შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნით მატჩში “გეტებორგმა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “ოსტერსუნდსი” და სტუმართა კარში გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. მან 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში – ბურთი კუთხურიდან მეკარისგან ახლო კუთხეში უცნაური ტრაექტორიით ჩაახვია, შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გიორგის პასით ვაჯებაჰ საკორმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე […]
კატეგორია: ვიდეოები
თბილისში მოზარდებმა ყავის სახლი გაქურდეს – ვიდეო
თბილისში ყავის სახლი Dom Kofe-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ყავის სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული მასალა, რომელზეც ობიექტის კარის შემტვრევის და გაქურდვის მომენტია ასახული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ორი სავარაუდოდ არასრულწლოვანი პირი ჩანს. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე […]
ხაშურში პატრულმა ქალი გაიტანა – ვიდეო
ხაშურში მოქალაქეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ “ნიუპოსტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ქვეითად მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. ქვეითი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი […]
“სალომე ზურაბიშვილი სულ პორნოშეცდომებს რატომ უშვებს?” – “სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველგან შეგვიძლია გავთხაროთ” – ვიდეო
დიდ ჯიხაიშში ამომრჩევლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ასეთი რამ თქვა: “ჩვენ გვაქვს ფანტასტიური ამ მხრივ სივრცე, სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველგან შეგვიძლია გავთხაროთ” ამ ფრაზამ ფეისბუქში დიდი ჟრიამული გამოიწვია. “ეს ქალი სულ პორნოგრაფიულ შეცდომებს რატომ უშვებს, საინტერესოა”, – დაწერა ნიკა გვარამიამ, რომელმაც 1 საათის წინ ამ პრობლემას კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა: “დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ ვერ […]
არეთა ფრანკლინი გარდაიცვალა – ვიდეო
დეტროიტში გარდაიცვალა არეთა ფრანკლინი. არეთა ფრანკლინს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან სოულის დედოფალს ეძახდნენ. ის 76 წლის იყო. მომღერალი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არეთა ფრანკლინი მძიმედ იყო ავად. ამბობენ, რომ მომღერალს კიბო ჰქონდა და ბოლო დროს მან 40 კილოგრამი დაიკლო.
ატლეტიკომ რეალს სუპერთასი მოუგო – ვიდეო
რამდენიმე წუთის წინ ტალინში დასრულდა ევროპის სუპერთასის მატჩი მადრიდის რეალსა და ატლეტიკოს შორის. “ატლეტიკომ” დამატებით დროში “რეალს” 4:2 სძლია. საინტერესო იყო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში როგორ წარმოაჩენდა თავს თავდამსხმელ რონალდოს გარეშე დარჩენილი “რეალი”, რომელსაც ახალი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ახალ სტილში ათამაშებს. ვერ წარმოაჩინა! ანგარიში 49-ე წამზე როხიბლანკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა. ეს სუპერთასზე გატანილი ყველაზე […]
საშინელი კატასტროფა იტალიაში – გენუაში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი – ვიდეო
იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
უსმან დემბელემ ბარსელონას სუპერთასი მოაგებინა – ვიდეო
მაროკოს ქალაქ ტანჟერში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერთასის მატჩი, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილიას” 2:1 სძლია. “ბარსამ” მეცამეტედ მოიპოვა ეს ტიტული და რეკორდსმენია. “რეალს” სუპერთასი ათჯერ აქვს მოგებული. ლეო მესიმ “ბარსელონაში” 33-ე ტურნირი მოგო და კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან 9-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის თასი, 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ სუპერთასი და 3-ჯერ […]
დათა ხოჭოლავამ შახტარში გოლი გაიტანა – ვიდეო
დათა ხოჭოლავამ დონეცკის „შახტარში“ გადასვლის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა. უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში, დონბასელებმა პოლტავას „ვორსკლას“ უმასპინძლეს და და 4:1 დაამარცხეს. ხოჭოლავა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან პოლტაველთაკარი 62-ე წუთზე აიღო. ეს დონეცკელთა მესამე გოლი იყო და ანგარიში 3:1 გახდა. პოლტაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა სანდრო კობახიძემ, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგოში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. ოთხი ტურის შემდეგ „შახტარმა“ 9 ქულა დააგროვა და […]
ინიესტამ იაპონიაში პირველი გოლი გაიტანა – ვიდეო
“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კობეს “ვისელში” პირველი გოლი გაიტანა. მან “ჯუბიო ივატას” კარი დალაშქრა. მას საგოლე გადაცემა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკაშ პოდოლსკიმ გაუკეთა, მატჩი კი კობელთა გამარჯვებით დასრულდა 2:1. ინიესტა და პოდოლსკი მსოფლიოს ჩემპიონები არიან. სპორტალი










