რამდენიმე წუთის წინ ლაშა მესხმა ფეისბუქში დაწერა: ”მომენტი, როცა ქვეყანა უკვე აშენებულია და შენ პარლამენტის სხდომაზე კამათელს აგორებ. ფოტო ტვ პირველის ვიდეოდან: ნუკრი ქანთარიამ კარი აიღო <3” https://www.facebook.com/tvpirveli/videos/719811245043105/
კატეგორია: ვიდეოები
“ბავშვს მიტოვებდა კიდურის გარეშე” – რა მოხდა რუსთავში – ვიდეო
3 წლის ბიჭის მშობელი აცხადებს, რომ მის შვილს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არასათანადო დახმარება აღმოუჩინეს. ირაკლი მელაძე საავადმყოფოს ექიმს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს, ასევე მოითხოვს, რომ მას სამუშაო ლიცენზია შეუჩერონ. “ბავშვს მიტოვებდა კიდურის გარეშე, ინვალიდი დარჩებოდა ბავშვი, ეგრე რომ შეხორცებოდა ძვლები”, – ამბობს ირაკლი მელაძე. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ტრამვატოლოგი დავით მეტრეველი კი აცხადებს რომ ბავშვს ყველა […]
ქუთაისის საკრებულოში ”ოცნების” დეპუტატებმა ნაციონალების დეპუტატი ცემეს – ვიდეო
ქუთაისის მერიის შენობაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისიპოსტის ცნობით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ. ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა. დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის […]
ნიკა გვარამია – “კამპანია წიწაკა-ჩელენჯი – არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!” – ვიდეო
რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე. ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა. ინფორუსთავი
პაპუნაშვილმა “დეპორტივოს” გოლი გაუტანა – “სარაგოსა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა – ვიდეო
ესპანეთის თასზე საკუთარ მოედანზე “სარაგოსამ” 2:1 დაამარცხა “დეპორტივო” და ამ მატჩში გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. “სარაგოსას” ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა. ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა – მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი […]
საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა – ვიდეო
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა. გილოცავთ! ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა “დინამო არენაზე”. ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო. რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, ვლადიმირ ვაისმა […]
აფხაზეთის პრემიერი გაგულია ავარიაში დაიღუპა – რა მოხდა გუდაუთაში – ვიდეო
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. ამავე ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, კონტროლი დაკარგა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. აღნიშნულ ფაქტს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს. „აფხაზეთის […]
საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო – ჩაკვეტაძის სუპერგოლი – ვიდეო
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო – სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა! გილოცავთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან “ჯვაროსნები” და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია. ყაზახების უპირატესობა საკუთარ […]










