კატეგორია: სპორტი

კრიშტიანო რონალდო ”რეალიდან” მიდის? – ესპანეთის საგადასახადო მას 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავება

კრიშტიანო რონალდო ”რეალიდან” მიდის? - ესპანეთის საგადასახადო მას 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავება

მადრიდის “რეალი” აპირებს დაარწმუნოს კრიშტიანო რონალდო, სხვა კლუბში არ გადავიდეს. ადრე პორტუგალიურმა გაზეთმა A Bola-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდოს ესპანეთის დატოვება გადასახადების დამალვის ბრალდების გამო სურს. Marca-ს ცნობით, პორტუგალიელის შესაძლო გადასვლა არაესპანურ კლუბში დადასტურებული ინფორმაციაა. “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სიტუაციის შესახებ უკვე აცნობეს. რონალდო თვლის, რომ ესპანეთის საგადასახო უწყებები მის მიმართ არასამართლიან და არაპროპორციულ ზომებს […]

ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300.000 ლარად, შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე” გასხვისდა. “ტორპედოთი” მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული. ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის […]

ალვარო მორატა მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა

ალვარო მორატა მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა

მადრიდის რეალის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა თითქმის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. მორატას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თანახმაა ინგლისში გადავიდეს სათამაშოდ, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი კი ამ ტრანსფერში 65 მილიონ ევროს იხდის. რეალის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მადრიდელები 80 მილიონზე ნაკლებად მორატას გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა შესაძლოა მათ აზრი შეიცვალეს. მორატა რეალის აღზრდილია და ის თავის მშობლიურ […]

დიეგო კოსტას მომავალი გაურკვეველია

დიეგო კოსტას მომავალი გაურკვეველია

ჩელსის ფორვარდის დიეგო კოსტას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. დაახლოებით ერთი კვირის წინ კოსტამ განაცხადა, რომ ჩელსის მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი ჩელსიში ხილვა აღარ სურს, ამიტომ ის იძულებულია სხვა გუნდში გადავიდეს. კოსტას ძმამ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ დიეგოს ბევრი კლუბისგან აქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით მას გადაწყვეტილება არ მიუღია. კოსტას ევროპაში დარჩენა სურს იმისთვის, რომ სათამაშო ფორმა […]

არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

ლონდონის არსენალი ლიონის ფრანგი ფორვარდის ალექსანდრ ლაკაზეტის ყიდვას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსენალი მზად არის ამ ტრანსფერში ოლივიე ჟირუც ჩართოს და ის ლაკაზეტში გაუცვალოს ლიონს. ლიონის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლაკაზეტი სავარაუდოდ ამ გუნდში არ გაჩერდება, რადგან მან უკვე განაცხადა, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში სურს. ლაკაზეთის ატლეტიკოში გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ატლეტიკოს […]

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. მიზეზი ყატარის რთული კლიმატური პირობებია, ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აჭარბებს, რამაც შესაძლოა ფეხბურთელთა ჯანმრთელობას ავნოს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.

მარკო ვერატი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის

მარკო ვერატი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის

იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვერატიმ გადაწყვიტა, რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება და ამის შესახებ ვერატიმ განცხადებაც გააკეთა. ახლა ჯერი პსჟ-ზე და ბარსელონაზეა, რომლებიც ტრანსფერის ფასზე უნდა შეთანხმდნენ. ფრანგული გუნდი ამ ტრანსფერში 100 მილიონ ევროს ითხოვს, ბარსელონა კი 80 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ამიტომ ვერატის ბარსელონაში გადასვლა […]

დუგლას კოსტა იუვენტუსში ითამაშებს

დუგლას კოსტა იუვენტუსში ითამაშებს

მიუნხენის ბაიერნის ბრაზილიელი ნახევარმცველი დუგლას კოსტა მომავალ სეზონში ტურეინის იუვენტუსის ღირსებას დაიცავს. კოსტას ტრანსფერი უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი. ბაიერნი ამ ტრანსფერში 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო იუვენტუსი კი ამდენის გადახდას არ აპირებს, მაგრამ კლუბები სავარაუდოდ შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან დუგლას კოსტამ თვითონ გამოთქვა იუვენტუსში თამაშის სურვილი და ბაიერნს მისი შენარჩუნება […]

ნიკა კაჭარავათი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა

ნიკა კაჭარავათი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდით ნიკა კაჭარავათი შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა. კაჭარავა ამჟამად კვიპროსის ეთნიკოსში თამაშობს და გასულ სეზონში მან 16 გოლის გატანა მოახერხა, რითიც როგორც ჩანს უფრო ძლიერი გუნდების ყურადღება დაიმსახურა. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ პრესაში რამდენჯერმე გაიჟღერა იმ ინფორმაციამ, რომ კაჭარავას შეძენა რეინჯერსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ზაფხულში. კაჭარავათი რამდენიმე პოლონური […]

კლაუდიო რანიერი ნანტის მწვრთნელი გახდება

კლაუდიო რანიერი ნანტის მწვრთნელი გახდება

იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი მომავალი სეზონიდან ფრანგული ნანტის მწვრთნელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რანიერი ნანტთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. რანიერის საფრანგეთში უმუშავია და ის მონაკოს მწვრთნელი იყო, თუმცა ამ გუნდში მან წარმატებას ვერ მიაღწია. ბოლო ორი სეზონის მანძილზე ის ლესტერის თავკაცი იყო და 2016 წელს მისი ხელმძღვანელობით ლესტერმა თავის ისტორიაში პირველად ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად […]