კატეგორია: სპორტი

ლივერპულმა ევერტონს 3:1 მოუგო

ლივერპულმა ევერტონს 3:1 მოუგო

ცოტა ხნის წინ ლივერპულის ენფილდის სტადიონზე დასრულდა პრემიერლიგის მატჩი ლივერპულსა და ევერტონს შორის. ლივერპულის დერბიმ ტრადიციულად საინტერესოდ ჩაიარა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი მე-8 წუთზე სადიო მანემ გაიტანა. 28-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. ეს მეთიუ პენინგტონმა გააკეთა _ 1:1. 3 წუთის შემდეგ ფელიპე კოუტინიომ სოლო გარღვევა შეასრულა და მოჭრილი დარტყმით ლივერპული წინ გაიყვანა. მატჩს საბოლოოს […]

ერნან კრესპომ იგუაინის ნაკრებში ცუდ თამაშზე ისაუბრა

ერნან კრესპომ იგუაინის ნაკრებში ცუდ თამაშზე ისაუბრა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ გონსალო იგუაინზე ილაპარაკა და თქვა, რომ იგუაინს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს ნაკრებში  თამაშთან დაკავშირებით. ყველასთვის ცნობილია, რომ იგუაინმა არგენტინის ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და კრესპოს აზრით ეს მოქმედებს გონსალოზე და ის ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს როგორიც შეუძლია. არგენტინის ნაკრები ამჟამად მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე მე-5 ადგილს […]

ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა

ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა

ემპოლის და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე თავის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. მჭედლიძეს ბოლო წლებია მუდმივად აწუხებს ტრავმები და ამჯერადაც მან თითქმის ორი თვე გამოტოვა, თუმცა თავიდან ეს ტრავმა სერიოზული არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, ლევანმა თავისი გუნდის ბევრი შეხვედრა გამოტოვა და აღსანიშნავია, რომ ემპოლი მის გარეშე […]

რაული რეალში იმუშავებს

რაული რეალში იმუშავებს

მადრიდის რეალის ლეგენდარული ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო თავის მშობლიურ კლუბში ბრუნდება, სადაც ის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩევლად იმუშავებს. რაულმა სამეფო კლუბში 16 წელიწადი გაატარა და ამ ხნის მანძილზე 228 გოლის გატანა შეძლო. საფეხბურთო კარიერა რაულმა ორი წლის წინ დაასრულა და მისი ბოლო გუნდი ნიუ იორკ კოსმოსი იყო, სადაც რაული კარიერის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული გუნდის […]

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებს

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს გამართავს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს საქართველოში უმასპინძლებს. ფიფას რეიტინგის 73-ე ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს. ამხანაგური მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს მოლდოვაში ჩაატარებენ უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოსამზადებელ […]

ქუთაისის “ტორპედოს” აუქციონზე გასაყიდად ამზადებენ – მისი ყიდვა ზაალ ჩაჩავას სურს

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გასაყიდად ამზადებენ – მისი ყიდვა ზაალ ჩაჩავას სურს

როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის “ტორპედოს” ფასს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს და აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიას მიაწვდის. ამის შემდეგ, ქუთაისის მერია გადაწყვეტს, რომელ დღეს გავა კლუბი გასაყიდად აუქციონზე. აუქციონზე “ტორპედო” სწორედ ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილ ფასად გაიყიდება. მოგეხსენებათ, იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700.000 ლარად შეაფასა და სწორედ ამ […]

არდა თურანმა ტრავმა მიიღო

არდა თურანმა ტრავმა მიიღო

ბარსელონას თურქმა ლეგიონერმა არდა თურანმა მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს. ამ ხნის მანძილზე ბარსელონას ბევრი მნიოშვნელოვანი მატჩი ელის, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა იუვენტუსის წინააღმდეგ. პირველ მატჩში არდას თამაში გამორიცხულია და სავარაუდოდ ის განმეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს. არდა არ ითვლება ბარსელონას ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა წელს ის საკმაოდ კარგ […]

არიენ რობენს სურს რომ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი მან და უესლი სნეიდერმა აირჩიონ

არიენ რობენს სურს რომ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი მან და უესლი სნეიდერმა აირჩიონ

ჰოლანდიის ნაკრებს ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი  აქვს და ცოტა ხნის წინ დანი ბლინდი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ჯერჯერობით ჰოლანდიელები მწვრთნელის გარეშე არიან და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მას და უესლი სნაიდერსს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მწვრთნელის არჩევაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. რობენის თქმით მას და სნეიდერს დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი ნაკრებისთვის […]

ჟოზე მოურინიომ ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიომ ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა

მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ნეიმარის მანჩესტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მოურინიოს თქმით ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბარსელონა მას არასოდეს გაყიდის. მანჩესტერის მწვრთნელმა ნეიმარის ყიდვა ბანკის სეიფის გატეხვას შეადარა და თქვა, რომ კანონიერი გზით ბრაზილიელი ვარსკვლავის გადმოყვანა ძალიან რთული იქნება. მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედი მაინც ცდილობს […]

ადამ ლალანას შესაძლოა ერთი თვე გაუცდეს

ადამ ლალანას შესაძლოა ერთი თვე გაუცდეს

ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ადამ ლალანამ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას შესაძლოა ერთი თვეც კი გაუცდეს. ლალანას მუხლის დაზიანება აქვს, რომელიც ძალიან სერიოზული არ არის, მაგრამ მკურნალობას საჭიროებს. ლალანამ ინგლისის ნაკრების ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ზოგადად ის ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. იგივე შეიძლება ითქვას ლივერპულზეც, რომლისთვისაც ლალანას არყოფნა […]