ნაჯა ორაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “თარხნიშვილზე Tekuna Gachechiladze-ის ღვინის ახალი რესტორნის კარებთან, რესტორნის მფლობელს ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო. პანდემიაში, ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, პოლიციის რესურსი ამ წარმოუდგენელ აბსურდში იხარჯება.”
კატეგორია: ვიდეოები
სკანდალი ესპანეთში – დიაკაბის რასისტული შეურაცხყოფა მოაყენეს – ვიდეო
გუშინ, 4 აპრილს, ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში, “კადისმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 29-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელი კალა და “ვალენსიას” მცველი დიაკაბი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც გაირკვა, კამათის მიზეზი “კადისის” მცველის მიერ რასისტული გამონათქვამები გახლდათ, რის გამოც მოედანზე დიდი შეხლა-შემოხლა ატყდა. დიაკაბის დაწყნარებას მსაჯი და ფეხბურთელები ცდილობდნენ. ბოლოს კი ვალენსიას ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. […]










