ჩელსის ლეგენდა, ცენტრალური მცველი ჯონ ტერი სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს. ტერის კონტრაქტი უმთავრდება და ჩელსი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ტერი ამჟამად 36 წლის არის და ის ჩელსიდან წასვლის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ტერი ახალი გუნდის მოძებნას ეცდება. ჯონ ტერი ჩელსიში 1999 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ […]
კატეგორია: სპორტი
ტონი ადამსმა გრანადასთან ერთად სადებიუტო მატჩი 0:3 წააგო
ესპანურმა კლუბმა გრანადამ ტონი ადამსის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ მოედანზე სელტასთან 0:3 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა მატჩის შემდეგ ადამსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი: — ვფიქრობ რომ ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. აქ ქულების მოპოვება ძალიან რთულია. დღეს ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეტოქემ გვაჯობა. შევეცდები, რომ გრანადაში მდგომარეობა გამოვასწორო– განაცხადა ტონი ადამსმა. გრანადა ამჟამად სატურნირო […]
ტიბო კურტუამ ტრავმა რეკლამაში გადაღების დროს მიიღო
ჩელსის მეკარემ ტიბო კურტუამ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც მან რეკლამაში გადაღების დროს მიიღო. როგორც აღმოჩნდა კურტუა რეკლამის დროს კალათბურთს თამაშობს და კალათბურთის თამაშის დროს მან ფეხი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ბელგიელი მეკარე, თუმცა სავარაუდოდ ის კიდევ ერთი კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება თავის გუნდს. მანჩესტერთან შეხვედრაში კურტუა ასმირ ბეგოვიჩმა შეცვალა […]
რობერტ ლევანდოვსკი რეალთან განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს
მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის რეალის წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს. ამის შესახებ თვითონ ლევანდოვსკიმ თქვა. პოლონელმა თავდამსხმელმა რეალთან პირველი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა და მისი არყოფნა ბაიერნს ძალიან დაეტყო. ლევანდოვსკის თქმით მას შეეძლო თამაში, მაგრამ გართულებების თავიდან ასაცილებლად დასვენება არჩია. საბოლოოდ ბაიერნმა 1:2 წააგო და თავის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. განმეორებითი შეხვედრა […]
სტივენ ჯერარდი ლივერპულის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა
ლივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდი ოფიციალურად ლივერპულის ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ სულ მალე ჯერარდი თავის სამუშაოს დაიწყებს. ჯერარდმა კარიერა ზაფხულში დაასრულა და მას შემდეგ მან სურვილი გამოთქვა, რომ ლივერპულში ემუშავა. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჯერარდი ლივერპულის მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდეს, თუმცა […]
ხუან მატა ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს ვეღარ დაეხმარება
მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი ნახევარმცველი ხუან წლევანდელ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს. ამის შესახებ მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომლის თქმითაც მატა მაისის ბოლოს გამოჯანმრთელდება, ამ დროს კი როგორც მოგეხსებათ საკლუბო სეზონი უკვე დასრულებულია ხუან მატამ ტრავმა მარტში მიიღო და ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ის შეძლებდა სეზონის ბოლომდე მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, […]
პაულო დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ტურინის იუვენტუსის არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა იუვესთან მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ფეხბურთელმა დაადასტურა. დიბალას თქმით ტურინში ის თავს იდეალურად გრძნობს და არაფრის შეცვლა არ სურს. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტის თანახმად დიბალას გაცილებით მეტი ანაზღაურება ექნება და წლიურად ის 7 მილიონ ევროს მიიღებს. დიბალას სატრანსფერო ფასი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც […]
ნური შაჰინი: ”მონაკოსთან თამაშის დროს ფეხბურთზე ვერ ვფიქრობდი”
დორტმუნდის ბორუსიას თურქმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა აღიარა, რომ მონაკოსთან მატჩის დროს ის ფეხბურთზე არ ფიქრობდა, რადგან მას თავში ისევ ის აფეთქებები უტრიალებდა, რომელი სამშაბათს მოხდა. შეგახენებთ, რომ სამშაბათს ბორუსიას ავტობუსთან ახლოს აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. საბოლოოდ მატჩი ოთხშაბათს ჩატარდა და ბორუსიამ 2:3 წააგო მონაკოსთან. შაჰინის თქმით, მან იგრძნო […]
კრეიგ შექსპირს განმეორებითი შეხვედრის იმედი აქვს
ლესტერმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა სტუმრად ატლეტიკოსთან 0:1 წააგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტუან გრიზმანმა გაიტანა. შეხვედრის შემდეგ ლესტერის მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ შექსპირმა განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია ატლეტიკოს ბარიერის დაძლევა:– ვფიქრობ მადრიდში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანმა ყველა გეგმა აგვირია. მიუხედავად ამისა ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი მოთხოვნები კარგად შეასრულეს–განაცხადა […]
მილანი ოფიციალურად ჩინელი ინვესტორების ხელში გადავიდა
საფეხბურთო კლუბი მილანი ოფიციალურად გაიყიდა და აწი მისი მფლობელი ჩინური კონსორციუმი იქნება. ეს ინფორმაცია მილანის ოფიციალურ გვერდმა დაადასტურა. მილანი ჩინელებს უფრო ადრეც უნდა ეყიდათ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. გარიგების თანახმად მილანი 740 მილიონ ევროს მიიღებს, აქედან 220 მილიონი ვალების დაფარვაში წავა, დანარჩენი თანხა კი თვითონ კლუბს მოხმარდება. მილანის წინა მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ […]










