კატეგორია: ვიდეოები

ბუქარესტში მიტინგი სასტიკად დაარბიეს – დაშავდა 440 ადამიანი – ვიდეო

ბუქარესტში მიტინგი სასტიკად დაარბიეს - დაშავდა 440 ადამიანი - ვიდეო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი. როგორც საინფორმაციო სააგენტო Agerpres იუწყება, 65 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაგმო აქციის […]

აშშ-ში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ტრაგედია სიეტლის აეროპორტში – ვიდეო

აშშ-ში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ტრაგედია სიეტლის აეროპორტში - ვიდეო

შეერთებულ შტატებში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შემთხვევა სიეტლში მოხდა. ლაინერი აეროპორტიდან კომპანია “ალიასკისავიახაზების” თანამშრომელმა გაიტაცა, ბორტზე არავინ იმყოფებოდა. გამოძიების ვერსიით, 29 წლის მამაკაცის მიზანი თვითმკვლელობა იყო და მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. უნებართვო აფრენის შემდეგ თვითმფრინავს ორი ავიაგამანადგურებელი დაედევნა, საბოლოოდ კი ის აეროპორტიდან 65 კილომეტრის დაშორებით, სამხედრო კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე […]

ჭირვეულის მორჯულება – ტორპედო-კუკეში 5:2 – ვიდეო

ჭირვეულის მორჯულება -  ტორპედო-კუკეში 5:2 - ვიდეო

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ტორპედომ” “კუკეში” დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა. საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ “ტორპედოსთან” ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს […]

რუსთავში წლინახევრის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა – ვიდეო

რუსთავში წლინახევრის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა - ვიდეო

რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში, 18 თვის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, გადმოვარდნის დროს ბავშვი ცოცხალი იყო, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ბავშვის გადაყვანა თბილისის კლინიკაში გადაწყდა, თუმცა გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.

სკანდალი ”მაჭახელაში” – ”მენტალიტეტი უფრო ოკუპირებული გვაქვს, ვიდრე ტერიტორიები” – ვიდეო

სკანდალი ”მაჭახელაში” - ”მენტალიტეტი უფრო ოკუპირებული გვაქვს, ვიდრე ტერიტორიები” - ვიდეო

ანი გვათუამ ფეისბუქში დაწერა: “რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela – Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი “პატრიოტი” შემოვიდეს… მოუხედავად იმისა, რომ ჩვენ […]

ვაკო ყაზაიშვილმა ლიდერს 2 გოლი გაუტანა – ვიდეო

ვაკო ყაზაიშვილმა ლიდერს 2 გოლი გაუტანა - ვიდეო

საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა “დალასთან” საგარეო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა კლუბმა კი 3:1 გაიმარჯვა. ჩვენებურმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანა, 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამაც, რომელმაც 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ “დალასი” დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, […]

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში – ვიდეო

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში - ვიდეო

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ტურისტულ ზონაშიც მოჰყვა. ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში ადგილზე მყოფი ტურისტები ავრცელებენ, რომელთა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს […]

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს – ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი – ვიდეო

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს - ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი - ვიდეო

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. ამ დროს მადურო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მადურო და არც ტრიბუნაზე მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან. დაჭრილია ეროვნული გვარდიის 7 ჯარისკაცი. თავდასხმაში მადურომ კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ერთი დრონი მისკენ მიფრინავდა, თუმცა იგი […]

პსჟ-მ მონაკოს 4:0 მოუგო და საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა – ბუფონის პირველი ფრანგული ტიტული – ვიდეო

პსჟ-მ მონაკოს 4:0 მოუგო და საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა - ბუფონის პირველი ფრანგული ტიტული - ვიდეო

საფრანგეთის სუპერთასი „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო. პარიზულმა გუნდმა „მონაკო“ 4:0 დაამარცხა. პსჟ-მ თითო ტაიმში ორი გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში თავი ანხელ დი მარიამ და კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კი ტიმოტი ვეამ და კვლავ დი მარიამ იმარჯვეს. თომას ტუხელის „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში პირველი ტიტული მოიპოვა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმა. მან 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო […]

მტვრის ქარიშხალი არიზონაში – ვიდეო

მტვრის ქარიშხალი არიზონაში - ვიდეო

აშშ-ის არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსს ძლიერმა მტვრის ქარიშხალმა გადაუარა. ამინდის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შტორმის დროს ხილვადობა ნულის ტოლი, ქარის სიჩქარე კი 60 მილი საათში (დაახლოებით, 96,6 კილომეტრი საათში) იყო. სტიქიის შედეგად განადგურდა რამდენიმე სახლი. მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ნეტგაზეტი https://www.facebook.com/bbcnews/videos/10156020310732217/