეულს სემედოს ეჩხუბა და მათი წაკინკლავება კამერებმაც დააფიქსირეს. ინციდენტი მალე დასრულდა, თუმცა ამან კიდევ უფრო გაამძაფრა საუბრები იმის შესახებ, რომ ნეიმარი ბარსელონას დატოვებას აპირებს. კონფლიქტი სემედოს უხეშმა თამაშმა გამოიწვია, თუმცა ამ ინციდენტის გამო ყველამ ნეიმარი გააკრიტიკა, რომელსაც მეტი თავშეკავება მართებდა. უახლოეს დღეებში ნეიმარი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც […]
ანდრეა პირლომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეა პირლომ ერთ-ერთ ინტერვიუში იტალიურ ფეხბურთზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად იტალიური ფეხბურთი სერიოზულ კრიზისს განიცდის. ”ამჟამად იტალიაში არ ტრიალებს დიდი ფული და ეს ფეხბურთზეც უარყოფითად აისახება. ინგლისთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან იქ უზარმაზარი ინვესტიციებია. ვფიქრობ, დაახლოებით 10 წელი მდგომარეობა არ შეიცვლება და იტალიური ფეხბურთი კრიზისში იქნება”– განაცხადა ანდრეა პირლომ. პირლო […]










