პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის გამარჯვებას აღნიშნავს. ვიდეომასალას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156622557927360/
კატეგორია: ვიდეოები
სოხუმში წყალდიდობაა – ვიდეო
რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო მოტოციკლს დაეჯახა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაშავდა. მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 36 წლის მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო სამედიცონო მომსახურება უტარდება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე […]
საუკუნის გადარჩენა – ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი ამოიყვანეს – ვიდეო
ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12-ვე ბავშვი და მათი მწვრთნელი გაადარჩინეს. ყველა მათგანი გამოქვაბულიდან გამოიყვანეს. შეგახსენებთ, 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ იპოვეს. სამაშველო ოპერაცია დროში იყო […]
ბრაზილიაში ორთავიანი ხბო დაიბადა – ვიდეო
ბრაზილიაში, გოიასის შტატში მდებერე ერთ-ერთ ფერმაში 2-თავიანი ხბო დაიბადა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ცხოველი, რომელსაც ბოთლიდან რძეს ასმევენ. ხბოს 5 დღის განმავლობაში ხელით კვებავდნენ, თუმცა ძალისხმევის მიუხედავად, ის მოკვდა. ივნისში ავსტრალიურ ფერმაში მუტანტი ცხვარი დაიბადა, რომელსაც 2 ტანი, 8 ფეხი და 1 თავი ჰქონდა. იმედინიუსი
სკანდალი რუსთაველზე – ქუჩის მუსიკოს ლერი მეტივიშვილს დაკვრა აუკრძალეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია Ermenegildo Zegna Boutique-ისა და Hugo Boss-ის დაცვის თანამშრომლებმა ქუჩის მუსიკოსს ლერი მეტივიშვილს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს. მუსიკოსს მოუწოდეს, რომ მაღაზიის წინ, ტროტუარზე არ დაეკრა და სხვაგან წასულიყო. „2 თეთრს ამით ვშოულობ, ეს ხომ საჯარო სივრცეა, რატომ მიშლიან აქ დგომას?“, – თქვა ლერი მეტივიშვილმა. ფაქტს მოქალაქეებიც შეესწრნენ და ლერი მეტივიშვილს გამოესარჩლნენ, საბოლოოდ მუსიკოსმა […]
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა – ვიდეო
სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა… მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა“, – აცხადებს არქიმანდრიტი. https://www.facebook.com/beriioane.mchedlishvili/videos/2205267259707056/
ტაილანდის გამოქვაბულიდან უკვე 6 ბავშვი გამოიყვანეს – ოპერაცია გრძელდება, წყლის დონე კი მატულობს – ვიდეო
ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 6 მოზარდია გამოყვანილი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს. რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, უცნობია. გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ. ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი […]
გიორგი ნიკოლაიშვილი – ნიაგარის ჩანჩქერი ანუ წყლის გრგვინვა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა: ”ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. ნიაგარა აბორიგენების ენაზე “წყლის გრგვინვას” ნიშნავს. იგი […]
ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია – ვიდეო
მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში […]










