საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “დინამო არენას” სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. “ბორჯღალოსნებმა” ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა. 26-ე […]
კატეგორია: სპორტი
ძიუდოისტთა გრან სლემზე ლაშა გიუნაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა მოიპოვა. გიუნაშვილმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს ვაზარით მოუგო. ამავე წონით კატეგორიაში სტარტზევე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა თორნიკე ნაგლიაშვილი. ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრები 11-კაციანი გუნდით 6 წონაში გამოდის, 12 მარტს დასრულდება.
პსჟ-ს ფანებმა ფეხბურთელებს აგინეს და მანქანები დაულეწეს
ბარსელონასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პსჟ-ს გულშემატკივრები თავიანთ გუნდს პარიზის აეროპორტში ძალიან აგრესიულად დახვდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. გარდა ამისა, რამდენიმე გულშემატკივარმა ფეხბურთელების მანქანებიც დააზიანა, რის შემდეგაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა გახდა საჭირო. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა პსჟ-ს ფანები ასე იოლად თავიანთ გუნდს ამ წაგებას არ აპატიებენ. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ბარსელონასთან ნოუ კამპზე 1:6 წააგო, […]
რაკიტიჩი ბარსელონაში რჩება
კატალონიის “ბარსელონამ” და ივან რაკიტიჩმა თანამშრომლობა განაახლეს, რითაც ბოლო მოუღეს ჭორებს, თითქოს ხორვატი ნახევარმცველი ესპანეთის დატოვებას აპირებდა. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 29 წლის შუახაზელი “კამპ ნოუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულებაზე ხელს მხარეები დღეს, 10 მარტს მოაწერენ. ივან რაკიტიჩი “ბარსელონაში” 2014 წელს “სევილიადან” გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში […]
ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
ბარსელონა-პსჟ-ს მატჩში ბარსელონას ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან ამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო და ასევე 2 საგოლე პასი გააკეთა. ნეიმარს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარსელონა წელს ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ 2 შეხვედრას კიდევ ჩაატარებს, ნეიმარს ექნება შანსი, თავისი რეკორდი გააუმჯობესოს. ბარსელონას მეტოქე […]
გურამ კაშიათი სუონსი დაინტერესდა
ქართველი მცველით გურამ კაშიათი, რომელიც ამჟამად არნემის ვიტესში თამაშობს, უელსური გუნდი სუონსი დაინტერესდა. სუონსი პრემიერ ლიგის ბინადარია, ინგლისის ჩემპიონატს კი ბევრი საუკეთესოდ თვლის მსოფლიოში. თვითონ კაშიამ აღიარა, რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია და მას ეს ტურნირი ბავშვობიდან უყვარს. _ პრემიერ ლიგის გუნდის ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია. ინგლისის ჩემპიონატს ბავშვობიდანვე ვუყურებ და ლივერპულს ვგულშემატკივრობ, რადგან […]
კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოირჩინა
მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მცირე ტრავმა მოირჩინა და ის თავის თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ტრავმის გამო კრიშტიანომ ესპანეთის შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც მისმა გუნდმა ეიბარი სტუმრად 4:1 დაამარცხა. ხვალ რეალი ჩემპიონთა ლიგაში განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს ნაპოლისთან და ამ მატჩში რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. პირველი მატჩი მადრიდში რეალის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ლუის სუარესი: “პსჟ-ს ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”
ბარსელონას ფორვარდმა ლუის სუარესმა პსჟ-სთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბარსელონას პსჟს ბარიერის დაძლევა შეუძლია. სუარესის აზრით, ამისთვის აუცილებელია, რომ ბარსელონამ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანოს და ამის შემდეგ პსჟ ანერვიულდება. _ ვისაც გამარჯვების არ სჯერა, ის ფეხბურთსაც არ უნდა თამაშობდეს. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და ნოუ კამპზე ბარსელონას ძალიან ბევრი შეუძლია. თუ პირველი ტაიმი […]
ფერნანდო ტორესი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა
მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი ფერნანდო ტორესი დეპორტივოსთან მატჩში სიკვდილს გადაურჩა. 85-ე წუთზე ფერნანდო მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავით შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე ცუდად დაეცა და გონება დაკარგა. ტორესს მაშინვე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ტრავმა არ გამოდგა ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ჩანდა. ტორესი კიდევ რამდენიმე დღე იქნება საავადმყოფოში და შემდეგ უკვე სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება. დეპორტივოსთან […]
ფრანკ რიბერი ბაიერნიდან წასვლას არ აპირებს
მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი კარიერის დასრულებას ბაიერნში აპირებს. ამჟამად რიბერი 33 წლის არის და ის კიდევ რამდენიმე სეზონის ჩატარებას აპირებს, ხოლო ამის შემდეგ კი მისი კარიერა როგორც ფეხბურთელის დასრულდება. ფრანგ ფეხბურთელმა ისიც განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის საცხოვრებლად მიუნხენში დარჩება. რიბერი ბაიერნის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ამ ხნის მანძილზე მან […]










