კატეგორია: ვიდეოები

უცნობი – “იყოს ჩემი მხრიდან ბოლო შანსი, რომელიც “ოცნებას” მივეცი” – ვიდეო

უცნობი - "იყოს ჩემი მხრიდან ბოლო შანსი, რომელიც "ოცნებას" მივეცი" - ვიდეო

მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი აცხადებს, რომ ახალი კლიპი  “4 და 8, 4 და 8 – თუ არადა გაგერღვა!” საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გააკეთა. როგორც “პრაიმტაიმთან” საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მისი განწყობა არ შეცვლილა, უბრალოდ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წინა ხელისუფლების მობრუნება ქვეყნის სათავეში. “არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისეთივე განწყობა მაქვს ამ მთავრობის მიმართ, როგორც […]

თეონა გეგელია – „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია, გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან” – ვიდეო

თეონა გეგელია - „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია, გავიდნენ მორალის და პროფესიონალიზმის ჩარჩოებიდან" - ვიდეო

“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა ოქუაშვილის ტელეიმედთან ინტერვიუს შესახებ “იმედი” ეხმაურება. “რუსთავი 2”-მა გაავრცელა სასაცილო ტყუილი, რომ თითქოს “იმედის” ჟურნალისტებს და ომეგას დამფუძნებელ ოქუაშვილს შორის რაღაც ფარული მიმოწერა არსებობს და ეს ფარული მიმოწერები აქვს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა თეონა გეგელიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. „რუსთავი 2-ის პერსონაჟები დიდი ხანია გავიდნენ მორალის და […]

ბერა – „ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში” – ვიდეო

ბერა - „ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში" - ვიდეო

„ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში. ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს“ – დაწერა ბერა ივანიშვილმა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქორწილის ვიდეო, რომელსაც სიმღერა As You Are მისივე შესრულებით ადევს და კლიპად არის ქცეული. შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ახლახან იქორწინეს. მათი ქორწილი რამდენიმე დღე მედიის ყურადღების ცენტრში იყო.

საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს – ვიდეო

საქართველომ ყაზახეთს მოუგო და ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს - ვიდეო

სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე დასრულდა ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0;0 დამთავრდა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი მაღალი ჩაწოდება მოჰყვა, რომელსაც გიორგი მერებაშვილმა ვარდნაში თავური დაუხვედრა – 1:0. 84-ე წუთზე უკვე თავად ჩაკვეტაძემ გამოიჩინა თავი და ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის […]

“პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, თავი არ გეცოდებათ?” – სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს – ვიდეო

"პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, თავი არ გეცოდებათ?" - სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს - ვიდეო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ფეისბუკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას ყველანაირად ულახავს რეპუტაციას და ზღუდავს, ამის მაგალითად სააკაშვილს ბილბორდების საკითხი და წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილის „გადამალვა“ მოჰყავს. სააკაშვილი ზურაბიშვილს მოუწოდებს დაფიქრდეს, რამდენად უღირს მსგავსი თავის მოჭრა და ქართველების მეხსიერებაში ცუდი სახელით დარჩენა: „გასაგებია, რომ […]

აფეთქება ფონიჭალაში – ნგრევისას დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია – ვიდეო

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი და ერთი  მცირეწლოვანი. „ჩემი ახლობელი ცხოვრობდა მეორეზე. პატარა ბავშვი ჰყავს და წაიყვანა სასწრაფომ. დამწვარია ბავშვიო. მეორე მცირეწლოვანიც არის დაშავებული როგორც ამბობენ. მეორეზე ცხოვრობდნენ ჩემი ახლობლები მაგრამ მესამეზე მოხდა აფეთქება,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილობრივები […]

ნიკა გვარამია – “დაყრუვდნენ ხბოები თუ როგორაა “უდიპლომო სასიძოში”? – ვიდეო

ნიკა გვარამია - "ერთ ბიზნესმენს ქუმსიშვილთან ყოველთვიურად 70 ათასი დოლარი მიჰქონდა, მას მისტერ 10 პროცენტს ეძახდნენ"

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ნინი ქარსელაძის და ქუჩის ბიჭების სიმღერას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “დაყრუვდნენ ხბოები თუ როგორაა “უდიპლომო სასიძოში”? 🙉” https://www.facebook.com/Mariamkasrashvili/videos/2030999910292161/

კახეთში რძალმა დედამთილი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დაკბინა – ვიდეო

კახეთში რძალმა დედამთილი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დაკბინა - ვიდეო

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს. 70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა, რის გამოც ვაქცინის გაკეთებას აპირებს. “ნაცინალური მოძრაობის კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა ჩემს რძალს 40 ლარი ამოატანა, რომ ხმა ნაციონალებისთვის მიმეცა. რძალმა მითხრა, რომ ბეციაშვილი ხმის მიცემის სანაცვლოდ […]

ნათელა შოშიაშვილი 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს – აგვისტოს ომმა მას ყველაფერი გაუნადგურა – ვიდეო

ნათელა შოშიაშვილი 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს - აგვისტოს ომმა მას ყველაფერი გაუნადგურა - ვიდეო

59 წლის ნათელა შოშიაშვილი გორში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. ის 10 წელია, ჯართის შეგროვებით არჩენს ოჯახს. აგვისტოს ომის დროს კომბინატში ჩამოვარდნილმა ჭურვმა მისი სახლიც დააზიანა, ყველაფერი განადგურდა, ქონება, ავეჯი. იხსენებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში რამდენჯერმე დაპირდნენ ავეჯით დახმარებას, თუმცა დღემდე არაფერი მიუღია ოჯახში მასთან ერთად მეორე ჯგუფის შშმ პირი – ვაჟი და ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობს. ნათელას […]

თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ – ვიდეო

თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი საქორწინო კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ  - ვიდეო

თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა. ვიდეოს ტვ პირველი ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/327385558045025/