დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას. https://www.facebook.com/rustavi2/videos/307071959947311/
კატეგორია: ვიდეოები
“მე მატყუებ, გოგო?!” – მასობრივი ჩხუბი გოგონებს შორის – ვიდეო
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც არასრულწლოვან გოგონებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. “მე მატყუებ, გოგო?” – ეუბნება ერთი გოგონა მეორეს და სახეში ხელს ურტყამს. ამის შემდეგ იწყება ძიძგილაობა, რომელიც დროდადრო ჩხუბში გადადის. ჯერჯერობით უცნობია, სწავლობს თუ არა აღნიშნულ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრაიმტაიმი https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/1189705717872218/
ვერაზე მომხდარი ინციდენტი კამერამ დააფიქსირა – ვიდეო
ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერის თანახმად, 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება. ვიდეომასალას “რადიო თავისუფლოება” ავრცელებს. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/386841022124405/
გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი კონცერტზე სასიკვდილოდ დაჭრეს – ვიდეო
პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი მასზე თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა . ადამოვიჩს თავს 13 იანვარს დაესხნენ. ეს გდანსკში საქველმოქმედო კონცერტზე მოხდა. ადამოვიჩს მოულოდნელად მივარდა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულის არეშიც. ექიმებმა ადამოვიჩის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი ყოფილი პატიმარია, რომელიც ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. მან თავისი […]
აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები – ვიდეო
აფეთქება პარიზის ცენტრში – არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ინფორმაციას დასავლური მედია პარიზის პრეფექტურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ტრევიზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ ფართში მოხდა. მომხდარი დეტალები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. რუსთავი 2
უჩა კორძაია გარდაიცვალა – ვიდეო
ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მანქანა ტროტუარზე აქსის თაუერის მუშებს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა – ვიდეო
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარ მუშებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და აქსის თაუერის მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ფარდულს შეეჯახა. დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს. […]
რუსთავში იუსტიციის სახლთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – ვიდეო
რუსთავში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ერთერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანა ბარძაყის არეში დაარტყა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. […]
ინციდენტი რუსთავში – მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აპროტესტებს – ვიდეო
რუსთავის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მიკროავტობსით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებს. ისინი ძველი ტარიფის, 1.50 ლარის დატოვებას ითხოვენ. რუსთავის მერმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და მოუწოდა მგზავრებს არ გადაიხადონ 2 ლარი და გადაიხადონ მხოლოდ ლარნახევარი. აქციის მონაწილეებმა მერს მოსთხოვეს, რომ 1.50 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად გაეკრა მიკროავტობუსში, რაც ირაკლი ტაბაღუამ შეასრულა და ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში […]
ერთს თავში ესროლეს, მეორეს ყელი გამოჭრეს – თიანეთში მკვლელობის ახალი დეტალები – ვიდეო
თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე კაცი სასტიკად არის მოკლული. ერთ-ერთს თავში ესროლეს, მეორე, 32 წლის კაცს კი ყელი გამოჭრეს. ამ ფაქტზე ამ დრომდე არავინ არის დაკავებული. თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი კაცი გვიან ღამით თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ექიმები, პაციენტის მოთხოვნით, კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჭრილი […]










