ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ხალხი და პოლიტიკა” ერთმანეთს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია და სტუმარი ნიკოლოზ მჟავანაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების თემა ჰერეთზე გადაცემის გაკეთების მოთხოვნა იყო, რომელიც სტუმარმა მასპინძელს დაუყენა. ვახო სანაიამ მჟავანაძის ლაპარაკს სისულელე უწოდა და მას კარისკენ მიუთითა.
კატეგორია: ვიდეოები
ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან”, 3 სახლი იწვის – ვიდეო
ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სასტუმრო “ლეოგრანდის” მახლობლად. ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკს ტიპის დასახლებაა. არის საშიშროება, რომ ცეცხლი მეოთხე სახლსაც მოედოს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები. ნიუპოსტი
28 წლის შვედი დიჯეი ავიჩი ომანში გარდაიცვალა – ვიდეო
შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი ავიჩი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ავიჩი ომანის დედაქალაქ მასკატში დღეს ნახეს გარდაცვლილი. დი-ჯეის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მუსიკოსმა 2016 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა. მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას ავიჩის კოლეგები გამოთქვამენ. პოპულარული დი-ჯეი კელვინ ჰარისი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და „ტვიტერზე“ წერს, რომ Avicii ძალიან ნიჭიერი […]
ნიკა გვარამიამ ვანო ჯავახიშვილს ტელეიმედის დაცინვა მოუწონა – “ამოვყირავდი სიცილით” – ვიდეო
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “არც მეტი, არც ნაკლები, ამოვყირავდი სიცილით, ფერდები მტკივა 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂” მან ვანოს შოუს გუშინდელი გადაცემის შესაბამისი ვიდეო დადო, რომელშიც ვანო ჯავახიშვილი ტელეიმედს დასცინის, კერძოდ, სიუჟეტს დენდროლოგიური პარკის შესახებ. https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/966291733539153/
აშშ-ში ოჯახმა საცურაო აუზში ნიანგი იპოვა – ვიდეო
აშშ-ში, ფლორიდაში, ოჯახმა ეზოში, საცურაო აუზში 2.7-მეტრიანი ნიანგი იპოვა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. სპეციალისტებმა მტაცებელი ე.წ. „კაუჭით” დაიჭირეს. ამერიკაში ნიანგი საშუალოდ 3-დან 5 მეტრამდე იზრდება და წონამ შესაძლოა, 454 კილოგრამსაც კი მიაღწიოს. აშშ-ში ნიანგების ყველაზე დიდი რაოდენობა ფლორიდასა და ლუიზიანაშია. თითო შტატში მათი რაოდენობა მილიონამდეა. ადგილობრივები ნიანგებს საკუთარ […]
არქიტექტორებმა დასაკეცი ცათამბჯენი გამოიგონეს – ვიდეო
აშშ-ში ცათამბჯენების არქიტექტურული პროექტების კონკურსი eVolo დასრულდა, რომლის გამარჯვებულები პოლონელი არქიტექტორები – დამიან გრანოსიკი, იაკუბ კულისა და პეტრ პანჩიკი გახდნენ. მათ დასაკეცი ცათამბჯენის პროექტი წარადგინეს. ინფორმაციას Dezeen-ი ავრცელებს. Skyshelter.zip-ის კონცეფცია მისი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების დროს გამოყენებისთვის შემუშავდა, რათა დიდი რაოდენობით ადამიანისთვის გახდეს თავშესაფარი. შენობა ადვილად თავსდება ყუთში კონსტრუქციის ბაზის ზომაზე და სამხედრო ვერტმფრენების საშუალებით მისი გადაადგილებაც […]
როგორ ანუგეშებენ უცხოელები სასწრაფოს მოსვლამდე ქართველს – ვიდეო
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორი აღწერილობაში წერს: “ეს უცხოელები 10 წუთის მანძილზე სასწრაფოს მოსვლამდე ასე “უვლიდნენ” და “ანუგეშებდნენ” კაცს, რომელსაც ნაღვლის ბუშტის პრობლემა ჰქონდა, დანარჩენი თქვენ თვითონ შეაფასეთ”. ნიუპოსტი https://www.facebook.com/IurisprudenciaGeorgia/videos/602579086774019/
რუსთავში ბარიდან 1 კასრი ლუდი მოიპარეს – ვიდეო
რუსთავში ბოსტანქალაქის ქუჩაზე ლუდის ბარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უცნობმა პირებმა ობიექტიში შეღწევა მინის ჩამსხვრევით მოახერხეს. ბარში თანხა არ ინახებოდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტიდან ერთი კასრი ლუდია წაღებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ინფორუსთავი
ენიო მორიკონე 19 მაისს ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს – ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება – ვიდეო
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, 19 მაისს Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. – მაესტროსთან ერთად 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა საქართველოში და შეასრულებს ყველასთვის საყვარელ მუსიკას. სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან […]
როგორ დაიკლო ჰანთერ ჰობსმა 3 თვეში 20 კილო – ვიდეო
იუთუბის მომხმარებელმა, ჰანთერ ჰობსმა გამოაქვეყნა აჩქარებული ვიდეო, ე.წ. „თაიმლეპსი”, როგორ იკლებს წონაში. ამის შესახებ Independent-ი წერს. კაცმა სამ თვეში 20 კილო დიეტისა და ინტენსიური ვარჯიშის გზით დაიკლო. როგორც ჰობსი ამბობს, კვებისას განსაკუთრებული შეზღუდვები არ ჰქონია. ის არ იკვებებოდა სწრაფი კვების ობიექტებში და ცდილობდა, ნატურალური პროდუქტები მიერთვა. ამასთან, კვირაში ექვსჯერ სტუმრობდა სპორტდარბაზს და ვარჯიშობდა.










